ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოცნებები ახდა! ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

ოცნებები ახდა! ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

შეგროვებულია:
3,593.45 ₾
(დონორი: 112)

ოცნებები  ახდა!  ბავშვების სიხარულს  საზღვარი არ  ჰქონდა!

შეხედეთ, ამ გაბრწყინებულ თვალებს! ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა

ბედნიერებით  გაბრწყინებულ ბავშვების თვალებზე უკეთესი სანახავი არაფერია ამ ქვეყნად.   ახალი  წლის მოლოდინში,  ჩერნოვეცკის საქველმოქმედო  ფონდმა  ბენეფიციარი  ბავშვების საახალწლო სურვილები შეაგროვა.  მაშინ,  ბავშვები  სევდით  ამბობდნენ, რომ თოვლის   ბაბუის  არსებობის  სჯეროდათ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რატომ მიჰქონდა  მას  საჩუქრები  მხოლოდ  სხვა ბავშვებისთვის, მათთვის კი - არასდროს.  დღეს, ეს ბავშვები ფონდს  ესტუმრნენ და მათი გულისტიკივილი სიხარულით შეიცვალა მოულოდნელად. რაც ყველაზე მთავარია, ფონდმა  ბავშვებს  დაკარგული  რწმენა  დაუბრუნა,  რომ სურვილები მართლაც  ხდება! 

 „რამდენ  ხანს ვოცნებობდი, ზუსტად ასეთ ველოსიპედზე. შარშან, თოვლის  ბაბუას  წერილი მივწერე, ველოსიპედი  რომ მოეტანა.  მაგრამ  ალბათ,  ვერ  წაიკითხა.  ერთხელ, სიზმარშიც კი ვნახე, რომ „პრინცესული“  კაბა მეცვა და ვარდისფერი ველოსიპედი მქონდა. რომ გავიღვიძე, ტირილი  დავიწყე.  ისევ  სიზმარში  მინდოდა  ყოფნა.  ეს  ველოსიპედი კი, ზუსტად ისეთია, მე რომ სიზმარში ვნახე.  ჩემი სიზმრიდან არის! ჩემს მეგობრებსაც გავასეირნებ ამ  ველოსიპედით“. 

„ზუსტად ასეთ ველოსიპედზე ვოცნებობდი. ჩემს  მეგობარსაც გავასეირნებ“

 „ყველა ჩემს თანაკლასელს ჰქონდა ტელეფონი, ჩემს  გარდა.  მეც  მინდოდა, რომ მქონოდა. იცით, როგორ  მინდოდა? აი, მთელი გულით. ახლა კი, ისეთი  ბედნიერი ვარ. თან, ზუსტად ისეთი ტელეფონია, როგორზეც  ვოცნებობდი. დღესვე დავურეკავ ჩემს თანაკლასელებს.  ლამაზ  ფოტოებსაც  გადავიღებ. ძალიან გავუფრთხილდები, რომ არ გავაფუჭო ეს საოცრება“. 

„სკოლაში ყველას ჰქონდა ტელეფონი, ჩემს  გარდა. ახლა, მეც  მექნება. დავურეკავ ხოლმე ჩემს მეგობრებს“

„თბილი  ფეხსაცმელი რომ არ მქონდა,  გავცივდი. ახლა კი,  ამ  ფეხსაცმელს ჩავიცვამ და აღარ შემცივდება“

,,იე-ე-ე-ეს-ს-ს!!! ჩემი სურვილი  ასრულდა! ზუსტად ასეთ საჩუქარზე რამდენ  ხანს ვოცნებობდი. საბავშვო ბილიარდი!“

ბავშვებმა ფონდის თანამშრომლები პირადად გაიცნეს

 „ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვარ დღეს. ეს  პირველი შემთხვევაა, ჩემი სურვილი რომ ასრულდა“

„თოვლის  ბაბუის იმედი  აღარ  მქონდა. ახლა  კი,  ყველაზე  ბედნიერი  ბავშვი  ვარ“

ბავშვები გახარებულები დაბრუნდნენ სახლში!