მკურნალობას საჭიროებისთვის განკუთვნილი პროგრამა
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობა გავაერთიანოთ მათ დასახმარებლად, ვინც საშინელ დაავადებებს ებრძვის, მაგრამ საკუთარი ძალებით უბრალოდ ვერ უმკლავდებიან.
პროგრამის პრინციპები
- საბუთების საფუძვლიანი შემოწმება სპეციალისტების მიერ
- შემოწირულობის გამჭვირვალობა და ღიაობა (თითოეულ თეთრს აკონტროლებს საერთაშორისო აუდიტი)
- ანგარიში გაწეული დახმარების შესახებ
ავადმყოფი ადამიანების სურვილების ასრულება
ტანჯვისთვის არის გაჩენილი! ჩვენი დახმარების გარეშე ვერ გადარჩება!
თეა: ყოველი მოძრაობა ჯოჯოხეთია ჩემთვის. თითქოს გავარვარებული დანები მესობა სხეულში. ტკივილგამაყუჩებელ წამლებსაც კი ვერ ვყიდულობ. იაფფასიანი არ მაძლევს შვებას. ერთი წამითაც არ ჩერდება ტკივილი. ტკივილისგან ღრიალი მინდა, მაგრამ არ შემიძლია - დედაჩემს შეეშინდება. ისედაც ყოველ ჩემს გატოკებაზე ტირის... მოშორებით დაჯდება ხოლმე და ცრემლებს ღვრის... ღმერთო, რა დღეშია ჩემს გამო. ვეუბნები, ნუ ტირი, ჯერ არ მოვმკვდარვარ და არც ვაპირებ... გავუძლებ ამ ტკივილს და მარტოს არ მიგატოვებ. საწოლი, რომელზეც ვწერავრ სულ დაშლილია, გვერდებს მტკენს ზამბარები. ახალ საწოლზე ოცნებასაც ვერ ვბედავ. პურის ფულიც კი არ გვაქვს. ხანდახან მგონია, რომ ყველაზე ელემენტარული ნივთები მომიტანდა სულიერ სიმშვიდეს - კომფორტული საწოლი და ტელევიზორი, გარიყულად რომ არ ვიგრძნო თავი!
თურმე შესაძლებელი ყოფილა, ჩემი ოცნებებიც რომ ახდეს
ბესო: სხვებს არ ვგავარ და ჩემი ცხოვრებაც უინტერესო იყო. ჩემს მაგივრად ყველაფერს დედაჩემი აკეთებს და თანაც, მთელი დღე წყეულ ეტლში მიწევდა ჯდომა. ახლა კი, ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა. მიხარია დილით რომ ვიღვიძებ, კომპიუტერს ჩავრთავ ხოლმე, მთელი ჩემი სამყარო იქ არის. ფილმებს ვუყურებ, თამაშებიც არის, შემიძლია ვინმეს დაველაპარაკო! ისეთი ბედნიერი ვარ. თითქოს, უკვე აღარ ვარ ავად, თითქოს უკვე გამოვჯანმრთელდი!
ღმერთს ჩემთვის სხვა გეგმები აქვს
ღმერთს ჩემთვის სხვა გეგმები აქვს
ერთი სიცოცხლე ორისთვის
ერთი სიცოცხლე ორისთვის
სამმა ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობა გაწირა, მე რომ ვიცოცხლო!
რამაზი: 14 წელია, რაც ჩემი პარალიზებული სხეულის ტყვე ვარ. 14 წელია, დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებ. ჩემი მეუღლე, დედა და ძმა იბრძვიან ჩემი სიცოცხლის ყოველი დღისთვის. ჩემი ძმა ბავშვივით მატარებს ხელით, დედა მაჭმევს, მეუღლე მაცმევს... ახალგაზრდა კაცის ცხოვრება ასეთი უნდა იყოს? რას ვიზამთ? უბედური შემთხვევის დროს, ხერხემალი რომ დამიზიანდა, ღმერთმა არ წამიყვანა, მე და ჩემი ახლობლები სამუდამო ტანჯვისთვის გაგვწირა.
თითქოს კუბოშია!.. მაგრამ საფლავში, ადამიანი ტკივილებს მაინც ვერ გრძნობს და აღარაფერი სჭირდება... ნეტავ, ტელევიზორი მაინც ჰქონდეს, რათა გაიგოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, ჯერ კიდევ ცოცხალი რომ არის საქართველო!
თითქოს კუბოშია!.. მაგრამ საფლავში, ადამიანი ტკივილებს მაინც ვერ გრძნობს და აღარაფერი სჭირდება... ნეტავ, ტელევიზორი მაინც ჰქონდეს, რათა გაიგოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, ჯერ კიდევ ცოცხალი რომ არის საქართველო!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა საბას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა საბას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
როდესაც დავიბადე, დედიკოს უთხრეს, რომ საფენების ნაცვლად, კუბო უნდა გაემზადებინა.
ლევანი: ძალიან ვწვალობ, ვიტანჯები. ჩემი მუხლები ერთ დიდ ჭრილობად იქცა. იცით როგორ მტკივა კიბეზე რომ ჩავდივარ? მაგრამ ოთხ კედელში ჯდომა, როგორც მსჯავრდებული ბოროტმოქმედი, უფრო მტკივნეულია. გარეთ თუ არ გავალ შეიძლება გავგიჟდე. დედას ვეღარ ჩავყავარ - მე ხომ დიდი ბიჭი ვარ. ერთი ოცნება მაქვს - ფეხზე დავდგე და ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგა. ღმერთს სულ ამას ვეხვეწები, ჯანმრთელი ფეხები მაჩუქოს - ალბათ გაიგებს!
თქვენ ხომ გესმით ახლა ჩემი? ახალი ნორმალური საწოლი მჭირდება. ლეიბზე, რომელზეც ახლა ვწევარ ჟანგიანი ზამბარები ამოდის და როცა აქეთ-იქით ვტრიალდება სულ ზურგში მერჭობა. კიდევ ეტლი მჭირდება. თორემ კეთილმა ხალხმა მათხოვა და სულ გატეხილია. ღმერთო როდის დასრულდება ეს ტანჯვა? მიშველე!
ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, გულით ვგრძნობ, რა სილამაზეა ჩემს ირგვლივ. მაგრამ შიმშილი, ძალიან მიშლის ხელს ამაზე ფიქრში!
ნიკოლოზი: ვერაფერს ვხედავ. უსინათლო ბავშვების სპეციალურ სკოლაშიც კი დავდივარ. იქ, ერთი ძალიან საინტერესო ნივთი გვაქვს - პიანინო! პირველად გავიგე ასეთი ლამაზი ხმა. რომ გავიზრდები, ალბათ, მეც დავუკრავ. ჩემი ოცნებაა, მქონდეს პატარა პიანინო, რომელიც ჩვენს სახლში დაეტეოდა. კიდევ, ვოცნებობ ბარბის სახლზე. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ იქ ვცხოვრობ და თავს ბედნიერად ვიგრძნობ. კიდევ, ბევრი გემრიელი საჭმელი მინდა: ტორტი, ხორცი, რძე, იოგურტი, ნაყინი, ძეხვი და პელმენი.
სიკვდილის წინა სურვილი: „გემუდარებით, ძალიან გთხოვთ, როდესაც მე აღარ ვიქნები, იზრუნეთ გიორგიზე! უფალი დაგლოცავთ ყველას!“
მარინა: ჩემი დღეები დათვლილია. არ ვიცი რამდენ ხანს უნდა ვიტანჯო კიდევ, ვეღარ ვუძლებ ამ ტკივილს. კანი დამისკდა და სისხლი მდის წყლულებიდან. ჩემი შვილის გარდა, მომვლელი არავინ მყავს. მეუღლემ 14 წლის წინ მიმატოვა, როდესაც გაიგო, რომ კიბო მქონდა. მას შემდეგ ვებრძვი დაავადებას და გაჭირვებას. ღმერთმა საუკეთესო შვილი მაჩუქა. ის საჭმელს მამზადებს, ნემსებს მიკეთებს, მაჭმევს და თანაც ახერხებს, კარგად ისწავლოს და საუკეთესო იყოს სკოლაში. გემუდარებით, ძალიან გთხოვთ, მე რომ იმ ქვეყნად წავალ, იზრუნეთ გიორგიზე! უფალი დაგლოცავთ ყველას!
– არის რამე ისეთი, რაც შეგიმსუბუქებთ ტანჯვას და ტკივილს?
მარინა: საწოლი მჭირდება და გემრიელი საჭმელი მაინც, სიცოცხლის ბოლო დღეებში. მთელი ჩვენი შემოსავალი წამლებში მიდის.
გულის სიღრმეში რომანტიკოსი ვარ!
ყველა ადამიანი განსხვავებულად გამოიყურება და გარეგნობით არ უნდა შევაფასოთ! როდესაც ვთქვი, რომ მინდა ვიმღერო და ვოცნებობ მიკროფონსა და დინამიკებზე, დამცინეს. მეუბნებოდნენ, საჭმელი არ გაქვს, რა გემღერებაო? მაგრამ, მხოლოდ პურით ხომ არ იკვებება ადამიანი? საღამოს ერთად დავსხდებით ხოლმე, მე, დედაჩემი და დეიდაჩემი, სიმღერებს ვუმღერი და მათაც უხარიათ. რა უნდა ვაკეთოთ სხვა?
ადამიანად ვიგრძენი თავი
მამუკა: უკვე რამდენი წელია, მკვდარივით ვწევარ. არავის ვახსოვდი, ჩემი ბედი არავის ადარდებდა. არ მეგონა, ჩემს სათხოვარს ვინმე სერიოზულად თუ მიიღებდა. საპარსი და ტელევიზორი ვითხოვე, ერთი თვეც არ გასულა და ყველა ოცნება ამიხდა! ღმერთო, შენ შეისმინე ჩემი ლოცვა, შეისმინე ჩემი ვედრება! ვწევარ და ვფიქრობ, ამ ადამიანებს სიკეთისთვის მადლობა როგორ გადავუხადო?! მაგრამ, რაში სჭირდებათ ჩემი მადლიერება, როდესაც თავად უფალი გადაუხდის მადლობას!
|
დაგვიკავშირდით
ჩვენ მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენგან შეტყობინება!
თუ გვერდზე კითხვა-პასუხი თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ვერ მოიძიეთ,
გთხოვთ, ისარგებლეთ ქვემოთ მოცემული ფორმით.
თუ გვერდზე კითხვა-პასუხი თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ვერ მოიძიეთ,
გთხოვთ, ისარგებლეთ ქვემოთ მოცემული ფორმით.
ავადმყოფი ბავშვებისა და მოზრდილების ისტორია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ბავშვებისა და მოზრდილების ისტორიების ანგარიშები
ტატანაშვილების ოჯახის მადლიერება
არ ვამეტებ, ფაქტობრივად, მკვდარი შვილი გამიცოცხლეთ, ჩემო ექიმებო, ჩვენო გულშემატკივრებო, კეთილო ადამიანებო... თქვენი დამსახურებაა, რომ ახლა მე ძაძები არ მაცვია და ჩემი შვილის საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის კვლავ განვაგრძობ ბრძოლას“ - თვალცრემლიანი ამბობს საავადმყოფოდან მომავალი იზა - გიორგის დედა.
შენგელიების ოჯახის მადლიერება
„თქვენ როდესმე გინახავთ ასეთი უშველებელი ტელევიზორი? ხელებს ვერ შემოაწვდენ! და ყველაზე საინტერესო მულტფილმებს აჩვენებს! ისეთს კი არა, როგორც ჩვეულებრივ ტელევიზორში, ლამაზს და მხიარულს!“
ენგოიანის ოჯახის მადლიერება
თქვენ ჩემს შვილს ბედნიერება აჩუქეთ, და ეს ფასდაუდებელია! ბევრად უფრო აქტიური გახდა, სულ კარგ ხასიათზეა, და ეს მხოლოდ თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის დამსახურებაა!“
იარაჯულების ოჯახის მადლიერება
„როცა შვილმა დედა პირველად დამიძახა, ტირილი ამივარდა! ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო! ერთად ვტიროდით ბედნიერებისგან, ორივე! ეს ისეთი ამაღელვებელი იყო! და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა“
ბახტურიძეების ოჯახის მადლიერება
მართალია, მჯერა, რომ სასწაულები არსებობს, და თქვენი გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში ამის მტკიცებულებაა. გამოჯანმრთელებას არ ველი, მაგრამ მაინც მჯერა, რომ უფალი დამეხმარება... უბრალოდ ახლა, ისე ძალიან აღარ მეშინია. თქვენ ხომ იზრუნებთ ჩემს შვილებზე, ასეა?
მამულაშვილების ოჯახის მადლიერება
თქვენ დღესასწაული გვაჩუქეთ! ასეთ მომენტებში, იჯერებ, რომ სასწაულები არსებობს! თქვენი დამსახურებით ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ის რაც შეგვემთხვა, ნამდვილი სასწაულია. და არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ!
