მოკრძალებული ულამაზესი გოგოსთვის რომელმაც სკოლა დაამთავრა სულ ცოტა ხნის წინ, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ტკივილი ვიდრე ის, რომ ახლა, ეტლს არის მიჯაჭვული და ცხოვრების ბოლომდე შეიძლება ხეიბრად დარჩეს! რამხელა განსაცდელია, შვილო!!! ანა, ყველანი ვეცდებით, რომ დაგეხმაროთ! ოღონდ, გული არ გაიტეხო! შენ ღმერთს უყვარხარ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მოკრძალებული ულამაზესი გოგოსთვის რომელმაც სკოლა დაამთავრა სულ ცოტა ხნის წინ, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ტკივილი ვიდრე ის, რომ ახლა, ეტლს არის მიჯაჭვული და ცხოვრების ბოლომდე შეიძლება ხეიბრად დარჩეს! რამხელა განსაცდელია, შვილო!!! ანა, ყველანი ვეცდებით, რომ დაგეხმაროთ! ოღონდ, გული არ გაიტეხო! შენ ღმერთს უყვარხარ!

page info icon
2024 მარტი 21
18 წლის ანასთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი, სკოლის დამთავრების, პირველი სიყვარულის, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისა და ქორწილის მოლოდინის დღე საშინელი ავარიით დასრულდა! მხოლოდ ერთმა წამმა მისი ცხოვრება ორად გაჰყო, ბედნიერი და ნათელი მომავლის, ოჯახის შექმნისა და დედობის იმედი წაართვა, ტანჯვად და გადარჩენისთვის ბრძოლის ველად აქცია მისი ყოფა! „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ასეთი რამ დამემართოს. ვოცნებობდი შეყვარებულთან ერთად, ქორწილში მეცეკვა და ახლა, სიარულიც კი არ შემიძლია“ უფლის წყალობით ცოცხალი გადავრჩი! უსაზღვროდ მადლობელი ვარ ღმერთის! მაგრამ, წარმოიდგინეთ, რამხელა ტანჯვა მელის წინ, სანამ ფეხზე დადგომას შევძლებ!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
12,382 ₾
( 794 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მოკრძალებული ულამაზესი გოგოსთვის რომელმაც სკოლა დაამთავრა სულ ცოტა ხნის წინ, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ტკივილი ვიდრე ის, რომ ახლა, ეტლს არის მიჯაჭვული და ცხოვრების ბოლომდე შეიძლება ხეიბრად დარჩეს! რამხელა განსაცდელია, შვილო!!! ანა, ყველანი ვეცდებით, რომ დაგეხმაროთ! ოღონდ, გული არ გაიტეხო! შენ ღმერთს უყვარხარ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

18 წლის ანასთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი, სკოლის დამთავრების, პირველი სიყვარულის, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისა და ქორწილის მოლოდინის დღე საშინელი ავარიით დასრულდა! მხოლოდ ერთმა წამმა მისი ცხოვრება ორად გაჰყო, ბედნიერი და ნათელი მომავლის, ოჯახის შექმნისა და დედობის იმედი წაართვა, ტანჯვად და გადარჩენისთვის ბრძოლის ველად აქცია მისი ყოფა!

 „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ასეთი რამ დამემართოს. ვოცნებობდი შეყვარებულთან ერთად, ქორწილში მეცეკვა და ახლა, სიარულიც კი არ შემიძლია“

 ანა: უფლის წყალობით ცოცხალი გადავრჩი!  უსაზღვროდ მადლობელი ვარ ღმერთის! მაგრამ, წარმოიდგინეთ, რამხელა ტანჯვა მელის წინ, სანამ ფეხზე დადგომას შევძლებ!

 „ოპერაცია 13 საათი გაგრძელდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავრჩებოდი!“

- ანა, შეგიძლია, ამ ტრაგედიის შესახებ გვიამბო?..

ანა: ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღეს მოხდა ეს ყველაფერი. სკოლა დავამთავრე და ზრდასრულ ცხოვრებაში შესაბიჯებლად ვემზადებოდი. ღმერთო, ჩემი მომავალი რა ლამაზად წარმომედგინა. მთელი კლასი ამ დღეს 25 მაისს ვზეიმობდით. მთელი დღე კლასელებთან ერთად ქალაქში ვსეირნობდი! საღამოს კი, ატესტატის აღების აღნიშვნას ვგეგმავდით რესტორანში. ჩვენი მეგობრებიდან არაერთს ჰყავდა მანქანა და მეც ერთ-ერთში ჩავჯექი. დაღლილი ვიყავი და ჩამთვლიმა. მანქანების შეჯახებაც მოხდა სწორედ ამ დროს. ჩემს გარდა, არავინ დაშავებულა! 

 - რა დაზიანებები მიიღე?

ნანა (ანას დედა): მოდით, მე გიამბობთ... ანა ატირდება და ფონდის მეგობრები, ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ ვერაფერს გაიგებენ! მანქანების შეჯახებისას, ხერხემლის მძიმე დაზიანება, ტვინის შერყევა, წელის არეში მოტეხილობა, მალების ამოვარდნილობა და ზურგის ტვინის ტრავმა მიიღო ჩემმა გოგონამ. ფილტვებიც დაუზიანდა. ღმერთო, რა საშინელება იყო! თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, მე კი, დღემდე მაკანკალებს, რომ გავიხსენებ... ანას ოპერაციას 13 საათის განმავლობაში უკეთებდნენ! წარმოგიდგენიათ, რა გადავიტანე? მხოლოდ დედები თუ გაიგებენ, რამხელა ტკივილია. ყოველთვის მიხაროდა, რომ მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში მომხდარი დიდი ტრაგედიებისა, უფალმა ჯანმრთელი შვილები მაჩუქა. მაგრამ ხომ ხედავთ, რა დაგვემართა... როდესაც გავიგე, ანა ავარიაში რომ მოჰყვა, უსასრულოდ მომეჩვენა სახლიდან საავადმყოფომდე გზა. ყველა ლოცვა გავიხსენე, რაც კი ოდესმე ვიცოდი, ყველაფრისთვის ვემზადებოდი... ღმერთო! ღმერთო!!!

 „გთხოვთ, დამეხმარეთ, ფეხზე რომ დავდგე... დედაჩემი ამხელა განსაცდელს მარტო ვეღარ უმკლავდება. მამაც არ მყავს! ტრაგიკულად დაიღუპა 12 წლის წინ. კარგია, ამ ტრაგედიას რომ ვერ მოესწრო! თორემ, ნამდვილად ვერ გადაიტანდა და მომიკვდებოდა ახლა!“

- მამას რა დაემართა?

ნანა: მდინარეში დაიხრჩო, საბრალო. მაშინ მეხუთე ბავშვს ველოდებოდი. არც კი ვიცი, მის გარეშე როგორ მოვედით დღემდე. სულ მარტო დავრჩი ჩემს ხუთ გოგოსთან ერთად და მამაჩემი ჩემი ერთადერთი საყრდენი გახდა. მაგრამ, ერთი კვირის წინ, მანაც დაგვტოვა და ახლა, მართლა არ ვიცი, მის გარეშე რა გვეშველება.

აი, ასე, ეტლით დაჰყავს დედას თავისი გოგონა სარეაბილიტაციო ცენტრში. ტაქსით მგზავრობის საშუალება ოჯახს არ გააჩნია. ნანა ბინებს ალაგებს, პურის ფული რომ ჰქონდეთ. შემწეობის თანხა კი, მხოლოდ რეაბილიტაციის ხარჯებს ფარავს

- იმის შანსი თუ არის, რომ გოგონა კვლავ ფეხზე დადგეს?

ნანა: ნამდვილად არის, თუ ანას ეყოფა ნებისყოფა და სიმტკიცე, ტკივილებს გაუძლოს და რა თქმა უნდა, ფული, რეაბილიტაციისა და მედიკამენტებისთვის! მაგრამ, ანა განწყობილია მტკიცედ... უკვე შეუძლია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა და პატარძლის კაბის ჩაცმაზე ოცნებობს. შეხედეთ, რა ლამაზია!

ნანა, დედა: „თვალებში შემომხედეთ და დამიჯერეთ, უცნობ ადამიანებს დახმარებას არასდროს ვთხოვდი. მაგრამ, გვერდით არავინ გვყავს, არც მეუღლე და არც მამაჩემი. საყვარელ ოჯახთან და შვილებთან ერთად ბედნიერ ცხოვრებაზე მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ჩემი უკანასკნელი იმედი თქვენ ხართ! რა შეგვიძლია? ჩვენ ხომ, უბრალო ქართველი ქალები ვართ. გემუდარებით, დაგვეხმარეთ, გვიშველეთ, გთხოვთ! პირობას გაძლევთ, რომ ანას ქორწილში ყველას დაგპატიჟებთ! უფლის სასწაული საკუთარი თვალით რომ ნახოთ! მთელი გულით მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და ეს დღე აუცილებლად დადგება!“

- არავინ გეხმარებათ? თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?

ანა: ბინებს ვალაგებ, პურის ფული რომ გვქონდეს. შემწეობა აღარ გვერიცხება. ახლა, ძალიან გვიჭირს! კლინიკასთან ახლოს ბინა მაქვს ნაქირავები, ტაქსის ფული რომ არ დაგვეხარჯოს, ეტლით დამყავს ჩემი გოგონა პროცედურებზე. მადლობა უფალს, სახელმწიფო რეაბილიტაციას აფინანსებს, მაგრამ სხვა მკურნალობის საშუალება არ გაგვაჩნია.

- შემწეობის თანხა რატომ აღარ გერიცხებათ?

ნანა: ავარიის მერე, სოფლიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა მოგვიწია, რეაბილიტაციის გასავლელად. საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ და ახლა, ჩემი უმცროსი შვილი, 12 წლის სალომე, ჩვენთან ერთად აღარ ცხოვრობს. ბორჯომში, თავის უფროს დასთან, მელანოსთან მყავს დატოვებული. მელანო იქ არის გათხოვილი. აი ასე, ერთმა შემთხვევამ ჩვენი ოჯახის ცხოვრება დაანგრია. მაგრამ ახლა, ჩვენი ანას ჯანმრთელობაა მთავარი!

- რეაბილიტაციას შედეგი თუ აქვს?

ნანა: ქუთაისში ოპერაცია რომ ჩაუტარდა, გვითხრეს, რომ ანა განწირულია და გადაადგილებას ვერასდროს შეძლებს. რომ მისთვის, წამოდგომაც კი გამორიცხულია! მაგრამ შეხედეთ, რა შეუძლია უფალს! ნუთუ, ეს სასწაული არ არის? მართალი გითხრათ, ვერ დავიჯერებდი, ანა ნაბიჯების გადადგმას რომ შეძლებდა, იმდენად რთული იყო ჩვენი მდგომარეობა. მაგრამ, უფლის დახმარებით, ანას სიმტკიცისა და რეაბილიტოლოგების პროფესიონალიზმის დამსახურებით, კარგ შედეგს მივაღწიეთ. და ახლა, თქვენი დიდი იმედი მაქვს! თქვენი ფონდისა და კეთილი ადამიანების, ვინც თქვენს ფონდს ენდობა. არაფრის საშუალება არ გაგვაჩნია. რაც მებადა, გავყიდე ყველაფერი!

 „ვიცი, რომ კაბის ჩაცმას და სცენაზე ცეკვას აუცილებლად შევძლებ“

ანა: დახმარების თხოვნა ძალიან მერიდებოდა, მაგრამ დედაჩემი ვეღარ უმკლავდება ხარჯებს.

- ძალიან ლამაზი გოგო ხარ, ანა. მჯერა, ყველანაირ სირთულეს გადალახავ. შენი ოპტიმიზმი კი, სხვებისთვის გახდება შთაგონება! კიდევ ერთი კითხვა მაქვს: სკოლის დამთავრების მერე, რა გეგმები გქნოდა? რაზე ოცნებობდი?

ანა: ახლა, ამ ყველაფერზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. არ მინდა, წარსულის გახსენება. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლად შევძლო. უფრო სწორად, ეს ოცნება არ არის! ვიცი, რომ ასე იქნება კიდეც, უბრალოდ ამისთვის ფულია საჭირო!

ნანა: ანა ძალიან კარგად ცეკვავდა. ალბათ, ფიზიკურმა მომზადებამაც უშველა და შეაძლებინა შეუძლებელი!

ანა ნამდვილი გმირია! შესაძლოა, ახერხებს, გარშემომყოფებს გულის ტკივილი რომ დაუმალოს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც გასცქერის არემარეს, მის თვალებში კი, დარდს და გამოუთქმელ ოცნებებს დაინახავთ. ის არ ოცნებობს იმაზე, რომ ფეხზე დადგეს, რადგანაც იცის, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება. დრო სჭირდება, ახალი რეალობა რომ აღიქვას და შეეგუოს, მაგრამ ამ ყველაფერმა, არ უნდა წაართვას ძალა და მოტივაცია.

ამ ბრძოლაში ამჟამად გადამწყვეტია რეაბილიტაციის გავლა და თანადგომა. როგორც მორალური, ასევე ფინანსური. უმოქმედობამ კი, შეიძლება ანას წაართვას შანსი, სრულფასოვან ცხოვრებას რომ დაუბრუნდეს. ამიტომ, მის დასახმარებლად უნდა გავერთიანდეთ!

ანას ისტორია შეგვახსენებს, რაოდენ სათუთია ადამიანის სიცოცხლე და რამდენად მნიშვნელოვანია, მძიმე წუთებში თანადგომა. ალბერტ აინშტეინმა თქვა: „ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. წონასწორობის შესანარჩუნებლად, მოძრაობა უნდა გააგრძელო“. ანა გამოწვევის წინაშე დგას - წონასწორობა უნდა შეინარჩუნოს და ამისთვის, სჭირდება ჩვენი დახმარება. წვლილის შეტანა კი, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ქავთარაძის II ჩიხი, ბინა № 3.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ანა მაკარიძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო 

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: