პროექტის რეპორტი ადგილობრივ ხელისუფალთათვის, ისინი გარიყულებად ითვლებიან. არადა, იცით რა კარგი, უბრალო და კეთილი ადამიანები არიან? და ამავდროულად, უსაშველოდ უბედურები, რასაც ამჩნევენ მხოლოდ ისინი, ვისაც უფალი ჰყავს სულში და გულში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ადგილობრივ ხელისუფალთათვის, ისინი გარიყულებად ითვლებიან. არადა, იცით რა კარგი, უბრალო და კეთილი ადამიანები არიან? და ამავდროულად, უსაშველოდ უბედურები, რასაც ამჩნევენ მხოლოდ ისინი, ვისაც უფალი ჰყავს სულში და გულში!

page info icon
2024 მარტი 11
რვა ადამიანი ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში. მათგან ზოგი ფიზიკურად ავად არის, ზოგი კი - სულიერად! ვისი მდგომარეობა არის უფრო რთული, მტკივნეული და გაუსაძლისი? მოდით, ერთად გავიგოთ, მეგობრებო! მაგრამ, საქართველოს მთელს ამ რეგიონში, არავის ექნება ამაზე რთული მდგომარეობა! მადლობა ყოვლისშემძლე უფალს, მათ შესახებ ჩვენს ფონდს რომ შეატყობინეს! ახლა, მათ მომავალზე პასუხს მხოლოდ ჩვენ ვაგებთ... ყოველ ჯერზე, როდესაც ამა თუ იმ გასაჭირის შესახებ ვიგებთ, ვფიქრობთ, რომ ამაზე უარესი აღარაფერია! რომ აღარაფერი იქნება ამაზე უფრო მტკივნეული! მერე კი, ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია უფლისკენ მიმავალი გზის! მას ხომ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ტანჯული ადამიანები უყვარს ყველაზე მეტად! გაუგებარია მხოლოდ ის, თუ სად ქრება არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თანამდებობის პირების სული და გული?! ძალაუფლება მოქმედებს ასე, თუ მერიასა და გამგეობაში ბოროტმა ძალამ დაიდო ბინა?! ამ პრობლემის მიზეზი რა უნდა იყოს?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,842 ₾
( 362 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

საქართველოს ყველა რეგიონიდან მივიღეთ დახმარება! ჩვენმა ხალხმა შეგვიძინა ტანსაცმელიც, საკვებიც და მაცივარიც!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ლიკუნასა და დანიელის გულებში მზის სხივები თამაშობენ. მხოლოდ სათამაშოებზე ფიქრობენ ახლა!

 „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცხოვრეთ სიღატაკეში, გათავისებული გვქონდა ეს გაჭირვება, — ამბობს 25 წლის მარი. — სახლში რომ მივდივარ, უკვე ჩვევად მაქვს ქცეული და მინდა, მძიმედ ამოვიოხრო. ისევ წარმოვიდგენ ხოლმე ძველი ფანჯრების ხის ჩარჩოებს, რომლებიც ქარის დროს ხმაურობდა, მძიმედ დაავადებულ, გაღიზიანებულ მამას, რომელსაც არაფერი აქვს გასართობი და წყლის გუბეებს სარეცხი მანქანის გარშემო...“

 „მერე კი ჩემს თავს შევუძახებ ხოლმე: შეხედე, მარი, შეხედე! აღარც ის ძველი ხის ჩარჩოებია, აღარც ძველი სარეცხი მანქანა. მამაც აღარ ნერვიულობს და არ ჩხუბობს, წევს და უყურებს ტელევიზორს. მაღაზიიდან მოგვიტანეს ახალთახალი ტექნიკა, ბრწყინავს. ნელ-ნელა ვეჩვევით ახალ ცხოვრებას, რომელიც შეგვიქმნეს ფონდის მეგობრებმა. წარმოგიდგენიათ?! თურმე ბედნიერი ცხოვრება ჩვენთვისაც არსებობს!“

 „მე და დედაჩემი ვამჩნევთ, რომ ვიღიმით და ვიცინით უფრო ხშირად. უჩვეულოა და ძალიან კარგი! ბედნიერ ცხოვრებას ვეჩვევით“

ხათუნა (დედა): რომელ პლაზმურ ტელევიზორზე შეიძლებოდა საუბარი — საერთოდ არ გვქონდა! არ ვიცოდი, ჩემი ავადმყოფი მეუღლე როგორ გამერთო. ძალიან გაღიზიანებულია იმის გამო, რომ ვერ დგება საწოლიდან. მინდა, ყველანი ჩაგიკრათ გულში! ეს ტელევიზორი კი უებარი წამალია ვალერიანისთვის.

