პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
ფონდის ადმინისტრაცია ვალდებულებას იხსნის ბენეფიციარის წინაშე იმ შემთხვევებში, თუ:
1. ფონდი გადარიცხავს თანხას სამედიცინო დაწესებულებაში და ამოწურავს თავის რესურსს კონკრეტულ ბენეფიციართან დაკავშირებით.2. გამოჩნდება დაფინანსების სხვა საშუალებები და ბენეფიციარი აღარ საჭიროებს ფონდის ფინანსურ დახმარებას.
3. ბენეფიციარის ან მისი ოჯახის მხრიდან დაფიქსირდება არაკეთილსინდისიერი ქმედება.
4. არაკეთილსინდისიერ ქმედებად ჩაითვლება: შეურაცყოფა ფონდის ადმინისტრაციის მიმართ, ბრალდებები, პირადი ან სატელეფონო ზარით მუქარა ფონდის ადმინისტრაციის რომელიმე წევრის მიმართ, ფონდის წესებისა და ხელშეკრულების დარღვევა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფონდის საქმიანობის ხელის შეშლა და ა. შ.
5. ფონდის საქმიანობის ხელის შემშლელ ფაქტად ჩაითვლება:
5.1. ფონდისგან მალულად ბენეფიციარის პირადი ანგარიშების ფონდის ოფიციალურ გვერდზე, პოსტებისა და კომენტარების სახით.
5.2. ცრუ ინფორმაციის გავრცელება ფონდის საქმიანობაზე ან ფონდის ადმინისტრაციის რომელიმე წევრზე. ზემო აღნიშნული წესები მოქმედებს ყველაზე, გამონაკლისების გარეშე. ფონდის ადმინისტრაცია კატეგორიულად მოითხოვს საზოგადოებისა და ბენეფიციარების მხრიდან წესების დაცვას.