ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემმა ძმამ თავისი ტირილით ჩემი ოცნებები გამიქცია!

ჩემმა ძმამ თავისი ტირილით ჩემი ოცნებები გამიქცია!

დაბადების დღე: 24.07.2014
შეგროვებულია:
385 ₾
(დონორი: 24)

ჩემმა ძმამ თავისი ტირილით ჩემი ოცნებები გამიქცია!

ანა (9 წლის): იშვიათად ვოცნებობ. ჩემი ძამიკო ავად არის და ჩემს ოცნებებს ეშინიათ ჩემი ძმის ტირილის. შეხედე, რა ცუდად არის. რაღაც ოცნებები კი მაქვს, მაგრამ დედას საერთოდ არ აქვს ფული, სურვილები რომ ამისრულოს, ამიტომ შენ გეტყვი, დეიდა!

ვოცნებობ, რაპუნცელივით გრძელი თმა მქონდეს, ლამაზი კაბები, ვოცნებობ მქონდეს ლამაზი ფანქრები - ხატვა ძალიან მიყვარს. ვოცნებობ, რომ ოდესმე, სანამ პატარა ვარ, ლამაზად აღვნიშნავ დაბადების დღეს! ნამდვილი ტორტით, ჩემს მეგობრებთან ერთად! კიდევ, ველოსიპედი მინდა! ვაიმე, მგონი ძალიან ბევრი რამ ჩამოვთვალე! ბოდიში! მაგრამ, თქვენ მკითხეთ და ამიტომაც გითხარით ყველაფერი. პლანშეტი კი, მგონი არ მინდა!

კიდევ ერთი დიდი ოცნება მაქვს! რომ გავიზრდები, მინდა მქონდეს ბევრი ფული, ყველა იმ ადამიანს რომ დავეხმარო, ვისაც საკვები და სიხარულის მიზეზი აკლია!

(დანიშნულება: ანა მარანელი)