SOS!!! ჩვენ შველას ვითხოვთ! ბავშვები შიმშილით იხოცებიან დედასთან ერთად! მუდამ აკლიათ საჭმელი, რის გამოც, მძიმედ ავად არიან! ისინი არიან ოჯახური ძალადობისა და უგულო ადგილობრივი ხელისუფლების მსხვერპლნი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

SOS!!! ჩვენ შველას ვითხოვთ! ბავშვები შიმშილით იხოცებიან დედასთან ერთად! მუდამ აკლიათ საჭმელი, რის გამოც, მძიმედ ავად არიან! ისინი არიან ოჯახური ძალადობისა და უგულო ადგილობრივი ხელისუფლების მსხვერპლნი!

page info icon
2024 მარტი 21
ამ კვირაში, 10 წლის მარიამმა შიმშილისგან გონება დაკარგა. ნუთუ, ჩვენს დროში შეიძლება ხდებოდეს ასეთი რამ?! გოგონა სათანადოდ ვერ იკვებება, შეწყვიტა ზრდა და ძალიან იტანჯება ამის გამო! ის უკვე 10 წლისაა, მაგრამ პირველკლასელის სიმაღლე აქვს! როგორ შეიძლება, ბავშვები ნორმალურად განვითარდნენ და ავად არ გახდნენ, როდესაც მხოლოდ მაკარონს ჭამენ?! როგორ უნდა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა?! - ეკა, ძალიან გთხოვთ, ნუ ტირით! ვიცი, საქართველოში მარტოხელა დედებს ძალიან უჭირთ! ეკატერინე (დედა): მაპატიეთ, უბრალოდ ცრემლები თავისით მომდის! ჩემი პატარები ძალიან, ძალიან მეცოდებიან! ნერვიულობის ნიადაგზე, უჰაერობის შეტევები მემართება. გოგონებს არაფერს ვეუბნები, მაგრამ თითქოს, რაღაც მისივდება ყელში და მახრჩობს. დამეხმარეთ, გამოკვლევა რომ ჩავიტარო! მე რომ მოვკვდე, მათ რა ეშველებათ?! მე კი, ექიმთან წასვლის და წამლების ყიდვის საშუალება არ გამაჩნია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვები რომ დავაპურო!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,836 ₾
( 489 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

SOS!!! ჩვენ შველას ვითხოვთ! ბავშვები შიმშილით იხოცებიან დედასთან ერთად! მუდამ აკლიათ საჭმელი, რის გამოც, მძიმედ ავად არიან! ისინი არიან ოჯახური ძალადობისა და უგულო ადგილობრივი ხელისუფლების მსხვერპლნი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ამ კვირაში, 10 წლის მარიამმა შიმშილისგან გონება დაკარგა. ნუთუ, ჩვენს დროში შეიძლება ხდებოდეს ასეთი რამ?! გოგონა სათანადოდ ვერ იკვებება, შეწყვიტა ზრდა და ძალიან იტანჯება ამის გამო! ის უკვე 10 წლისაა, მაგრამ პირველკლასელის სიმაღლე აქვს! როგორ შეიძლება, ბავშვები ნორმალურად განვითარდნენ და ავად არ გახდნენ, როდესაც მხოლოდ მაკარონს ჭამენ?! როგორ უნდა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა?!

შუადღის ოთხი საათია, ბავშვებს კი ჯერ არაფერი უჭამიათ. 200 გრამ ბრინჯს დედა ვახშმისთვის ინახავს. დაძინება რომ არ გაუჭირდეთ და არ იფიქრონ საჭმელზე

ეს ბავშვები მუდმივად შიმშილობენ და ამის გამო, აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. უფროსმა დამ, მარიამმა, საერთოდ შეწყვიტა სიმაღლეში ზრდა

„რა შეიძლება მინდოდეს, არ ვიცი... უბრალოდ მშია“

 - ეკა, ძალიან გთხოვთ, ნუ ტირით! ვიცი, საქართველოში მარტოხელა დედებს ძალიან უჭირთ!

 ეკატერინე (დედა): მაპატიეთ, უბრალოდ ცრემლები თავისით მომდის! ჩემი პატარები ძალიან, ძალიან მეცოდებიან! ნერვიულობის ნიადაგზე, უჰაერობის შეტევები მემართება. გოგონებს არაფერს ვეუბნები, მაგრამ თითქოს, რაღაც მისივდება ყელში და მახრჩობს. დამეხმარეთ, გამოკვლევა რომ ჩავიტარო! მე რომ მოვკვდე, მათ რა ეშველებათ?! მე კი, ექიმთან წასვლის და წამლების ყიდვის საშუალება არ გამაჩნია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვები რომ დავაპურო! 

ბავშვებს ერთი წესიერი სათამაშოც კი არ აქვთ. მაგრამ უხარიათ, რომ დედა ცოცხალი ჰყავთ და მამამ არ მოუკლა...

 „დედამ ლოცვა ასწავლა ბავშვებს. წმინდა მარიამს სთხოვენ, საჭმელი რომ გამოუგზავნოს“

ქალაქის ბოლოში, ამ ქოხში ცხოვრობენ და შემწეობის თანხას, ეკატერინე თითქმის მთლიანად ქირაში იხდის... აქედანაც მალე გამოასახლებენ ბავშვებთან ერთად

 „საშიშია ამ ტახტზე ძილი... შეიძლება დაიშალოს, ძირს დავეცემით და რამეს ვიტკენთ... გვეშინია!“

 - თქვენი საარსებო წყარო რა არის?

 ეკატერინე: თვეში 80 ლარით ვცხოვრობთ სამივე! თავად იანგარიშეთ: შემწეობის თანხა შეადგენს 580 ლარს, აქედან 400 ლარს ვიხდი ქირაში, 100 ლარსაც - დენის გადასახადს.

- არავინ გეხმარებათ? ბავშვების მამა სად არის?

ეკატერინე: არ ვიცი. სამი წელია, რაც არ გვინახავს. ძლივს გამოვექეცით. ორსულსაც კი მცემდა... როდესაც გოგონების თვალწინ დამიწყო ცემა, ვეღარ ავიტანე და პოლიციაში ვუჩივლე! მანამდეც, ბევრად უფრო ადრე უნდა მეჩივლა მისთვის... მაგრამ ჩვენ ხომ, საქართველოში ვცხოვრობთ! ვშიშობდი, რომ გამკიცხავდნენ! ბავშვებს დღემდე ახსოვთ ეს ყველაფერი. ახლა, საშინელი სულიერი ტრავმა აქვთ ამის გამო!

 „ხერხემლის გამრუდებას ყურადღებას ახლავე თუ არ მივაქცევთ, სამუდამოდ კუზიანი დარჩება ჩემი გოგონა“

 „ღმერთო, ღმერთო, დამეხმარე, ბავშვებს გამოკვლევები რომ ჩავუტარო!“

- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც საყურადღებოა! ახლაც, რომ საუბრობთ, სუნთქვა გიჭირთ...

ეკატერინე: კი, ჩიყვი მახრჩობს, შიში და უიმედობა... მეშინია, მე რომ მოვკვდე, უპატრონოდ დამრჩება შვილები. სად უნდა იცხოვრონ? ვის სჭირდებიან? თანაც ახლა, ბინიდან გვაგდებენ. აქვე, ახლოს იგივე ფასად ვნახე ოთახი. ვერც კი წარმოიდგენთ, ჩემთვის ეს რამხელა განსაცდელია! აი, სულზე მოგვისწარით, თორემ ერთ თვეში, შეიძლება ცოცხლებიც არ დაგხვედროდით!

 „ჩვენთან წმინდა მარიამმა მოგიყვანათ? ხომ დაგვეხმარებით?“ - გამომშვიდობებისას, ხელი ჩამკიდა და თითქოს, პირდაპირ სულში, ისე ჩამხედა თვალებში პატარა მარიამმა

 „წარმოდგენაც კი მეშინია, რა მოხდება, შემწეობის გარეშე თუ დაგვტოვებენ. ალბათ, ერთი ნამცეცი პურიც კი, სანატრელი გახდება ჩვენთვის“

- ამჟამად რა არის თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა?

ეკატერინე: საცხოვრებელ ადგილს ვიცვლით, ეს კი იმის მიზეზი გახდება, რომ სააგენტო შემწეობის ჩარიცხვას შეწყვეტს. შემოსავლის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროთ, არ ვიცი. რა უნდა ვჭამოთ? საჭმელი ვის ვთხოვოთ? ვის წავართვათ? მოვიპაროთ? გავძარცვოთ ვინმე? აი, იტყვიან მერე, რომ ლოცვა ადამიანს არაფერს შველის, მაგრამ, თქვენ გამოჩნდით. ახლა, აღარ ვიდარდებ იმაზე, რომ შიმშილით დამეხოცება შვილები.

- რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

ეკატერინე: ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, ჩემს შვილებს გამოკვლევები რომ ჩავუტარო. როგორც უკვე გითხარით, მარიამი აღარ ვითარდება, აღარ იზრდება სიმაღლეში. უმცროსმა დამ გაუსწრო უკვე. ხერხემლის გამრუდება აქვს და ძალიან სუსტია. ანანოს სჭირდება თავის ტვინის მრტ კვლევა. როდესაც გაჩნდა, მითხრეს, რომ მუდმივად უნდა ვაკონტროლო მისი თავის ტვინის მდგომარეობა. ჩვენ კი, მხოლოდ ერთხელ შევამოწმეთ, 5 წლის წინ და მორჩა!

- ჩემი აზრით, არც თქვენ გაწყენდათ გამოკვლევების ჩატარება! ბავშვებს უნდა ჰყავდეთ ჯანმრთელი დედა. იქნებ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, შეძლოთ  მუშაობის დაწყება და თქვენი შვილებისთვისაც მეტი გააკეთოთ!

ეკატერინე: მართალს ამბობთ, მაგრამ როდესაც პურის ფულიც კი არ გაქვს, ვეღარ ფიქრობ საკუთარ თავზე. გვჭირდება საწოლები, ლოგინის თეთრეული, პატარა კომოდი, ტელევიზორი, პროდუქტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ბავშვები ზაფხულის ჩუსტებით დადიან სკოლაში და ამის მერე გამიკვირდება, რატომ აქვთ სუსტი ჯანმრთელობა და ხშირად ხდებიან ავად.

- ცუდი ფერი ადევთ. ამდენი ხანია თქვენთან ვარ და ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ. ყოველთვის ასე ჩუმად არიან?

ეკატერინე: შუადღის ოთხი საათია და ჯერ არაფერი უჭამიათ. ძალიან მორიდებულები არიან, ლაპარაკი არ უყვართ. უკვე აღარც ახსოვთ, ღიმილი რა არის. აბსოლუტურად ყველაფერს მოკლებულები არიან. არ იციან, რა არის საჩუქრები, ტკბილეული. ხორცისა და რძის პროდუქტებზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია. დახეული ტანსაცმლით დადიან, დაშლილ ტახტზე სძინავთ, დედას კი, უჰაერობის შეტევები კლავს... რა უნდა უხაროდეთ? რაზე ისაუბრებენ? ჩურჩულით ლაპარაკობენ, ენერგია საერთოდ არ აქვთ.

- გოგონებო, მე მაინც გკითხავთ, რაზე ოცნებობთ?

მარიამი (10 წლის): არ ვიცი, რას ნიშნავს...

- აი, ბევრი ფული რომ გქონდეს, შენთვის რას იყიდი?

მარიამი: მაღაზიაში?

- დიდ მაღაზიაში, სადაც ყველაფერი იყიდება!

მარიამი: სათამაშოებიც და კანფეტებიც? კარგი... ძალიან, ძალიან მინდა, პლანშეტი და ტელეფონი რომ მქონდეს! აი, როგორ ძალიან, იცი? უფრო მეტად რომ არ შეიძლება! კიდევ, ისეთი საწოლი მინდა, ფეხები რომ არ ტყდებოდეს! თორემ, იცი, ერთხელ, ღამით რომ გვეძინა, ჩვენი საწოლი დაიშალა და აღმოვჩნდით იატაკზე. ძალიან შეგვეშინდა! ბნელოდა და უცებ ბრახ! ვერც მივხვდით, რა მოხდა. ტირილი დავიწყეთ, დედიკო კი გვეხუტებოდა და თვითონაც ტიროდა.

 „დაბადების დღეზე ტორტი არასდროს მქონია“

ანანო (9 წლის): კი, ჩვენი დედიკო ხშირად ტირის. ვკითხე: „დაბადების დღეზე გვექნება ტორტი?“ - მან კი ტირილი დაიწყო. მე 4 აპრილს მაქვს დაბადების დღე, მარიამს - 6-ში! ტყუპებივით ვართ...

მარიამი: მთლად ტყუპებივით არა! ერთი წლით დიდი ვარ მე. მაგრამ, ანანო უკვე ჩემზე მაღალია. კიდევ ამის გამო ტირის ჩვენი დედიკო. ყოველდღე გვიყურებს ზურგზე და ტირის.

ანანო: იმ ჯადოსნურ მაღაზიაში, შენ რომ ამბობდი, სათამაშოებიც იყიდება? ლამაზი თოჯინა მინდა, საწოლი და ტელეფონი... კიდევ, ტელევიზორი და თბილი ფეხსაცმელი, ქურთუკიც ჩემთვის, მარიამისთვის და დედიკოსთვის.

შიმშილისგან, შეიძლება საკუთარი სახელიც დაგავიწყდეს და ვერ გაიხსენო

მარიამი: მე კი იმდენ პროდუქტს ვიყიდი, რომ მაცივარში ადგილი აღარ დარჩეს! მაკარონს კი არა, რამე ძალიან გემრიელს! ხორცს და რძეს!

ანანო: მე კი ჩვენთვის, ორივესთვის, ტორტს ვიყიდიდი. მაგრამ ჩვენ, ალბათ, ფული არასდროს გვექნება. მითხარი, პოლიციელი რომ გამოვიდე, მექნება ფული?

მარიამი: მე კი, ექიმი რომ გამოვიდე?

- რა თქმა უნდა, გექნებათ! რა კარგი პროფესიები გაქვთ არჩეული!

ანანო: იცი, რატომ მინდა პოლიციელობა? მამებმა დედები რომ არასდროს სცემონ! და გოგონებს რომ ვერავინ აწყენინოს! ყველა დედიკოს და გოგონას დავიცავ!

- ბიჭებს არ დაიცავ?

ანანო: არა! ისედაც ნაჩხუბრები არიან და არ სჭირდებათ დაცვა! თვითონ დაიცვან თავი!

თქვენი აზრით, ცივილიზებულ ქვეყნებში ადამიანები მხოლოდ ავადმყოფობითა და სიბერით კვდებიან? არა! აქ, საქართველოში, ჩვენს გვერდით, ზოგიერთი მათგანი შიმშილით კვდება! თუ მაშინვე არა, ჯერ მძიმედ ავად ხდებიან, მერე კი იღუპებიან.

ძვირფასო მეგობრებო, სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომელიც ჩვენს სასწრაფო ჩარევას საჭიროებს. ეკატერინე და მისი ორი შვილი, მარიამი და ანანო უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. შიმშილი, საკვების მუდმივი უკმარისობა და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების არქონა, ძალიან ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ! ისინი ჩვენ უნდა გადავარჩინოთ. ეკატერინე დახმარებას ითხოვს, ბავშვებს გამოკვლევები რომ ჩაუტაროს, აგრეთვე, საარსებოდ აუცილებელ ნივთებს: საწოლებს, ლოგინის თეთრეულს, ტანსაცმელს, საკვებ პროდუქტს. მოდით, გავაკეთოთ ისე, რომ ეკატერინეს შვილებს ჰქონდეთ ნორმალური ბავშვობა და ჯანსაღი მომავლის შანსი.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, კაიროს დასახლება, მე-3 ქუჩა, ბინა 5.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მარიამ და ანანო ბარბაქაძეები).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: