თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება!

page info icon
2024 მარტი 4
❗❗❗ უმძიმესი ისტორია! თუ, ახლახან დედა გახდით ან ელოდებით პატარას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ინტერვიუს წაკითხვისგან. ის, თქვენს გულში შემზარავ ემოციებს აღძრავს ❗❗❗ თეონას და რამაზის ამბავი ყველა შეყვარებული წყვილის მსგავსად დაიწყო! მერე კი, მთელი 10 წლის განმავლობაში შვილს ნატრობდნენ და ლოცულობდნენ! და სასწაულიც მოხდა! ორსულობის ცხრა თვე იყო ყველაზე ბედნიერი მათ ცხოვრებაში. უკვე წარმოედგინათ ნანატრი დედობისა და მამობის უბედნიერესი დღეები! კამათობდნენ, „დედა“ თუ „მამა“ იქნება მათი პატარა გოგონას პირველი სიტყვა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
22,067 ₾
( 1,613 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება!

❗❗❗ უმძიმესი ისტორია! თუ, ახლახან დედა გახდით ან ელოდებით პატარას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ინტერვიუს წაკითხვისგან. ის, თქვენს გულში შემზარავ ემოციებს აღძრავს ❗❗❗

თეონას და რამაზის ამბავი ყველა  შეყვარებული წყვილის მსგავსად დაიწყო! მერე კი, მთელი 10 წლის განმავლობაში შვილს ნატრობდნენ და ლოცულობდნენ! და სასწაულიც მოხდა! ორსულობის ცხრა თვე იყო ყველაზე ბედნიერი მათ ცხოვრებაში. უკვე წარმოედგინათ ნანატრი დედობისა და მამობის უბედნიერესი დღეები! კამათობდნენ, „დედა“ თუ „მამა“ იქნება მათი პატარა გოგონას პირველი სიტყვა.

 „ჩემი ნანატრი გოგონა! ნახეთ, რა კარგია! უფლის საჩუქარია, უმშვენიერესი ელენე!“

მაგრამ, ჩვენი ბედნიერება ძალიან ხანმოკლე იყო, - გვიამბობს თეონა. - გვიშველე, ღმერთო! ელენე 8 თვის იყო, როდესაც თვალების გადატრიალება დაიწყო... საქართველოში ყველაზე განთქმულმა ნევროპათოლოგმა დაგვამშვიდა და უამრავი ძვირადღირებული მედიკამენტები გამოუწერა. თანაც, სასტიკად გაგვაფრთხილა: „ერთი პრეპარატიც რომ მოაკლოთ, ბავშვი მოკვდება!“ მე კი, გული მიგრძნობდა, რომ რაღაც არ იყო კარგად, რადგან სულ უფრო მძიმდებოდა ბავშვის მდგომარეობა. უკანასკნელი კაპიკები შევაგროვეთ, კეთილი მეზობლებიც დაგვეხმარნენ და თურქეთში წავედით.“

გულმოკლულ დედას შვილის დაკარგვა არ უნდა

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

- როგორ მიხვდით, რომ კარგად არ იყო ბავშვი?

თეონა: როდესაც ელენე 8 თვის იყო, თვალების გადატრიალება დაიწო, სულ ტიროდა, ვერ იძინებდა. თბილისში წავიყვანეთ, ყველაზე სახელგანთქმულ ბავშვთა ნევროპათოლოგთან, შემდეგ კი უკვე იცით, რაც მოხდა... კიდევ კარგი, მოვახერხეთ თურქეთში წასვლა. თურმე, იმ წამლებს რომ ვასმევდი, საკუთარი ხელით ვკლავდი ჩემს შვილს!

- რა მოიმოქმედეთ? 

თეონა: ორი კვირის მერე, როდესაც ბავშვს რეაგირება აღარაფერზე ჰქონდა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მათხოვრად ვიქეცი. ყველაფერი გავყიდე, ყველა ნაცნობისგან ვისესხე თანხა და თურქეთში წავიყვანე. იქ, ექიმმა თავისი კოლეგის დანიშნულების ფურცელი რომ წაიკითხა, კინაღამ გული წაუვიდა! მხოლოდ ეს გვითხრა: „თქვენ კლავდით საკუთარ შვილს“. ამ წამლების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოგვთხოვა. შევეკამათე, ვუთხარი, რომ თბილისელმა ექიმმა, პროფესორმა ეს სასტიკად აგვიკრძალა. მაგრამ, ჩემი მოსმენაც არ სურდა. „დამიჯერეთ!“ - ასე გვითხრა ამ არაჩვეულებრივმა ექიმმა და მეც დავუჯერე.

- ისეთი დაძაბული გისმენთ! თითქოს, რაღაც საშინელი ფილმის შინაარსს გვიამბობთ! 

თეონა: უფლის სასწაული მოხდა! თურქეთიდან რომ ჩამოვედით, რამდენიმე დღეში ელენე მოვიდა გონს, გამიღიმა, გააქტიურდა. მაგრამ, 2019 წელს, სიკვდილმა ისევ კინაღამ  წამართვა ჩემი გოგონა! 

 „ასე ებრძოდა სიკვდილს პატარა ელენე“

 - ღმერთო ჩემო, ამჯერად რა მოხდა? 

 თეონა: როგორც უკვე გითხარით, თურქი ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების დამსახურებით, ელენე გამოკეთდა, ძალიან აქტიური გახდა. იდგა და დადიოდა კიდეც ჭოჭინის დახმარებით. ერთხელაც, ყურადღება ერთი წამით რომ მოვადუნე, მივიდა მაგიდასთან და სუფრას მოქაჩა. იქ კი, ქვაბი იდგა ადუღებული წყლით. საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ, ექიმებმა თქვეს რომ დაზიანება იყო იმდენად მძიმე, რომ ბავშვი შეიძლებოდა დაღუპულიყო. სამი დღე მოგვცეს ვადა. გვითხრეს, რომ ორგანიზმი თუ გაუმკლავდა, გონს მოვა, თუ არა - შეუქცევადი შედეგის წინაშე დავდგებით! მაგრამ, უფალმა შეგვიწყალა და კვლავ გვაჩუქა ჩვენი გოგონას სიცოცხლე.

 „ღმერთმა კვლავ მაჩუქა ჩემი გოგონას სიცოცხლე... მისი მფარველი ანგელოზი კი, ერთი წამითაც არ ტოვებს“

- ალბათ, ამ შემთხვევას უკვალოდ არ ჩაუვლია?

თეონა: დიახ, ასეა. და აი, რამდენიმე ხანში ისევ დაეწყო შეტევები. ჩვენი ექიმებისგან უკვე შეშინებული ვიყავი და ამიტომაც, ისევ თურქეთში წავიყვანეთ, ჩაუტარდა უამრავი გამოკვლევა, ტომოგრაფია და გენეტიკური ანალიზიც კი. რეის სინდრომი აღმოაჩნდა. ყოველთვის კიბოსი მეშინოდა ყველაზე მეტად. მეგონა, რომ ეს არის ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, მაგრამ თურმე, უფრო საშინელი და ვერაგი დაავადებებიც არსებობს ამქვეყნად! განუკურნებელი, მომაკვდინებელი დაავადებები.

 „თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება“

თეონა: გაგვიმართლა! თურქეთში მალევე დაუსვეს დიაგნოზი, ჩვენი ექიმები კი, ალბათ, ისევ გრიპისგან უმკურნალებდნენ. წამლებით შესაძლებელია მისი - ჩემი უდიდესი ბედნიერების - ტკივილის გარეშე სიცოცხლის გახანგრძლივება. მაგრამ, ეს წამლები ძალიან, ძალიან ძვირი ღირს! კიდევ, უამრავი კვლევები სჭირდება! მე და ჩემს მეუღლეს კი, საერთოდ აღარაფერი გაგვაჩნია... გთხოვთ, დამეხმარეთ და გწამდეთ ჩემსავით... ილოცეთ, ისევ და ისევ სასწაული რომ მოხდეს! მჯერა, უფალს ჩემი პატარა გოგონა ასე ძალიან უყვარს და არ დატოვებს ასეთ მდგომარეობაში!

ერთი შეხედვით, ელენე სრულიად ჯანმრთელი ბავშვია, მაგრამ სიკვდილი მას ფეხდაფეხ დასდევს. უიშვიათესი დაავადება კლავს, მაგრამ მისი დედიკო ფარ-ხმალს არ ყრის და ბრძოლას აგრძელებს! ნებისმიერი, მძიმედ დაავადებული ადამიანის სიცოცხლეც კი, ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. ყველაზე ღირებული რამ ამქვეყნად! უფალი მის გვერდით არის! თორემ ელენე, დღემდე ვერ იცოცხლებდა! ჩვენ, ფონდში მთელი გულით გვჯერა ამის!

- როგორ ვლინდება ელენეს დაავადება?

თეონა: ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს. დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. მთელი დღის განმავლობაში წევს და ტელევიზორის, ან ტელეფონის ეკრანზე მულტფილმებს უყურებს. რამდენიმე წამით მაინც, ეკრანს თუ მოარიდებთ, ისეთ ისტერიკაში ვარდება, ღმერთმა ნუ დაგანახოთ! ტირის, ღრიალებს...

სიკვდილი მის წაყვანას ცდილობს, მაგრამ დედიკო თავის საყვარელ გოგონას არ თმობს

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ელენემ იცოცხლოს? 

თეონა: იმისთვის, რომ ელენემ იცოცხლოს, საჭიროა ძვირადღირებული მედიკამენტები. ცხრა სხვადასხვანაირ წამალს ვასმევ ყოველდღიურად! იმ ინექციის, რომელიც უნდა გაკეთდეს კვირაში ორჯერ, ერთი ამპულა ღირს 110 ლარი. სახლში სპეციალური, ყინულით სავსე კონტეინერით მოგვაქვს. კიდევ, აბებს ვყიდულობთ თურქეთში, თვეში ვიხდით 720 ლარს! განა რა შემოსავალი უნდა გვქონდეს, ბავშვის სიცოცხლის უზრუნველყოფა რომ შევძლოთ? ჯამში, თვეში 2 500 ლარი მხოლოდ წამლებზე გვინდა! ჩვენ კი, ამის საშუალება არ გაგვაჩნია! დღემდე მხოლოდ კეთილი ადამიანების მიერ გაღებული შემოწირულობით ვარსებობთ. ახლა კი, აღარავინ გვყავს, დახმარება რომ ვთხოვოთ! ყველას ჰყავს შვილები და თავისი პრობლემები აქვთ. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ფონდისთვის მიგვემართა. ფული გვჭირდება წამლების, პამპერსის, საკვების შესაძენად. და თუკი შეძლებთ, სპეციალური ეტლი რომ გვაჩუქოთ, რომელიც დააფიქსირებს ბავშვის სხეულს და თავს, ეს ჩვენთვის იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი!

ამ პატარა ულამაზესი გოგონას სიცოცხლის ღირებულება არის თვეში 2 500 ლარი!

- ფონდს უამრავი მეგობარი ჰყავს, ვისთვისაც თითოეული ქართველი ბავშვის სიცოცხლე მნიშვნელოვანია!

თეონა: კიდევ მინდა, ეს ისტორია, რაც შეიძლება მეტმა დედამ რომ წაიკითხოს. და სანამ დაიწყებენ ბავშვების განთქმული ექიმების დანიშნულებით წამლებით ჭყეპვას, ყველაფერი კარგად გადაამოწმონ!!!

თეონა და რამაზი ცხოვრობენ საქართველოში, მშობლად ყოფნის ყოველგვარი სიხარულიც და ტკივილიც გამოცდილი აქვთ. 10 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ შვილის, ელენეს გაჩენას და მისი ყოველი ნაბიჯი მათთვის დღესასწაული იყო. მაგრამ, ეს ბედნიერება შიშმა მალევე ჩაანაცვლა, როდესაც პატარა ელენეს დაეწყო შეტევები, რომელმაც თითქმის დაღუპა ბავშვი.

ახლა, ცხოვრების ყველაზე მძიმე ჟამს, მათ ჩვენ მოგვმართეს დახმარებისთვის. ელენეს სჭირდება თვეში 2 500 ლარის ღირებულების მედიკამენტები, პამპერსი, კვება თქვენი დახმარების გარეშე კი, ოჯახი ასეთ ტვირთს ვერ გაუმკლავდება.

მეგობრებო, თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ და მოგიწოდებთ, დავეხმაროთ ამ პატარა გოგონას. დაე, ჩვენმა სიკეთემ და გულისხმიერებამ, სასოწარკვეთილებას სძლიოს, ჩვენი დახმარება კი, ელენეს და მისი ოჯახის ცხოვრებაში, გახდეს იმედის სხივი.

„ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესალებელია.“ (მარკოზი 10:27). და ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით ამაში, მეგობრებო! დღეს, ყოველი წამი, ყოველი ლარი და თითოეული ჩვენი მკითხველის ლოცვა მნიშვნელოვანია!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბათუმი, თამარის დასახლება №40, ბინა 7.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ელენე ზოიძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინო

 


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: