ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოცნებები ახდა! ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

ოცნებები ახდა! ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

შეგროვებულია:
3,323.45 ₾
(დონორი: 109)

ახალ, 2024 წელს, უსაჩუქროდ არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს!

 შენ შეგიძლია, მათ სახეებზე ღიმილი დახატო. შეგიძლია, მათ გულებში ააგიზგიზო ბედნიერების ცეცხლი. შეგიძლია, არა მხოლოდ მათი ბედი, არამედ სამყაროც შეცვალო! ახალი წელი გვიახლოვდება, ამიტომ გიწვევთ, შემოუერთდეთ ჩვენს საქველმოქმედო აქციას და ეს დღესასწაული განსაკუთრებული გახადოთ იმ ბავშვებისთვის, რომელთა გულებიც ამდენი ხნის განმავლობაში, მოკლებული იყო სითბოს და სიხარულს. ეს ბავშვები, ყოველდღიურად დგანან გაჭირვებისა და სირთულეების წინაშე და ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ შეიგრძნონ ის ჯადოსნობა და სიყვარული, რომლის ჩუქებაც შეგვიძლია ჩვენ.

 ყოველი ლარი ბედნიერების შანსია! თანხას ვაგროვებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვებს ვუყიდოთ საჩუქრები და შევუქმნათ ის მომენტები, რომელიც მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. თქვენი შემოწირულობა, თუნდაც, ყველაზე მცირე, თითოეული მათგანის ბედნიერების წვეთი გახდება.

 მათი დახმარება არის ჩვენი მომავალის ინვესტიცია! როდესაც ვეხმარებით ასეთ ბავშვებს, ამით ხელს ვუწყობთ ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალის ინვესტიცია არის. რათა შეგვეძლოს, აღარ ვიდარდოთ იმაზე, თუ რა გარემოში მოუწევთ ცხოვრება ჩვენს შვილებს. გარდა ამისა, როდესაც სიკეთეს ვაკეთებთ, ღმერთს ვუხსნით ჩვენს გულებს!

შეჭირვებული ბავშვების სურვილები ძალიან უბრალოა: ზოგს უნდა მანქანა პულტით, ზოგს ფუმფულა - სათამაშო, ზოგი კი გემრიელ საჭმელზე ოცნებობს. და ჩვენთვის, დიდებისთვის, სულაც არ არის რთული, გავერთიანდეთ და დღესასწაული ვაჩუქოთ მათ. ზოგიერთი მათგანისთვის ხომ, უბრალო სათამაშოც შეიძლება გახდეს ცხოვრების აზრი და დაუვიწყარი სასწაული. შეიძლება, შენმა საჩუქარმა ვინმეს ცხოვრება შეცვალოს. წლების შემდეგ კი, ის გახდეს ცნობილი ადამიანი და ინტერვიუში თქვას, რომ ბავშვობაში, კეთილი დეიდის ან ბიძიის საჩუქარმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება!

 გახდი მათი ბედნიერების ავტორი, მათი ცხოვრების ისტორია გადაწერე! შენ ამის გაკეთება შეგიძლია! ღმერთმა მოგცა ეს ძალა! ერთად ვაჩუქოთ ამ საბრალო ბავშვებს იმედი და სასწაულების რწმენა! მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ცხოვრობენ ყველაზე კეთილი ადამიანები და დღესასწაულებზე, შესაძლებელია მათი ყველა სურვილიც ახდეს!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მარიამ ვაშაყმაძე


 

ბარბარე ბასიშვილი, 6 წლის

გიორგი ესებუა 11 წლის

მარი და ალექსანდრე ესებუა 9 წლის და 7 წლის 

ნინი შამოევი 4 წლის

ანასტასია ახალკაციშვილი, 4 წლის

 მამუკა ახალკაციშვილი, 8 წლის

ანა პროხოროვა, 6 წლის

ნინო ბასიშვილი, 11 წლის


მარიამ ბასიშვილი, 8 წლის

ანასტასია ადუაშვილი, 5 წლის