ნაზარაშვილების ოჯახის მადლიერება
გულისხმიერი ადამიანების დამსახურებით, ჩვენს ოჯახში მოვიდა დღესასწაული. პატარა ნინი, ახლა დარწმუნებულია, რომ ყოველთვის გვექნება ყველაფერი, რასაც ვისურვებთ. ეს რწმენა და სიხარული, თქვენ აჩუქეთ, მეგობრებო.
თამაზაშვილების ოჯახის მადლიერება
„გახსოვთ, ჩემი შვილები რომ კითხულობდნენ, რატომ არ მოდის ჩვენთან თოვლის ბაბუა? ახლა მათ სჯერათ, რომ სწორედ ის გვგზავნის საჩუქრებს კეთილი ქართველების ხელით! ჩემს პატარებს კვლავ სჯერათ სასწაულების!“
ელბაქიძეების ოჯახის მადლიერება
„პირველად დაიძინეს დივანზე, და არა იატაკზე. ტელევიზორიც გვაქვს. ყველა ოცნება აგვიხდება. ლიზი კი ცნობილი ექიმი გახდება და უამრავ ადამიანს განკურნავსф, ალბათ ასევე მათ, ვინც ასეთ მძიმე დროს შიმშილით სიკვდილისგან გადაგვარჩინა.“
ჭაბუკიანების ოჯახის მადლიერება
„დაუჯერებელია, რომ ბავშვებს რამდენიმე თვის წინ, სახლში პურის ნამცეციც კი არ ჰქონდათ, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ პროდუქტი მხოლოდ მაღაზიაში ჰქონდათ ნანახი! ახლა კი მათ ახალი მაცივარი აქვთ, რომელიც გადატენილია გემრიელობებით!“
ლანა მაზიაშვილის მადლიერება
„მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ჩერნოვეცკის ფონდი გამოჩნდა, თითქოს ხელახლა დავიბადე. თუკი ადრე ვერც მამჩნევდნენ და არც ესმოდათ ჩემი, ახლა, ყველაფერი შეიცვალა! სამსახურიც კი შემომთავაზეს! დაუჯერებთ? თავი სიზმარში მგონია! ამას როგორ ახერხებთ? წარმოუდგენელია.“
გაბიდაურების ოჯახის მადლიერება
„ნუთუ ეს შესაძლებელია? ნუთუ ჩვენც ვიმსახურებთ სიყვარულსა და მზრუნველობას? იმედგაცრუებისა და წყენის მრავალი წლის მანძილზე, მე და ჩემმა შვილებმა პირველად ვიგრძენით, რომ ვიღაცას ვჭირდებით... ის რაც სისხლით ნათესავებისგან არ მიმიღია, სრულიად უცხო ადამიანებმა მომცეს!“
გიორგაძეების ოჯახის მადლიერება
„მამა ფეხბურთზე წავიდა, იქ ჩვენი გუნდი თამაშობდა, გორის
„დილა“. მე კი ამ თამაშს ჩემს ახალ პლანშეტში ვუყურე,
რომელიც თქვენ მაჩუქეთ. მამიკო რომ დაბრუნდა, ყველაფერი
მოვუყევი, რა და როგორ იყო. არ ელოდა. იცით, რა მაგარი იყო!“
ერაძეების ოჯახის მადლიერება
ადრე საერთოდ არაფერი გვქონდა, მხოლოდ ტირილი და
სიკვდილი გვინდოდა, ახლა კი სურვილი გაგვიჩნდა
დედაქალაქში ჩამოსვლისა და სილამაზის სალონში მისვლის!
ბერიძეების ოჯახის მადლიერება
ადრე მოწყენილი ვიყავი, ახლა კი მაქვს მხიარულების მიზეზი!
შეხედე, რამდენი ახალი რაღაც გვაჩუქეს! ტელევიზორიც,
დედიკოსთვის სარეცხი მანქანაც, ქურაც, კომოდიც! ჩვენ კი
ყველაზე მეტად, „ტარაკნებიანი“ ტელევიზორი მოგვწონს!
მამულაძეების ოჯახის მადლიერება
კანფეტების წვიმა!!! აი, რას შეუძლია გაახაროს ყველაზე
უბედური ბავშვიც კი! და ოთხ პატარას სწორედ ეს ვაჩუქეთ
|