გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

page info icon
2024 მარტი 16
„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ - სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ - მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ... სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
39,471 ₾
( 2,543 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ისე მოვკვდები, რომ ხელ-ფეხის განძრევასაც ვერასდროს შევძლებ! ჭამაც კი მწოლიარე მდგომარეობაში მიწევს“

 „ჯარისკაცობაზე  ვოცნებობდი.  ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის  ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ - სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 

„მთელი ზურგი მტკივა. ხელებს და ფეხებს ვერ ვგრძნობ. საწოლში გადაბრუნებაც კი არ შემიძლია“

„ასე უნდა ვიწვე ცხოვრების ბოლომდე. ფეხზე ვერასდროს დავდგები“

 14  წლის გიორგის  დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს  (პროგრესირებადი).  ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. 

 „და რა მოხდება, თუ მიაღწია?“ - ატირებულმა ვკითხე საბრალო დედას.

„დისტანციური მართვის საწოლი რომ გვქონდეს, გიორგი ჭამის დროს მაინც შეძლებდა ჯდომას და ასე არ დაიტანჯებოდა“

 „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ - მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ... სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“

 გიორგი (14  წლის): რატომ ვიტანჯები ასე? მითხარით, გთხოვთ. მხოლოდ  პირველ კლასში  ვიარე სკოლაში და  ისიც, რამდენიმე თვე. სკოლის მეგობრებს აღარც ვახსოვარ.  მართალია, ფრანგი ექიმებისგან ვიცი, რომ ვერასდროს შევძლებ სიარულს, მაგრამ მაინც  ვკითხულობ სკოლის სახელმძღვანელოებს. მეცადინეობაში  ჩემი ბიძაშვილი,  მარი მეხმარება. 3  წლის დაიკო მყავს და 3 თვის ძამიკო. ყოველ დილით ვლოცულობ მათთვის. უფალს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ჯანმრთელი მიმყოფოს ისინი.

„ვოცნებობდი, უმცროსი დაიკო და ძამიკო მყოლოდა, მეზრუნა მათზე.  სამწუხაროდ, მე მათ დაცვას ვერასდროს შევძლებ! ჯარისკაცი როგორღა გავხდები?!

- გონიერი და კეთილი ბიჭი ხარ, გიორგი. მაოცებ. შენთვის რას სთხოვ ხოლმე ღმერთს?

გიორგი (14 წლის): ჩემთვის არაფერს. ვიცი, რომ აღარაფერი მეშველება და რატომ შევაწუხო უფალი ტყუილად?  ვიცი, მასაც  გული  სტკივა, ასეთ  მდგომარეობაში  რომ მხედავს.  ვგრძნობ, რომ უფალიც იზიარებს ჩემს ტკივილს. ერთადერთი, რაც მდგომარეობას შემიმსუბუქებს და თავს ბევრად უკეთ მაგრძნობინებს, არის სპეციალური, დისტანციური მართვის საწოლი. ჭამის დროს წამოჯდომას შევძლებდი ასეთი საწოლის დახმარებით. მაგრამ, ჩემს ოჯახს მისი ყიდვის საშუალება კი არა, საკუთარი საცხოვრებელიც კი არ აქვს! სადაცაა, ქუჩაში გაგვყრიან!

ასევე  ლეიბი მასაჟორით შემიმსუბუქებდა  მდგომარეობას.  ეს ექიმებმა უთხრეს  დედაჩემს.  ისეთი ლეიბი რომ მქონდეს,  ზურგი აღარ მეტკინება. მაგრამ, ლეიბის  საყიდელი  ფულიც  არ გვაქვს.  ისიც  მერიდება, ხალხს დახმარება რომ ვთხოვო. რას  წარმოვიდგენდი, ჯარისკაცობის ნაცვლად,  მასაჟორიან  ლეიბზე თუ ვიოცნებებდი?

კიდევ ერთ რამეზე ვოცნებობ. მინდა, ტელეფონი რომ მქონდეს. ის დამაკავშირებდა სამყაროსთან და იქნებოდა ჩემი ერთადერთი გასართობი.  ხანდახან, ნათესავები რომ მოდიან ჩვენთან, ტელეფონს მაძლევენ დროებით. მაგრამ  ისინი ძალიან მალე მიდიან ხოლმე და ისევ  მარტო ვრჩები მთელი დღე და ვუყურებ ჭერს! 

 - გიორგი, შენს  ასაკთან შედარებით ნაადრევად დაბრძენებული ბიჭი ხარ. მიხარია შენი გაცნობა. რაღაც მინდა  გკითხო და  გულწრფელად თუ მიპასუხებ?

 გიორგი (14 წლის): დიახ. თუ არ მენდომება ამაზე საუბარი, უბრალოდ  გთხოვთ, რომ შევცვალოთ თემა, მაგრამ  არ მოგატყუებთ.

- რა საოცარი ბიჭი ხარ შენ! ასეთ პასუხს, უფროსიც კი ვერ მოიფიქრებდა. კარგი, მაშინ პირდაპირ გკითხავ: შენი დედიკოსგან გავიგე, რომ იცი, არასწორი  მკურნალობის  გამო რომ დამძიმდა შენი მდგომარეობა. ახლა კი მითხარი, როდესაც მარტო რჩები საკუთარ თავთან, არ ბრაზობ ხოლმე იმ ექიმებზე?

გიორგი (14 წლის): პირობა  მოგეცით, რომ  ტყუილს  არ გეტყოდით.  იმ ექიმებზე არ  ვბრაზობ.  პირიქით,  ზოგჯერ  მეცოდებიან კიდეც. და იცით, რატომ? ისინი ხომ მიხვდნენ, არასწორად რომ მიმკურნალეს და განიცდიან. ამიტომ მეცოდებიან.  მაგრამ, ჩემი  დედიკო  უფრო მეცოდება.  ვხედავ ხოლმე, ჩუმად როგორ ტირის. არ უნდა, მე დამანახოს  ცრემლები, მაგრამ მე ყველაფერს ვგრძნობ!

მე თუ არა, მას მაინც დაეხმარეთ! ძალიან იტანჯება ამ ძვირადღირებული საწოლისა და სპეციალური ლეიბის არქონის გამო და იმის გამოც, რომ ბინიდან გვაგდებენ! არ მადარდებს, სად უნდა დავწვე! მაგრამ, დედა... და ჩემი პატარა და-ძმა.. მათ თავზე ჭერი სჭირდებათ! ჩემზე არ იფიქროთ... ყველა უბედურებას გავუმკლავდები!

კორესპონდენტი ნინო: ცხოვრებაში გავიცანი ასეთი გმირი ბიჭი! ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხვედრა გაგიზიარეთ! გიორგი არასოდეს დამავიწყდება! თქვენც ნუ დაივიწყებთ, ფონდის მეგობრებო! რა თქმა უნდა, დავეხმარებით ამ ოჯახს! ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი! უფალს მადლობას ვწირავ, ასეთი შესაძლებლობა რომ მომცა!

და მართლაც, გიორგიმ მითხრა ისეთი სიტყვები, რომელიც გახდებოდა ამ შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა. მაგრამ, მე სიტყვა მივეცი და პირობას შევასრულებ.

„მეპატრონე 8 თვეში ყიდის ამ ბინას.   საწოლს მიჯაჭვული  ბავშვი დ კიდევ 2  მცირეწლოვანი დარჩება ღია  ცის  ქვეშ“

ნანა (გიორგის დედა): მხოლოდ 24  წლის ვიყავი,  დედობით  ვტკბებოდი.   მყავდა გონიერი, მხიარული და ენერგიული  ბიჭი. ჩემი პირველი შვილი, ჩემი  პირველი მერცხალი.  ერთ  დღეს კი, ცა  თავზე ჩამომენგრა და  ჩემი ბედნიერი დედობაც ქვესკნელში  ჩაიტანა ახალგაზრდა  ბედნიერი  დედა,  მოულოდნელად,  ყველაზე უბედურ დედად   ვიქეცი.

ჩემი ჯოჯოხეთი კი ასე დაიწყო:   6  წლის  იყო  გიორგი, როდესაც  ერთ დღეს  შევნიშნე, რომ კიბეებზე ასვლა უჭირდა. თანდათან,  გადაადგილება სულ  უფრო  უძნელდებოდა.  ჯერ  ქუთაისის  საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში წავიყვანეთ  ბავშვი სადაც ექიმებმა გვითხრეს, რომ  „შხამიანი“  გლანდების  ოპერაცია იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ვენდე  ექიმებს და დავთანხმდი. სწორედ  მაშინ  გამოვუტანე  საბედისწერო  განაჩენი ჩემს  შვილს.

ოპერაციის შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ დამოუკიდებლად  გადაადგილებაც კი ვეღარ შეძლო.  ვხედავდი, როგორ მეცლებოდა ხელიდან შვილი და ვერაფერს ვშველოდი. რაც კი რამ  გაგვაჩნდა,  გავყიდეთ  ყველაფერი  და   ბავშვი საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში წავიყვანეთ.  სწორედ იქ დაადგინეს ზუსტი დიაგნოზი -  დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, რომელიც სამწუხაროდ, არ ექვემდებარება მკურნალობას. როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ მსოფლიო  ჯანდაცვაში დღემდე ვერაფერი გამოიგონეს, რაც ამ დაავადებისგან ბავშვს განკურნავდა, ამ  სიტყვების გაგონებას, მერჩივნა, იქვე მოვმკვდარიყავი.

მაგრამ, კიდევ უფრო დიდი შოკი იცით, რა გახდა ჩემთვის? როდესაც  ექიმებმა, სტრასბურგის კლინიკაში მითხრეს, ბავშვის მდგომარეობა  საქართველოში არასწორი მკურნალობით რომ დაამძიმეს. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, სიმწრისგან ბოლო ხმაზე ღრიალი მინდოდა. სხეულის ყველა ნაწილი  მეწვოდა, მაგრამ რისი შეცვლა  შემეძლო, უბედურ  დედას? უკან ხომ ვერ  დავაბრუნებდი დროს. 

საფრანგეთიდან  საქართველოში  გამოგვიშვეს, რადგან იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა. ექიმებს მკურნალობის პროცესი შეცდომით რომ არ  წარემართათ, დღეს, ჩემი შვილი, ეტლით მაინც შეძლებდა  გადაადგილებას და ასე, გაუნძრევლად, საწოლში არ იწვებოდა. ელემენტარულად, ფეხზე  დგომას  მაინც შეძლებდა, საპირფარეშომდე მაინც რომ მიგვეყვანა. ახლა კი,  ესეც  შეუძლებელია. საწოლიდან ოდნავ მაინც სხეულის წამოწევაც კი არ შეუძლია ჭამის დროს. უკვე რამდენი წელია, ბავშვი მწოლიარე მდგომარეობაში იღებს საკვებს. ამის გამო, ჟანგბადი არ მიეწოდება გულს, განუვითარდა კუჭის  სპაზმიც,  ტემპერატურა   34  გრადუსამდე ეცემა, მერე კი, გონებას  კარგავს. გამწარებული დედა, ჩემი შვილის ენით აღუწერელ ტანჯვას ვუყურებ ყოველდღე და იცით, რა  არის ყველაზე რთული?  როდესაც  დედას არ შეუძლია, საკუთარ შვილს ტანჯვა ოდნავ მაინც რომ შეუმსუბუქოს.  ღმერთო, სად  ხარ  ხოლმე, ასეთ  დროს,  სად? ღმერთო, არაფერს გსაყვედურობ, მაგრამ გზა მაინც დამანახე, ცოცხალმკვდარმა  დედამ რა მოვიმოქმედო? 

„ჩემი შვილი ნელი სიკვდილით კვდება ყოველდღე. გამწარებული დედა კი, ვერაფერს ვშველი“

 - რაშია გამოსავალი? რით შეიძლება ოდნავ მაინც შემსუბუქდეს გიორგის მდგომარეობა. რის გაკეთება შეუძლია ბავშვისთვის ჩერნოვეცკის  ფონდს?

 ნანა: ვიცი, რომ ფონდის დახმარებით, ათასობით  ბავშვი გადაურჩა სიკვდილს. ათასობით ქალს აარიდეთ  „შვილმკვდარი დედის“ სახელის დარქმევა.  ათასობით მოხუცს, მარტოხელა  დედას  მიეცით ძალა,  ცხოვრების გასაგრძელებლად.  მე კი მხოლოდ ერთს  გთხოვთ:  ხალხს მიაწვდინეთ  ჩემი, გამწარებული  დედის ხმა.  იქნებ, სპეციალური, დისტანციური მართვის საწოლით და მასაჟორიანი  ლეიბით დაგვეხმაროს ვინმე.  იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ნივთები აღარ  სჭირდება,  ნაგავში არ  გადააგდონ. 

ასეთი  საწოლი თუ ექნება ჩემს ბიჭს,  მაშინ გულის და კუჭის პრობლემა არ შეაწუხებს, ისეთ  დონეზე მაინც, რომ სიცოცხლისთვის საშიში  იყოს. ახლა  კი, ყოველდღე იზრდება რისკი იმისა, რომ სამუდამოდ დავკარგავ შვილს. ამიტომაც, ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ლეიბი მასაჟორით, რომელიც დაახლოებით  2  ათასი  ლარი ღირს და  „პულტიანი საწოლი“, რომლის ღირებულებაც 4  ათასი  ლარია.   ჩემი შემოსავალი კი, მხოლოდ  340 ლარია, ჩემი შვილის პირველი ჯგუფის შშმ პირის პენსია. ეს თანხა მედიკამენტებსა და  საჭმელზე ძლივს გვყოფნის. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ვინც უკვე აღარ იყენებთ ასეთ საწოლს  და ლეიბს, გემუდარებით, არ დაინანოთ  ჩემი ნატანჯი შვილისთვის.

„გემუდარებით, კეთილო ადამიანებო, იქნებ ვინმეს გქონდეთ  „პულტიანი  საწოლი“, რომელიც აღარ  გჭირდებათ?“

– ეს ბინა, სადაც ამჟამად ცხოვრობთ, დროებით დაგითმოთ ერთმა  ადამიანმა. 8 თვეში  გიწევთ ამ ბინის დაცლა.  ბავშვი სად უნდა  წაიყვანოთ? გიორგის  გარდა, 3  წლის და  3 თვის  შვილები  გყავთ.

 ნანა: ღია ცის ქვეშ ვრჩებით. მადლობის  მეტი რა მეთქმის  იმ ადამიანისთვის, ვინც ბინა დაგვითმო? მაგრამ, მართალს ამბობთ,  8 თვეში  ეს ბინა  8 ათას  დოლარად  გაიყიდება.  ნეტავ, სასწაული მოხდეს და შევძლო ამ სახლის ყიდვა.  საწოლს მიჯაჭვული ბავშვით ქუჩაში ვრჩები. ამის  წარმოდგენაც კი მიყინავს სისხლს. ღმერთო, სასწაული მოხდეს, რა იქნება?.. უფულობის   გამო, ბავშვები რომ დამეღუპოს, ამას  ვერ  ვაპატიებ საკუთარ  თავს  და მეც  მოვკვდები.  დედის  გული ხომ, შვილებით  ცოცხლობს.  შვილი რომ კვდება, მაშინვე კვდება დედაც  .... 

 ჩვენო ძვირფასო მკითხველო,  ვფიქრობ,  სიტყვები აქ უბრალოდ  ზედმეტია. დარწმუნებული ვარ, ახლა, უკვე ემზადებით პატარა  გიორგის, ამ გონიერი და კეთილი  ბიჭის სიცოცხლის  გადასარჩენად.  ეს დამოკიდებულია მხოლოდ ერთ  ზარზე. დიახ,  მხოლოდ ერთი  ზარით შეგვიძლია, ეს  საშინელი  ტანჯვა შევუმსუბუქოთ  ბავშვს.   პატარა  გიორგი გულისფანცქალით  ელოდებოდა ამ სტატიის გამოქვეყნებას. ის დარწმუნებულია, რომ თქვენი დახმარებით, შეუმსუბუქდება ტკივილი. ნუთუ, იმედს  გავუცრუებთ  ბავშვს, რომელიც ისედაც ასე იტანჯება? 

 მეგობრებო, მოდით, მოვახდინოთ  ეს სასწაული და ბედისწერისგან განწირულ  პატარა  გიორგის ბედნიერი დღე გავუთენოთ!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, თქვენმა მეგობრებმაც რომ შეიტყონ ეს ისტორია!

თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და გიორგის დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ქ. სენაკი, ცერცვაძის ქუჩა.

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: გიორგი გოროზია).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!








ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: