ბავშვების სურვილები, страница 3, страница 4 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

შემომხედე, მრბოლელს ხომ ვგავარ?
შემომხედე, მრბოლელს ხომ ვგავარ?
მერაბი: გახსოვს, შენ არ მიჯერებდი, რომ არსებობს ისეთი მანქანები ბავშვებისთვის, რომლებშიც შეგიძლია ჩაჯდე. აი თუ არ არსებობს! არსებობს! ნახე როგორ ვეტევი! - მეც ჩამსვამ? მერაბი: გაგიჟდი? შენ არ ჩაეტევი! შენ ხო გყავს მანქანა, ხოდა, იმაში ჩაჯექი. ჩემ ძმასაც არ ჩავსვამ შიგნით! ნუუ, ცოტა პატარა რომ იყოს კი ვათხოვებდი, მაგრამ კიდევ კარგი რომ დიდია და არ ჩაეტევა. ხოდა ეს მანქანა მხოლოდ ჩემია! - იცი, ეს ოცნება რომ აგსრულებოდა 27 კეთილმა ადამიანმა ერთად შეკრიბა ფული ამ მანქანის საყიდლად. მერაბი: აი როცა გავიზრდები, და ჩემი ნაღდი მანქანა მეყოლება, ყველას გავასეირნებ. აქ მართლა ვერ ჩაეტევიან.
შეგროვებულია
643.33 ₾

დონორი
30
ანგარიში
როდესაც შიმშილი აღარ გაწუხებს, სხვა რამეებზეც შეგიძლია ოცნება!
როდესაც შიმშილი აღარ გაწუხებს, სხვა რამეებზეც შეგიძლია ოცნება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნინის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! საბრალო ნინი შიმშილობდა, მისი დედიკო კი, სხვა ვერაფერზე ფიქრობდა გოგონას და მისი სამი ძმის გამოკვების გარდა. მაგრამ, რაც ჩერნოვეცკის ფონდი გამოჩნდა მათ ცხოვრებაში, გაჩნდა ახალი ოცნებებიც. შეხედეთ, რა ლამაზი ეტლი ვაჩუქეთ პატარას. ნინის ლაპარაკი რომ შეეძლოს, მადლობას ეტყოდა თითოეულ ადამიანს, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა. თქვენმა გულისხმიერებამ სასწაული მოახდინა ამ ოჯახის ცხოვრებაში. რამდენჯერაც შეხედავენ ამ ეტლს, სიხარულითა და იმედით ევსებათ გული. თქვენ მათ არა მხოლოდ გადაადგილების საშუალება, არამედ იმის განცდაც აჩუქეთ, რომ მარტო არ არიან, რომ ამ ქვეყნად არსებობენ ადამიანები, ვინც მზად არის, დაეხმაროს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მზრუნელობისთვის და დიდსულოვნებისთვის.
შეგროვებულია
624.98 ₾

დონორი
60
ანგარიში
თქვენ სუპერ გმირების გუნდი ხართ!
თქვენ სუპერ გმირების გუნდი ხართ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნეჯოს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ნეჯო: მბრუნავი რობოტი მაქვს! არ მჯერა, რომ იპოვეთ ჩემთვის. ვეხუტები და ვკოცნი. „უძალიანდიდესი“ ველოსიპედიც მაქვს! ალბათ ახლა, ისე ვიცხოვრებ, როგორც ფილმებში - რობოტიც მექნება და ველოსიპედიც. მგონი, ეს ყველაფერი უფრო მაგარია, ვიდრე ეს სკოლა. კარგი, სკოლაზე ლაპარაკი არ გვინდა. იქ, ჩემი ადგილი მაინც არ არის. დიდი მადლობა ყველას! თქვენ ჩემი სუპერ გმირების გუნდი ხართ, ჩემი ოჯახი!
შეგროვებულია
624.12 ₾

დონორი
72
ანგარიში
მათხოვარს აღარ მეძახიან!
მათხოვარს აღარ მეძახიან!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ვაკოს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ვაკო: თქვენ მითხარით, რომ ბავშვების ყველა სურვილი უნდა ახდეს და ასეც მოხდა! ჩვენ აღარ გვშია და ისეთი ნივთები გვაქვს, რომელზეც ვერც ვიოცნებებდით! დედაჩემსაც და ჩემს ძმებსაც ბევრი კარგი რამ მოუტანეთ. ჩემი აზრით, მე გამიმართლა ყველაზე მეტად! პლანშეტი და ველოსიპედი მაჩუქეთ! მე კი, ამდენი არც მითხოვია! მახსოვს, გითხარით: პლანშეტი მინდა, ან ველოსიპედი. თქვენ კი, ორივე მაჩუქეთ! ასე როგორ შეიძლება? ასე ხომ, არ ხდება! ადრე, ყველა მათხოვარს მეძახდა, ახლა კი, მთხოვენ: „ვაკო, ვაკო, რა მაგარი ველოსიპედი გაქვს! შეგიძლია, მათხოვო!”
შეგროვებულია
614 ₾

დონორი
41
ანგარიში
რაც დედა გარდაიცვალა, იმის მერე თავი ბედნიერად პირველად ვიგრძენი!
რაც დედა გარდაიცვალა, იმის მერე თავი ბედნიერად პირველად ვიგრძენი!
სოფია: დედა 22 სექტემბერს გარდაიცვალა. გახსოვთ, როგორ იტანჯებოდა, როგორ სტკიოდა ყველაფერი. ვიცოდი, რომ საშინელი დაავადება სჭირდა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ შევძლებდი მის განკურნებას! მე ხომ, ისე კარგად ვუვლიდი. მაგრამ დედა ჩვენთან აღარ არის, ის ზეცაშია და ვიცი, ლოცულობს ჩვენთვის. იცით, მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენთან და გაგვამხნევა? სრულიად უცნობები! ყველაზე დასამახსოვრებელი კი, ჩემთვის იყო დაბადების დღის საჩუქარი ფონდისგან! ისეთი ბედნიერი ვარ! ტელეფონზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი! ახლა კი, ხელში მიჭირავს. და ის ვიღაცის კი არა, ჩემია! სულ ახალი და ლამაზი! ძალიან დიდი მადლობა!
შეგროვებულია
613.8 ₾

დონორი
44
ანგარიში
ახლა, ილია ყველაზე მაგარი პროგრამისტი გახდება!
ახლა, ილია ყველაზე მაგარი პროგრამისტი გახდება!
ილია: როგორ ვოცნებობდი პლანშეტზე! პატარა კომპიუტერივით არის, არა? იცით, რამდენი რამის კეთება შემიძლია ვისწავლო? აი, ნახავთ! შეიძლება, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიყიდა? - რა თქმა უნდა, შეგიძლია. ილია: როგორ გაუმართლათ თქვენს შვილებს, რომ მათი მშობლები ხართ! მე თუ პლანშეტი მაჩუქეთ, ესე იგი, თქვენს შვილებს ალბათ, საერთოდ ყველა სურვილს უსრულებთ!
შეგროვებულია
613.41 ₾

დონორი
68
ანგარიში
ნიკას ახალი პლანშეტი და ველოსიპედი აქვს
ნიკას ახალი პლანშეტი და ველოსიპედი აქვს
ნიკა: ღმერთო, ღმერთო, ღმერთო! ეს რანაირად? ჩემთვისაა ყველა ეს საჩუქარი? ყველა დღესასწაულისაა? ყველა «კარგად მოქცევისთვის“? სულ დამიტოვებთ? თუ, მერე წაიღებთ უკან? ჩემია ეს ყველაფერი? ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! ძალიან დიდი მადლობა! მეტი არაფერზე აღარ ვიოცნებებ!
შეგროვებულია
613.32 ₾

დონორი
71
ანგარიში
თემურს უკვე პლანშეტიც აქვს და ახალი მეგობრებიც გაიჩინა!
თემურს უკვე პლანშეტიც აქვს და ახალი მეგობრებიც გაიჩინა!
თემური: ახლა, მეც შემიძლია სხვა ბავშვებივით თამაში, კითხვა და ფილმების ყურება. ადრე, მოწყენილი ბიჭი ვიყავი, რომელმაც სულ არ იცოდა, ქვეყანაზე რა ხდებოდა. მაგრამ ახლა, ახალი მეგობრები მყავს, რომლებმაც მაჩუქეს ეს საოცრება და ყველაზე სანუკვარი სურვილი ამისრულეს! - კიდევ გაქვს სურვილები? თემური: კარგი საწოლი მინდა, ისეთი, გვერდები რომ აღარ მეტკინოს!
შეგროვებულია
613.09 ₾

დონორი
73
ანგარიში
კონკიას ზღაპარში მგონია თავი!
კონკიას ზღაპარში მგონია თავი!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ ეკას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ეკა: თითქოს, კეთილი ფერია მესტუმრა! და მითხრა: „ყველაზე ლამაზი ტანსაცმელი გექნებაო“. შეხედეთ, რა ნათელი ფერებია! ყველაფერი ლამაზი, ფერადი და ახალია! სურნელიც კი განსხვავებული აქვს! კარგი ცხოვრების სურნელი! მიყვარხართ თქვენ და ყველა, ვინც მაჩუქა ეს ყველაფერი! და ვინ აარჩია? ალბათ, გოგონამ! უთხარით მას, რომ შესანიშნავი გემოვნება აქვს! ალბათ, უკეთესს მეც კი ვერ ავარჩევდი!
შეგროვებულია
610.96 ₾

დონორი
61
ანგარიში
ბედნიერების სურნელი აქვს ყველა ახალ ნივთს!
ბედნიერების სურნელი აქვს ყველა ახალ ნივთს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მარიამს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! მარიამი: ყველა სიტყვა დამეკარგა! პლანშეტი რომ დავინახე, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი! ის ჩემია! და ვერავინ ვერასდროს მეტყვის, დამიბრუნეო! არასდროს მქონია ასეთი ახალი ნივთი! საიდუმლოს გეტყვი: მის სურნელსაც კი ვგრძნობ, ბედნიერების სურნელი აქვს! ბედნიერების სურნელი აქვს ყველა ახალ ნივთს.
შეგროვებულია
594.75 ₾

დონორი
45
ანგარიში
გაცვეთილი თოჯინაც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალთახალი პლანშეტი მაქვს!
გაცვეთილი თოჯინაც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალთახალი პლანშეტი მაქვს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა სალომეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! სალომე: ახალი ნივთები არასდროს მქონია! არასდროს! არც ტანსაცმელი, არც სათამაშოები, არც არაფერი! ახლა კი, ახალთახალი პლანშეტი მაქვს! ცელოფნის შეფუთვაში იყო, მე თვითონ გავხსენი და ჩავრთე პირველად. რა სასიამოვნო გრძნობაა, ღმერთო! ვერც კი წარმოიდგენთ! სიხარულისგან ვტიროდი! კოცნას და ჩახუტებას ვუგზავნი ყველას! ყველას, ყველას!
შეგროვებულია
588.95 ₾

დონორი
18
ანგარიში
გაცვეთილი თოჯინაც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალი პლანშეტი მაქვს!
გაცვეთილი თოჯინაც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალი პლანშეტი მაქვს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ანას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ანა: არასოდეს მქონია ახალი ნივთები! არასოდეს! არც ტანსაცმელი, არც სათამაშოები, საერთოდ არაფერი! ახლა კი, ახალთახალი პლანშეტი მაქვს! ცელოფნის შეფუთვით მომიტანეს, მე თვითონ გავხსენი და პირველად ჩავრთე. რა სასიამოვნო გრძნობაა, ღმერთო! ვერც კი წარმოიდგენთ! სიხარულის ცრემლები მომდის! კოცნას და ჩახუტებას გიგზავნით ყველას! ყველას, ყველას!
შეგროვებულია
588.6 ₾

დონორი
87
ანგარიში