მარი: მე და მამაჩემმა სერიალის ყურება დავიწყეთ — „არავინ იცის“. ისე მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ, არ დაგვეძინა. კინომარათონი გვქონდა ღამის სამ საათზე. ოჰ, რა მაგარი სერიალია! რამდენი ხანია, მე და მამას ერთად არ დაგვისვენია, არაფერზე გვისაუბრია, ავადმყოფობის გარდა! ეს თქვენი დამსახურებაა! ძალიან მიხარია.

ხათუნა: „ტელევიზორი უებარი წამალია ჩემი მეუღლის ნერვების სამკურნალოდ“

ხათუნა: დღის განმავლობაში ტელევიზორი ბავშვებს ეკუთვნის — დანიელი და ლიკა უყურებენ. სახლში უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ მეც ვუყურებ შუალედებში.

— ლიკა და ბექა თავს როგორ გრძნობენ?

ხათუნა: უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ისინი პამპერსით მოამარაგეთ, ასევე ჩემი შვილიშვილი დანიელიც და ლიკაც. ბექა პამპერსით უზრუნველყო ჩვენი რაიონის გამგეობამ.

ჩემს ლიკუნას ეპილეფსია ისევ სტანჯავს, გუშინაც შეტევა ჰქონდა. მაგრამ თქვენი საჩუქრები ახარებს და უქარწყლებს დარდს. ვაჩვენე, ახლა რამდენი ტანსაცმელი აქვს — მაისურები, შარვლები, კაბები. სახე უბრწყინავს! შეიძლება ითქვას, თქვენი დამსახურებით ლიკუნა და გაბრიელი დიდი ხნით უზრუნველყოფილები არიან ტანსაცმლით — იმ პერიოდისთვისაც კი, ბაღში სიარულს რომ დაიწყებენ.

მარი: „იმდენი ტანსაცმელია, რამდენიმე წელი რომ გვეყოფა! ყოველდღიურად შეგვიძლია ახალ-ახალი ნივთების მორგება“

მარი: ჩერნოვეცკის ფონდის მანქანით ჩამოტანილი პარკები რომ დაინახა, დანიელმა ის აარჩია, რომელშიც სათამაშოები იდო და ფერადი მანქანა ამოიღო თავისთვის. ლიკუნა კი ტკბილეულის პარკში ჩაძვრა მაშინვე.

დანიელი: „დე! აქ სათამაშოებს არიგებენ! რას უყურებ? ჩქარა მოდი, წამოღებაში მომეხმარე!“

დანიელი: „ციცხვიანო მანქანავ, სწორედ შენ მჭირდებოდი! ხედავ, კენჭების რამხელა გროვა მაქვს“

ხათუნა: ბედნიერებაა, ქართველები ერთმანეთს რომ ეხმარებიან! ჩვენმა  ხალხმა იმედი არ გაგვიცრუა. მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო და ყველას მადლობა გადავცე. ვიცი, რომ საქართველოს ყველა რეგიონიდან მივიღეთ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი გასაჭირი აქვს ჩვენს ოჯახს, ეს უდიდესი შვებაა და სიხარული, როდესაც ხალხთან კავშირს და თანადგომას გრძნობ!

26 წლის განმავლობაში ვოცნებობდი ფანჯრების გამოცვლაზე. 26 წელი, ხალხო! მეგონა, ისე დავბერდებოდი, რომ ეს ფანჯრები არ შეიცვლებოდა და სიცივისგან ვიკანკალებდით მუდამ. სხვა რა უნდა მეფიქრა, როდესაც ოჯახში ყველა ავად არის და არავის შეუძლია მუშაობა? სხვა რა უნდა მეფიქრა, როდესაც რაიონის გამგეობა თავიდან პამპულებივით გვიშორებდა? არ ვიცი, ფანჯრების შეცვლას, ტელევიზორს, მაცივარს და სარეცხ მანქანას რატომ დაგვპირდნენ! რისთვის დაგვაიმედეს? რამდენჯერ მივაკითხეთ და მოვისმინეთ: „არ დაფინანსდა“.

ხათუნა: „ფანჯრების გამოცვლაზე 26 წლის განმავლობაში ვოცნებობდი. იმედი მქონდა, რომ დაგვეხმარებოდა რაიონის გამგეობა. ახლა კი ვიცი, რომ უბრალო ადამიანების — ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების საქმეა ოცნებების ახდენა!“

მარი: „სიღატაკე ძალიან მავნე რამ არის. წარმოსახვაში ჯერ კიდევ იმ ძველ, ხის ფანჯრის ჩარჩოებს ვხედავ. სინამდვილეში კი უკვე ახალი და თანამედროვე ფანჯრები გვაქვს!“

საბოლოოდ, ჩერნოვეცკის ფონდმა გვიყიდა ყველაფერი. ამ ყველაფერს უბრალო ხალხის, ფონდის მეგობრების დამსახურებით ვეღირსეთ. სულ ცოტა ხნის წინ გაგიცანით, თქვენ კი უკვე ჩვენი ამდენი პრობლემა გადაჭერით. დიდ და სერიოზულ საქმეს აკეთებთ. უიმე, ნეტავ, თავიდანვე თქვენთვის და არა ხელისუფლებისთვის გვეთხოვა დახმარება.

 „სარეცხი მანქანა შეერთებულია და ახლა საცდელად ჩაირთვება“

ხათუნა: „ბედნიერებაა, ქართველები ერთმანეთს რომ ეხმარებიან! ჩვენს ხალხს შეუძლია უხვად გაცემა, თანადგომა და გაგება!“

— ახლა ხომ ზუსტად იცით, ვის უნდა მიმართოთ?

ხათუნა: დიახ, ჩემო ძვირფასებო! ჩემი ოჯახისთვის ეს თვე ძალიან ბედნიერია, ძალიან ბევრჯერ გაგვახარეთ. უფალს მადლობას ვწირავ, ამდენი მონათესავე სული რომ ვიპოვე, ვინც თანაგვიგრძნობს. მიხარია და იმისთვის, რომ არსებობთ, უფალს მადლობას ვწირავ.

 „მაშინვე ტკბილეულის პარკში ჩაძვრა ლიკუნა“

მარი: დამავიწყდა, საწოლზე რომ მეთქვა. ისეთი ფართოა და მოსახერხებელი! ჩვილივით მძინავს. რამდენი ხანია, ასე არ მძინებია! ჩემი პატარაც გვერდით მყავს. დილამდე სძინავს და აღარ მაღვიძებს ხოლმე. 

მარი: „დიდებული საწოლია! ჩვილივით მძინავს. ჩემი პატარაც  გვერდით მყავს“

— ფონდის მეგობრებმა ძალიან კარგად იციან ყველა ოჯახის გასაჭირი. და, რა თქმა უნდა, ჩვენც, ფონდის თანამშრომლებს, თითოეული შემთხვევა კარგად გვაქვს შესწავლილი. რამე თუ გამომრჩა, თქვენ დაამატეთ: რეგულარულად გჭირდებათ პამპერსი — როგორც პატარების, ასევე დიდების, წამლები, სველი ხელსახოცები, პროდუქტები და ბავშვთა კვება.

ხათუნა: თუ შეიძლება, „კარმას“ გთხოვთ კიდევ — სახლისთვის გაზის გამათბობელს. შეშა სულ უფრო ძვირდება. ათასჯერ გიხდით მადლობას ყველაფრისთვის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

იმ ოჯახებშიც კი, ვინც კარგად იცის, რას ნიშნავს ტანჯვა, ხანდახან ბედნიერი დღეები დგება. ერთი ბედნიერი თვე აჩუქეთ მოსიაშვილების ოჯახს, მძიმედ დაავადებულებმაც კი გაიხარეს და უბრალო, ადამიანური ბედნიერებით ტკბებოდნენ. ოჯახის ოთხ წევრს: მამას — ვალერიანს, ბიჭებს — ზაქროს და ბექას, გოგონას — ლიკას, მზრუნველობა და სამედიცინო მომსახურება მუდმივად სჭირდებათ. ყოველთვის შეგიძლიათ დაეხმაროთ და შეუმსუბუქოთ მწარე ცხოვრება.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge  

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: მოსიაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს! 

შესანიშნავი ამბავი: ფონდის მეგობრები დაეხმარნენ მოსიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს! ხათუნა, ხუთი შვილის დედა: „არ ვიცი, როგორ აღვწერო ჩემი ემოციები, სასიამოვნო შოკში ვარ!“

  

მსგავსი პროექტები: