„დედა, დედიკო, მიშველე! ვკვდე...“ - და სიტყვის დასრულებაც კი ვეღარ მოასწრო... ამის მერე კი, დამიჯერეთ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, ასზე მეტჯერ სამუდამოდ დავემშვიდობე ჩემს შვილს! უფალმა ასჯერ დაუბრუნა მას სიცოცხლე, როდესაც კომაში იყო! მაგრამ, სიკვდილი მაინც ებღაუჭება და ჩემი სისხლისა და ხორცის წაყვანას ცდილობს! და აი, სწორედ ეს არის სასწაული! ჩემი შვილი დამოუკიდებლად წამოდგა ფეხზე, მაგრამ მყარად რომ დადგეს, ფონდის მეგობრებო, თქვენი კეთილი გულების თანადგომა სასწრაფოდ გვჭირდება!
2024 იანვარი 27
გიორგი იატაკზე დაეცა. სასწრაფომ საავადმყოფოში რომ მიიყვანა, ის მთელი სამი თვით ჩავარდა კომაში! ერთი წუთითაც არ დამიტოვებია მარტო, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ტყუილად ვფლანგავდი დროსა და ფულს! მაგრამ, ექიმების სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც უფალი მე არ მტოვებდა! ჩემი რწმენა ურყევი იყო, დავხარჯე ყველაფერი, რაც კი რამ გამაჩნდა! გიორგიც მოვიდა გონს, ოღონდ უკვე თურქეთში! ჩემი შვილი ასზე მეტჯერ გარდაიცვალა საქართველოში, ადგილობრივ საავადმყოფოებში! და მეც მასთან ერთად! ასე გრძელდებოდა 7 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად! ვისაც შვილი ჰყავს დაკარგული ან საყვარელი ადამიანი, მიხვდება, როგორ ვიტანჯებოდი! "შანსი არ აქვს", - მეუბნებოდნენ ქართველი ექიმები. „გწამდეს და გამაგრდი!“ პასუხობდა უფალი ჩემს დედობრივ ლოცვას. მან შეისმინა დედის ლოცვა და შვიდი წლის შემდეგ, თურქეთში ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი! მათ ძვირადღირებული ოპერაცია ჩაუტარეს და ახლა, მხოლოდ ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება, რომელიც ასევე ძვირი ღირს! ჩვენ კი, მისი შეძენის საშუალება საერთოდ არ გაგვაჩნია!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
9,781 ₾
(
641 დონორი )
თამილა კოპერინა
ერთი თვის წინ
3 ₾
ბარამიძე ოთარ
2 თვის წინ
5 ₾
რობაქიძე ირმა
2 თვის წინ
1 ₾
რობაქიძე ირმა
2 თვის წინ
1 ₾
ნათია ბერაია
2 თვის წინ
5 ₾
ლევან ლევანიშვილი
2 თვის წინ
5 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედის გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვას და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა. სრულიად პარალიზებულ ახალგაზრდას მამა გმირულად უვლის — პატარა ოჯახის დიდი ტრაგედია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.
მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა...
შეგროვებულია
3,051.81 ₾
დაეხმარა
215
|