ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა! საბრალო, როგორ იტანჯებოდა! ახლა კი, მეორე ვაჟი 7 წლის ომარიც კვდება. დამეხმარეთ!!! გთხოვთ, გადაარჩინეთ!!! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა! საბრალო, როგორ იტანჯებოდა! ახლა კი, მეორე ვაჟი 7 წლის ომარიც კვდება. დამეხმარეთ!!! გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!

page info icon
2024 მარტი 13
„უფროსი ვაჟი ლუკა (მისი სურათია საფლავის ქვაზე), ეს ულამაზესი ბიჭი, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს მიზეზის დადგენა, თუ რით იტანჯებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვი,“ - ამბობს გულმოკლული დედა თეონა. ახლა, ის მხოლოდ საფლავის ქვას იკრავს გულში. „დღეს კი, სიმწრით ვაცნობიერებ, რომ 7 წლის ომარის შეიძლება ისეთივე უბედურება დაემართოს.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
18,142 ₾
( 1,455 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა! საბრალო, როგორ იტანჯებოდა! ახლა კი, მეორე ვაჟი 7 წლის ომარიც კვდება. დამეხმარეთ!!! გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„უფროსი ვაჟი ლუკა (მისი სურათია საფლავის ქვაზე), ეს ულამაზესი ბიჭი, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს მიზეზის დადგენა, თუ რით იტანჯებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვი,“ - ამბობს გულმოკლული დედა თეონა. ახლა, ის მხოლოდ საფლავის ქვას იკრავს გულში. „დღეს კი, სიმწრით ვაცნობიერებ, რომ 7 წლის ომარის შეიძლება ისეთივე უბედურება დაემართოს.“

თეონა, დედა: ომარის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მხედველობა დაკარგა, სმენაც დაუქვეითდა, მისი გონება ინფორმაციას ვეღარ აღიქვამს, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ვერ ჭამს, მილის მეშვეობით ვაწვდით საკვებს, საკვებს შპრიცით ვასხამთ პირდაპირ კუჭში. გვჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები და მკურნალობა, მაგრამ ფული საერთოდ არ გვაქვს! ბოლომდე დავიხარჯეთ, ლუკას რომ ვმკურნალობდით! ახლა კი, არაფრის საშუალება არ გაგვაჩნია!

„კიდევ რამდენ ხანს გაუძლებ ამ ტკივილს? კიდევ რამდენ ბედნიერ დღეს მაჩუქებს უფალი, შენი დედობით რომ გავიხარო?!“

„თეონა: „მე და ჩემი მეუღლე ისეთი გენის მატარებლები ვართ, რომელმაც ჩვენი შვილების ავადმყოფობა გამოიწვია. ძალიან იშვიათი დაავადებაა“

მადლობა ღმერთს, დაავადება არ შეეხო ჩემს გოგოს, ლიკას! ისეთი თბილი და მოსიყვარულე მყავს... ძალიან უყვარს თავისი ძმა, ძალიან უნდა, რომ გამოკეთდეს!

„ღმერთო, არ მინდა, ძალიან არ მინდა, ჩემი ძამიკო რომ მოკვდეს... კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!“

„ყოველთვის ვხვდები, რის გამო ტირის... სიგიჟემდე მიყვარს, ის ჩემი სიყვარულია! არაერთხელ მსმენია თქვენს ვიდეოებში, რომ უფალს შეუძლია სასწაულების მოხდენა! მგონი, თქვენ, ფონდის მეგობრები მას პირადად იცნობთ. ახლა, ჩემს ძმას გადაუღებთ, ღმერთიც ნახავს, იქნებ შეიბრალოს და განკურნოს ომარიკო... “

„უარს ვიტყვი ყველა ოცნებაზე, ოღონდ ომარიკო ცოცხალი მყავდეს“

ამ მოწყობილობამ (სტენდერი), შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოს მძიმედ დაავადებული ბიჭუნას ცხოვრება. ოჯახს კი, ელემენტარული წამლების ყიდვის საშუალება არ გააჩნია

თეონა: „არ შემიძლია უბრალოდ დავჯდე და დაველოდო, როდის წამართმევს სიკვდილი მეორე შვილსაც! რადაც არ უნდა დამიჯდეს, ევროპაში უნდა წავიყვანო და ხელმეორედ ჩავუტარო მას გამოკვლევები. დამიჯერეთ, ბოლომდე ვიბრძოლებ! მაგრამ, დახმარების გარეშე, არაფერი გამოგვივა!“

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
თეონა:
ჩემს მომავალ დედამთილს მოვეწონე და შეუთანხმდა ჩემს ოჯახს. აი ასე, პირდაპირ მოვიდა და თქვა, რომ მე და მისი შვილი ვიქნებოდით შესანიშნავი წყვილი. ალბათ, ამიტომაც ვცხოვრობთ ასე მშვიდად და ტკბილად. მაგრამ, ხომ ხედავთ, როგორ ვიტანჯებით?
- როგორ მიხვდით, რომ ომარს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? დაბადებისთანავე გამოუვლინდა?
თეონა:
არა! ომარი ჯანმრთელი დაიბადა, ლაპარაკიც შეეძლო და სიარულიც... 3 წლის ასაკში კი, რევმატოიდული ართრიტი დაემართა, ასე გვითხრეს ექიმებმა. ფეხები ძალიან სტკიოდა. 2019 წელს, ალბათ, ჩვენი ლუკას გარდაცვალების გამო, ნერვიულობის ნიადაგზე ომარიკომ შეწყვიტა სიარული და ლაპარაკი. ქართველმა ექიმებმა ვერ დასვეს დიაგნოზი, გამორიცხეს გენეტიკური დაავადება. ანალიზები გერმანიაში გაიგზავნა, მაგრამ იქაც ვერ გაარკვიეს, რა სჭირდა ჩემს შვილს. თურქეთში წავიყვანეთ, ანალიზები ისრაელში და ინგლისში გაიგზავნა, იქ კი გაირკვა, რომ ჩემს შვილს ჰქონდა უიშვიათესი დაავადება სახელწოდებით POU2AF1 და თანაც, დაუდგენელი! აგრეთვე გავიგე, რომ ინგლისში ორი ბავშვია ასეთი დაავადებით, მათ მშობლებთან მინდოდა დაკავშირება, რათა გამეგო, რას უნდა ველოდო და რისთვის უნდა ვიყო მომზადებული. ექიმები იმედს არ გვაძლევენ. უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი ვერასდროს იქნება, მაგრამ, იქნებ შეიძლება, რაიმე გაკეთდეს იმისთვის, რომ ასე არ დაიტანჯოს, რაც შეიძლება მეტად რომ გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე და ის უნარები მაინც შეუნარჩუნდეს, რაც ამჟამად აქვს?

„მთელი ამ წლების განმავლობაში, უამრავი ანალიზი გაკეთდა იმის იმედით, რომ რაღაცას მაინც გამოვნახავდით სნუგეშოს. მაგრამ, ყველა გვეუბნება, რომ განწირულია ჩვენი შვილი!“

- სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თქვენ სიკვდილს ებრძვით...
თეონა:
აბა, რა ვქნა? დავჯდე და დაველოდო? ვუყურო, სიკვდილი შვილს თანდათანობით როგორ მართმევს? ჩემს ადგილას სხვა მშობელი როგორ მოიქცეოდა? გულზეხელდაკრეფილი დაჯდებოდა? ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია და ვერაფერი შემაჩერებს. ისიც კი ვიფიქრე, ევროპაში წავსულიყავი და თავშესაფარი მეთხოვა, საჭირო მკურნალობა რომ მიმეღო.
- რატომ გადაიფიქრეთ?
თეონა:
ერთი შვილი აქ დავასაფლავე. ომარის გარდა, ჩემი საყვარელი გოგონა, ლიკა მყავს. აქ ოჯახი მყავს და ის ადამიანები, ყველაზე კეთილი ადამიანები, ვინც სიკვდილთან ბრძოლაში მარტოს არ მტოვებს. იქ ვინ მელოდება? თანაც ეს დაავადება ძალიან იშვიათია, ღმერთმა ნუ ქნას, ცდები ატარონ ჩემს შვილზე! ამიტომ, დავრჩი. სასწაულის იმედით მოგმართეთ თქვენ!
ლიკა (10 წლის): არაერთხელ მსმენია თქვენს ვიდეოებში, რომ უფალს შეუძლია სასწაულების მოხდენა! მგონი, თქვენც იცნობთ მას. ახლა, ჩემს ძმას გადაუღებთ, ღმერთიც ნახავს, იქნებ შეიბრალოს და განკურნოს ომარიკო... ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, მაგრამ ექიმები გვეუბნებიან, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელია. - ლიკა, შენ როგორ უვლი შენს ძმას?
ლიკა:
ხანდახან, ვფიქრობ, ნეტავ მის ნაცვლად მე ვიყო ავად. სიხარულით გავუცვლიდი მას ადგილს. ამქვეყნად ყველაზე მეტად ის მიყვარს, საკუთარ თავზე მეტად. როდესაც მარტო ვართ მე და დედიკო, შემიძლია ვაჭამო და გამოვუცვალო კიდეც... რასაც ითხოვს ყველაფერს ვხვდები. მაგრამ, აი ასე, საცოდავად რომ იწყებს ტირილს, ვერ ვუძლებ და მასთან ერთად მეც ვტირი. ვიცი, რომ არ შეიძლება, მაგრამ ცრემლები თავისით მომდის.
- კი, ნამდვილად ძალიან რთულია...
ლიკა:
ერთი ძმა მომიკვდა და არ მინდა, მეორეც დავკარგო. სულ მარტო დავრჩები მერე. იცით, რა მტკივნეულია? თითქოს, გულის ნაწილი მოგაჭრეს.
- ზრდასრული ადამიანივით ლაპარაკობ! ალბათ, ოცნებებიც ძალიან სერიოზული გაქვს!
ლიკა:
ძალიან! მაგრამ, არავის ვეუბნები, რაზე ვოცნებობ. ჩემი მშობლები ვერასდროს ვერაფერს მიყიდიან. მთელი ფული მხოლოდ ომარიკოსთვის იხარჯება. იცით, რა ღირს მისი პამპერსი და აი, ეს მილები? ამხელა ხელფასი მამიკოსაც კი არ აქვს! არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური აქვს! ის სამხედროა! სამშობლოს დამცველი! მეც, რომ გავიზრდები, მინდა, სამხედრო გავხდე და ექიმიც!

„როდესაც დედიკო დაკავებულია, მე შემიძლია ომარს ვაჭამო. ძალიან რთული საქმეა - შპრიცით საჭმელს რომ აჭმევ. სპეციალური მილით ვასხამ პირდაპირ კუჭში“

- ლიკა, მაინც არ მითხარი, შენთვის რას ისურვებდი.
ლიკა:
მინდა, ჩემი მეგობრებივით ლამაზი ტანსაცმელი რომ მქონდეს, აიფონი მინდა ისეთი, ხატვა რომ შეიძლებოდეს. კიდევ, ბაკურიანში წასვლა და თოვლში კოტრიალი მინდა!
ყველა ჩემი მეგობარი იქ ნამყოფია, მე კი, არასდროს არსად ვყოფილვარ. სულ ეს არის! მაგრამ! ეს ომარიკოს ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა იყოს. მისი ჯანმრთელობაა მთავარი, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის!

ომარს სიცოცხლე ძალიან უნდა და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენი დღე აქვს მას დარჩენილი!

თეონა: მართალს ამბობს, ჩვენი შემოსავალი ბავშვის მკურნალობაში იხარჯება მთლიანად. მას სჭირდება პამპერსი, სანაციის მილები, შპრიცები კვებისთვის, სპეციალური საკვები... აგრეთვე, შესაძენია სპეციალური მოწყობილობა - სტენდერი, რომელიც დაიჭერს და სიარულის იმიტაციას შექმნის. გარდა ამისა, სპეციალური ეტლი გვჭირდება, რომელიც მისთვის იქნება გათვლილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შეძენის საშუალება არ გაგვაჩნია. ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების ჯამური ღირებულება 5 000 დოლარს შეადგენს!!! რამდენი წელი უნდა იმუშაოს ჩემმა მეუღლემ, ახელა თანხის შეგროვება რომ შევძლოთ. დრო კი არ იცდის და ამ ყველაფრის გარეშე, სულ უფრო მძიმდება ჩემი შვილის მდგომარეობა. სიკვდილი ელის! სამშობლოს დამცველის ხელფასით ოჯახის შენახვა შეუძლებელია. ამიტომაც მოგმართეთ თქვენ. ის, რომ ომარი დღემდე ცოცხალია, არის იმ კეთილი ადამიანების დამსახურება, ვინც გვერდში გვიდგას. ახლა კი, ჩემი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ!

თეონა შვილთან ერთად გატარებული კიდევ ერთი ნაჩუქარი დღისთვის უფალს ყოველდღე მადლობას წირავს. იცის, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასდროს იქნება, მაგრამ მასთან გატარებული ყოველი წუთი მადლია მისთვის! თეონას სიტყვებში თავისი პატარა შვილის, ომარის სიცოცხლისთვის ბრძოლაში დახმარების მუდარა ჟღერს. ამ ქალის თვალებში, რომელმაც დაკარგა უფროსი ვაჟი და იბრძვის უმცროის სიცოცხლისთვის, თავგანწირვა და სასწაულის რწმენა იკითხება.

ასეთ მძიმე მომენტში თეონამ დახმარების თხოვნით მოგმართათ თქვენ, ძვირფასო მკითხველებო. მას სჯერა ადამიანური სიკეთისა და ლოცვის ძალის. ახლა, მას თქვენი თანადგომა, თქვენი ლოცვა ძალიან სჭირდება, რათა საჭირო სამედიცინო საშუალებებითა და მოწყობილობებით უზრუნველჰყოს თავისი შვილი. გთხოვთ, როდესაც ილოცებთ თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის, არ დაგავიწყდეთ აანთოთ ერთი სანთელი ომარისთვის! როდესაც ერთად ვილოცებთ ამდენნი ერთად, უფალი აუცილებლად შეისმენს ჩვენ ლოცვას!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ვარკეთილი, გიორგი აბაშვილის ქ. 3, კორპუსი 8, ბინა 150.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ომარი ასლანიძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: