თუ თქვენ გესაჭიროებათ დახმარება - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თუ თქვენ გესაჭიროებათ დახმარება

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ესაჭიროება დახმარება და არ იცით რა მოიმოქმედოთ, რაზე გაამახვილოთ ყურადღება, როგორ გაუმკლავდეთ პრობლემას, როგორ გაუწოდოთ დახმარების ხელი.

სპეცილისტების რჩევა და მსგავს სიტუაციაში მყოფი ადამიანების გამოცდილება დაგეხმარებათ დაძლიოთ პრობლემები და მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ დაეხმაროთ ახლობლებს ან საკუთარ თავს.

ანკეტა
მიუთითეთ თქვენი ფეისბუქ გვერდის ლინკი და ტელეფონის ნომერი, ხოლო თუ გსურთ ვინმეს აღმოუჩინოთ დახმარება მიუთითეთ თქვენი და მისი ტელეფონის ნომრები.
პირები, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება, თანახმა არიან თუ არა ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებაზე და გავრცელებაზე სოციალურ ქსელებში და მასმედიაში

„სამისამართო დახმარების“ პროექტი

ჩვენი ფონდი დახმარებას უწევს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს, მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ადამიანებს, რომლებიც გადარჩენის ზღვარზე იმყოფებიან: უჭირთ, არ აქვთ საშუალება შეიძინონ მედიკამენტები, ტანისამოსი, ელემენტალური საყოფაცხოვრებო ნივთები, შიმშილობენ. ოჯახებისთვის, რომლებიც ჩვენი დახმარების გარეშე ვერ გადარჩებიან, ჩვენ ვიძენთ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, თეთრეულს (ბალიშებს, საბნებს), ავეჯს და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

თუ თქვენს ან თქვენთვის ნაცნობ ოჯახს ესაჭიროება დახმარება, მოგვწერეთ office-fsp@fsp.ge!