სრულიად უსინათლო ბიჭი, რომელიც ფეხებს ძლივს „დაათრევს“ რამე საჭმელი რომ მოიმზადოს, ძალიან სთხოვა ფონდის კორესპონდენტს, მკითხველი არ დასევდიანებულიყო მისი უღიმღამო ცხოვრების ამბავს რომ წაიკითხავს!
2024 იანვარი 23
თავად სრულიად უსინათლო და პირველი ჯგუფის ინვალიდი, საკუთარ გასაჭირზე საუბრის დროსაც კი, თქვენზე ზრუნავს. ნათქვამია, როდესაც ადამიანი იბადება, სწორედ იმ დროს, ცაზე მისი ვარკსკვლავიც იბადებაო. 37 წლის წინ, საინგილოს მოღრუბლულ ცაზე, უცებ ვარსკვლავი აინთო, მაგრამ ვერ „აინთო“ იმ პატარა ბიჭის თვალები, რომლის დაბადებაც მისმა ვარსკვლავმა ამცნო დედამიწას. მას შემდეგ, ის ვარსკვლავი ცაზე აღარავის უნახავს... ვინ იცის, იქნებ, ცას მოწყდა და იმ პატარა ბიჭის საძებნელად დაეშვა დედამიწაზე. იქნებ, იმ ვარსკვლავს სურს, რომ თავისი „ვარსკვლავური სინათლე“ დათმოს, რათა იმ უსინათლო ბიჭის სევდიან თვალებში აინთოს... ლევანი მუდმივად უფალს ეძებს! ის ლოცულობს და ესაუბრება შემოქმედს! ჩვენ კი, ფონდში, გვჯერა, რომ უფალი გახსნის ყველა იმ ადამიანის გულს, ვინც წაიკითხავს ამ გულის ამაჩუყებელ ისტატიას, მას დახმარების ხელი რომ გაუწოდოს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,543 ₾
(
208 დონორი )
ი/მ ივანე ჯანელიძე
ერთი თვის წინ
50 ₾
პახალჩუქ ანტონ
ერთი თვის წინ
100 ₾
ი/მ გოდერძი მათნაძე
2 თვის წინ
10 ₾
სოფიკო სალაყაია
2 თვის წინ
5 ₾
გიორგი თურმანიძე
2 თვის წინ
10 ₾
ტორონჯაძე ნია
2 თვის წინ
3 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედის გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვას და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა. სრულიად პარალიზებულ ახალგაზრდას მამა გმირულად უვლის — პატარა ოჯახის დიდი ტრაგედია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.
მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა...
შეგროვებულია
3,400.81 ₾
დაეხმარა
233
|