დაიბადა მოწამე ანა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაიბადა მოწამე ანა!

page info icon
2021 აგვისტო 10
page info icon
1246
მისი ცხოვრება ყოველ 30 წამში იწყება და მთავრდება. ანა ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აშკარად ბევრი რამ ესმის და თავის ემოციებს ძალიან მძაფრად გამოხატავს. მის ბებიასაც ბევრი რამ ესმის, მათ შორის ისიც, თუ რამხელა ძალა სჭირდება, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,884 ₾
( 155 დონორი )
დასრულებულია

მისი ცხოვრება ყოველ 30 წამში იწყება და მთავრდება.

ანა ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აშკარად ბევრი რამ ესმის და თავის ემოციებს ძალიან მძაფრად გამოხატავს. მის ბებიასაც ბევრი რამ ესმის, მათ შორის ისიც, თუ რამხელა ძალა სჭირდება, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს.

ერთი შეხედვით, როდესაც მოუსვენარ ბავშვს ხედავ, - ურჩი გგონია, მაგრამ მერე სირცხვილის გრძნობა გიპყრობს: თუ დაავადება არ ჩანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს!

ანა ძალიან იტანჯება, მასთან ერთად კი მთელი მისი ოჯახი: დედა, მამა, ბებია და ძმა - მათე. შეიძლება ითქვას, რომ გოგონა სამჯერ დაიბადა: მშობიარობის დროს მისი ტყუპისცალი ძმა მრავალი პათოლოგიით გარდაიცვალა, ის კი გადაარჩინეს; ორი დღის რომ იყო, პირველი ოპერაცია გაუკეთეს, მერე - მეორე, ორი წლის შემდეგ კი მესამე; მთელი მუცელი დასერილი აქვს, განვითარებაში ჩამორჩება და ახლა მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერაფერს იმახსოვრებს. არ ახსოვს, რომ ახლახან ჭამა, არ ახსოვს, რომ მღეროდა... ერთადერთი, რაც დანამდვილებით ახსოვს, ის არის, რომ ბებია ძალიან უყვარს!

  დაიბადა მოწამე ანა…

ანას არ ახსოვს, ჭამა თუ არა. მისი მეხსიერების ხანგრძლივობა 30 წამია. ამ დროის განმავლობაში გოგონა მხოლოდ იმას იმახსოვრებს, რომ ბებო ძალიან უყვარს და მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.

იზო ბებო, სინამდვილეში, ბებია კი არა, თავისი ოჯახის მფარველი ანგელოზია. ის თავისი შვილის, რძლის და შვილიშვილების დედაა. მას ყველა აღმერთებს და ყველამ კარგად იცის, რომ მის გარეშე უბრალოდ ვერ გაუმკლავდებიან.

იზო: ჩემი რძალი, მაკო, 16 წლის იყო, როცა ჩემს სახლში შემოვიდა და იმ დღიდან ჩემი შვილია, ამიტომ მასზე და შვილიშვილებზე ზრუნვა მე ვითავე. ჩემი ცხოვრების აზრი ეს არის.

ანას შესახებ მოგვიყევით. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მოუსვენარი ბავშვია...

იზო: დიახ... და ამას შეცდომაში ბევრი შეჰყავს, ამიტომ დიდხანს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა საერთოდ დახმარების თხოვნა. იტყვიან, - ნეტა რა აწუწუნებთ, სხვებს გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთო; მაგრამ ახლა უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ... ახლავე აგიხსნით.

„ბებო, მიყვარხარ!“ - მხოლოდ ამის თქმას ასწრებს პატარა ლამაზმანი და მაშინვე ახალი დღე ეწყება

დიახ, თუ შეიძლება, ყველაფერი თანმიმდევრობით მოგვიყევით...

იზო: ანა 10 იანვარს დაიბადა. მისი ტყუპისცალი ძმა იმავე დღეს გარდაიცვალა, - მრავალი პათოლოგია ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლა. ამ მწუხარების შემდეგ გონზე მოსვლა ვერ მოვასწარით, რომ ანა ცუდად გახდა. ექიმებმა გვითხრეს, რომ ნაწლავები არ უმუშავებდა. მეორე დღეს ოპერაცია გაუკეთეს და ნაწლავი გარეთ გამოუტანეს, ორი დღის შემდეგ კი მორიგი ოპერაცია დასჭირდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ამაოდ ვცდილობდით, - ანა ვერ გადარჩებოდა. ასეთი დიაგნოზით და ამდენი ნარკოზით მისი გადარჩენის შანსი დაახლოებით 10 პროცენტი იყო. „მაგრამ ეს ხომ ბევრია?!“ - უკან არ ვიხევდი. 10 პროცენტი - ძალიან ბევრია!

როგორ გაუმკლავდა ანას ორგანიზმი ამ ყველაფერს?

იზო: მებრძოლი გოგოა! ნამდვილი მეომარი! ის ღვთის რჩეულია! ექიმებს იმედიც კი არ ჰქონდათ, რომ ნარკოზიდან გამოვიდოდა, წარმოგიდგენიათ?! მან კი დიდი, ყავისფერი თვალები გაახილა, ექიმს შეხედა და გაიღიმა...  იმ დღეს იმდენი ვიტირე, რომ ცრემლი დამიშრა და ნერვები დამაწყდა.

ნერვები იქით იყოს და ეს ყველაფერი ალბათ საკმაოდ ძვირი დაჯდა...

იზო: ოჰ, არ მკითხოთ! ამ წლების განმავლობაში ანას მკურნალობაზე 180 ათასი დოლარი დავხარჯეთ. ყველაფერი გავყიდეთ: სახლი, მანქანა, ძვირფასეულობა... ბანკში ვალები დავიდეთ... მაგრამ ჩვენი ტანჯვა ამით არ დასრულებულა. როცა 2.5 წლის გახდა, მესამე ოპერაცია გაუკეთეს. სხვა თუ არაფერი, ახლა ნაწლავები თავის ადგილზე მაინც აქვს...

აი, ამ პატარა გოგოზე ამბობდნენ, რომ ის ვერ გადარჩებოდა და მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა არ ღირდა.

როგორი სიცოცხლით სავსე გოგოა!

იზო: დიახ, ასეთია, მაგრამ მას საშინელი დაავადება აქვს - შიზენცეფალია. თავის ტვინი დაზიანებული აქვს და მეხსიერება არ აქვს; არც ლაპარაკი შეუძლია. რეაბილიტაცია, ექიმებთან ხშირი ვიზიტი და ძვირადღირებული გამოკვლევები სჭირდება, რომ რამე გართულება არ გამოგვეპაროს; მაგრამ ექიმების კი არა, ტრანსპორტის ფულიც კი არ გვაქვს. ჩემი ბიჭი, ანას მამა, კი მუშაობს, მაგრამ მისი ხელფასით ბანკის ვალებს ვიხდით. სოციალური დახმარება არ გვაქვს... ზოგჯერ ვოცნებობ, რომ მეც ყველაფერი დამავიწყდეს... დამავიწყდეს მთელი ეს ტკივილი და ტანჯვა...

იზო, როგორია ანას ცხოვრების ერთი დღე? რას აკეთებთ ხოლმე?

იზო: ანას ცხოვრება გაუთავებელი თამაშია. შეხედეთ, რამდენი სათამაშო აქვს! ეს ყველაფერი განვითარების ცენტრში აჩუქეს. იციან, რომ პროცედურებზე სიარული არ შეგვიძლია და გვითხრეს, - იქნებ სახლში იმეცადინოთო. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ამის გარეშე ბავშვი დაიღუპება. ტვინს მუდმივად სჭირდება ვარჯიში.

„მწვანე, წითელი, მწვანე, წითელი... მწვანე, წითელი...“ - და ანას ყველაფერი ავიწყდება

იზო: ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. სტუმარი რომ მოვიდეს, იფიქრებს, - სუფთად ცხოვრობენ, ბავშვები მხიარულები არიან, ყველაფერი წესრიგშია, ე.ი. კარგად ცხოვრობენო. ახლა ხომ ხვდებით, თქვენთვის მოწერას რამდენიმე თვე რატომ ვერ ვბედავდი? მაგრამ ელემენტარული რაღაცებიც კი გვიჭირს. მაგალითად, ანას გამოკვება მთელი ფილოსოფიაა.

„ჭამა არ მინდა!“

„ჭამა მინდა!“

  დიახ, მართლაც რომ შესაშური წესრიგი გაქვთ! თუ ადამიანს უჭირს და დახმარება სჭირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაგავში უნდა ცხოვრობდეს!

იზო: ნეტა იცოდეთ, ეს ყველაფერი რა ჯოჯოხეთური შრომის ფასად მიჯდება! მეც ინვალიდი ვარ, ცალი ხელი აღარ მიმუშავებს. თეთრეულის ცივ წყალში რეცხვა ჯოჯოხეთური ტანჯვაა. ჩემს რძალს ამის გაკეთება არ შეუძლია. მძიმე მშობიარობის შემდეგ ხერხემალი დაუზიანდა და მისთვის დაძაბვა არ შეიძლება. ჯერ ახალგაზრდაა, მთელი ცხოვრება წინ აქვს. სანამ ცოცხალი ვარ, რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ.

ანუ სარეცხი მანქანა გჭირდებათ...

იზო: ჩემთვის რამის თხოვნას ვერ გავბედავ. მხოლოდ ანას გამო მოგმართეთ. როგორც გითხარით, მას ხშირი გამოკვლევები სჭირდება, რომ რამე გართულება არ გამოგვეპაროს. არადა, ექიმთან ბოლოს 11 თვის წინ ვიყავით, - ტომოგრაფია გავაკეთეთ. ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ჩვენ კი იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ ბავშვები ნორმალურად გამოვკვებოთ. სრულფასოვანი რეაბილიტაციის ერთი დღე 450 ლარი ჯდება, წარმოგიდგენიათ?! ეს ხომ არარეალური თანხაა?! მილიონერი უნდა იყო, რომ ბავშვის მკურნალობა შეძლო. სახელმწიფო ამ ყველაფერს არ აფინანსებს...

სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა - საერთოდ არ გეხმარებიან?

იზო: რა დახმარებაზეა საუბარი, როცა სოციალურად დაუცველის სტატუსიც კი არ გვაქვს?!

„აბა, კუბი მაჩვენე... მწვანე კუბი... კუბი...“

„აბა, გაიმეორე: „მწვა-ნე კუ-ბი“... ყოჩაღ!“

– მათე თუ ხვდება, რომ მისი დაიკო სხვებს არ ჰგავს?

იზო: დიახ, ხვდება და ძალიან განიცდის. ზოგჯერ გვეკითხება კიდეც: „ხომ არ დაავიწყდება, რომ მისი ძმა ვარ?“ გული მიკვდება...

მათე: სულ ვეკითხები: „აბა, მე ვინ ვარ?“ ანა კი მპასუხობს: „მათე, ძმა...“ - და მიხარია ხოლმე... ძალიან მინდა, რომ ლაპარაკი ისწავლოს.

კიდევ რა გინდა, მათე? შენთვის რა გინდა?

მათე: მინდა, რომ დიდი ვიყო. მშენებლობაზე ვიმუშავებდი... და პოლიციელად... და ოჯახს დავეხმარებოდი... და რაღაცისთვის ფულს დავაგროვებდი...

და რა არის ეს „რაღაც“? საიდუმლოა?

მათე: პლანშეტი! მასზე ძალიან ვოცნებობ... იცით, ანას სიმღერა შეუძლია! სიმღერები უყვარს, მაგრამ მერე ისიც კი აღარ ახსოვს, რომ მღეროდა.

„მოდი ერთად ვიმღეროთ!..“

„გთხოვ, არასოდეს დაივიწყო, რომ შენი ძმა ვარ...“

***

მეტი რაღა ვთქვათ?! რაღა დავამატოთ?! ყველაზე რთული იმ დაავადებების და პრობლემების შესახებ მოყოლაა, რომელიც არ ჩანს. ჩვენ არ მოგვიყოლია, რომ ნახევრად დანგრეულ სახლში, საშინელ პირობებში, პატარა ბავშვი ცხოვრობს, რომელიც ტკივილისგან იკრუნჩხება, ტირის და მთელი დღე გაჰკივის. არა! ჩვენ ამ მოუსვენარი გოგონას პოზიტიური ფოტოები გაჩვენეთ, მაგრამ ის ძალიან ავად არის და მისი ტკივილი ფიზიკური კი არა, სულიერია. მის მაგივრად სხვებს სტკივათ, მას კი უბრალოდ არ ახსოვს... არ ახსოვს, რომ სტკიოდა.

მეგობრებო, ნუ იქნებით გულგრილნი! ეს ამბავი და ეს ტკივილი მთელი გულით უნდა შევიგრძნოთ, რადგან მისი თვალით დანახვა შეუძლებელია!

პირველ რიგში, ანას მკურნალობა სჭირდება, რადგან რეაბილიტაციას მისი დახმარება შეუძლია. ასევე, ოჯახს ესაჭიროება: სურსათი, ჰიგიენური საშუალებები და სარეცხი მანქანა. მოდი გამოვიჩინოთ მოწყალება და დავეხმაროთ მათ! წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან. რთულია, არა?

იზოს და მისი მშვენიერი შვილიშვილების მონახულება და დახმარება თავადაც შეგიძლიათ.  მისამართი: თბილისი, გლდანი, მე-3 მკრ/ნ-ნი, მე-8 კორპუსი, ბინა 33.

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ბასილაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

ჩვენი ფონდის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ინსტაგრამზე https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: