„როდესაც კანფეტს ვთხოვ, დედიკო ასე აკეთებს „ე-ე-ე-ე-ე“ და თვალებზე ხელს იფარებს, ჰგონია პატარა ვარ და ვერ ვხვდები, რომ ტირის“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„როდესაც კანფეტს ვთხოვ, დედიკო ასე აკეთებს „ე-ე-ე-ე-ე“ და თვალებზე ხელს იფარებს, ჰგონია პატარა ვარ და ვერ ვხვდები, რომ ტირის“

page info icon
2022 იანვარი 10
მარიამი (5 წლის): დედიკო ტირილს იწყებს სიტყვა „კანფეტის“ გაგონებაზე. შენ გეშინია? კანფეტი, კანფეტი! არა, არ გეშინია! მაშინ, „ორი ფული“ მაჩუქე, კანფეტს ვიყიდი. დედიკოსაც ვუყიდი და შენც. გინდა? ან „პეჩენიას“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,593 ₾
( 193 დონორი )
დასრულებულია
 „როდესაც კანფეტს ვთხოვ, დედიკო ასე აკეთებს „ე-ე-ე-ე-ე“ და თვალებზე ხელს იფარებს, ჰგონია პატარა ვარ და ვერ ვხვდები, რომ ტირის“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
 „დედიკო თვალებზე ხელს იფარებს და „ე-ე-ე-ე“, ასე აკეთებს. ტირის. ჰგონია, რომ ვერ ვხედავ“
          მარიამი (5 წლის): დედიკო ტირილს იწყებს სიტყვა „კანფეტის“ გაგონებაზე. შენ გეშინია? კანფეტი, კანფეტი! არა, არ გეშინია! მაშინ, „ორი ფული“ მაჩუქე, კანფეტს ვიყიდი.  დედიკოსაც ვუყიდი და შენც. გინდა? ან „პეჩენიას“.
- მე რომ მოგიტანო კანფეტი?
მარიამი: არჩევა იცი? ბევრი კანფეტი გაქვს გასინჯული? იცი, ყველაზე გემრიელი რომელია? ერთს მარწყვი ახატია, მეორეს ძროხა. ჯობია მე თვითონ ავარჩიო!
          - რა გინდა კიდევ, კანფეტის გარდა?
          მარიამი: ნათიამ, მთელი დღე, რომ არ იტიროს და არ იღრიალოს. მე და ჩემი და ვთამაშობთ, ის კი ხელს გვიშლის. წამო, „პეჩენიების“ გაკეთებას გასწავლით. და კიდევ, დედიკომ რომ არ იტიროს. ჩუმად ტირის: „ე-ე-ე-ე-ე“, ნათიასავით ხმამაღლა კი არა.
 „ტალახისგან „პეჩენიები“ გამოდის, მაგრამ ვერ შეჭამ, უგემურია!“
ბავშვები, ვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე დედის ტირილის გარდა არაფერი აქვთ ნანახი, როგორები გაიზრდებიან, ნეტავ? ნუთუ, განწირულები არიან ტანჯვისთვის? სხვა რეალობა ხომ ნანახიც არ აქვთ.
          ნათია 20 წლის ასაკში გათხოვდა. ეგონა, რომ ყველა მის პრობლემას მოეღო ბოლო, მეუღლე კი, ხელის გულზე ატარებდა. ხომ შეპირდა: „ერთად ყველა სირთულის დაძლევას შევძლებთო“. ხატიას არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა, თავის „უფლისწულში“ კი ხსნა დაინახა. მართლაც, ზღაპარს ჰგავდა თავიდან ყველაფერი, მაგრამ პატარა მარიამის გაჩენის შემდეგ, რაღაც შეიცვალა.
           მეუღლემ დალევა დაიწყო, აგრესიული გახდა, სულ ჩხუბის მიზეზს ეძებდა. „ალბათ, ბიჭი უნდოდა“ - ფიქრობდა ხატია. ერთ წელიწადში კი, ანანო დაიბადა. აი, მაშინ დაიწყო... ერთხელ ხელი ჰკრა, მერე დაარტყა, ძლიერად, მერე კიდევ უფრო ძლიერად... მერე ისე სცემა, რომ ტვინის შერყევა ჰქონდა. ითმენდა. ფიქრობდა, რომ უკეთესი ცხოვრების ღირსი არ იყო. მაგრამ, როდესაც ხატია მესამე შვილს, ნათიას ელოდებოდა, ქმარმა ორსული სცემა. აი, მაშინ კი მიხვდა, რომ ის ბავშვებსაც არ დაინდობს. წავიდა. ორი თვე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იცხოვრა. მერე კი, პატიების სათხოვნელად დედამისს მიაკითხა. უთანხმოების მიუხედავად, მიიღეს.
 „შეხედეეე! იქიდან შეიძება რაღაცა ჩამოვარდეს“
          მშობლების სახლის გარდა, არ აქვთ სხვა თავშესაფარი. „კარგია, ქირის გადახდა მაინც რომ არ გვიწევს“, - ამბობს ხატია. მათი ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა, რომელიც პამპერსსა და საკვებში ძლივს ჰყოფნით. ძნელია, აუხსნა პატარებს, რომ სახლში საჭმელი, პურისა და ჩაის გარდა არაფერი აქვთ. სულ შიათ, რამე გემრიელი უნდათ. თვითონაც არ იციან, რა.
 „აი, დედიკო ასე რეცხავს, ჩვენ კი გვიკრძალავს“
- ხატია, ბავშვები ამბობენ, რომ კანფეტების გეშინიათ.
ხატია: კი, კანფეტს რომ ითხოვენ, ცრემლები თავისით მომდის... აღარც მახსოვს, ბავშვებს ტკბილეული ბოლოს როდის ვუყიდე. თუ ვინმე აჩუქებს სიხარულისგან კივილს იწყებენ, მე კი თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. ტკბილეულზე გიჟდებიან. ყველაფერს მოკლებულები არიან. სოციალური დახმარების თანხა არაფერში არ მყოფნის. ვერც ვმუშაობ. პატარას ვერავისთან ვტოვებ. ძალიან რთული ხასიათი აქვს. ალბათ, ჩემი მძიმე ორსულობის გამო. აშკარად შია... ხელოვნური კვება კი ძალიან ძვირი ღირს. ვერანაირად ვერ ვანაწილებ თანხას ისე, რომ პამპერსის, საკვების და ტანსაცმლის საყიდლად მეყოს. ფეხსაცმელი არ აქვთ ბავშვებს.
 „პრინცესული“ ფეხსაცმელი თუ გვექნება, არასდროს გავიხდით, გპირდებით“
- ბავშვების მამა არ გეხმარებათ?
ხატია: ალიმენტსაც კი არ იხდის. რომელ დახმარებაზეა ლაპარაკი?
- საერთოდ არავინ არ გეხმარებათ?
ხატია: დედა, როცა შეუძლია. მასაც უამრავი პრობლემა აქვს. მიჩვეული ვარ უკვე, რომ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია და არავის იმედი არ უნდა მქონდეს. საჩუქარი საერთოდ არ ვიცი, რა არის..
         - რა საჩუქარს ისურვებდით საახალწლოდ?
          ხატია: არ ვიცი... აი, მართლა. ჩემთვის არასდროს არავის არაფერი უჩუქებია. ჩემი ერთადერთი ოცნება, სარეცხი მანქანაა! მშვენივრად ვიცი, რომ ამხელა თანხას ვერასდროს შევაგროვებ, ჩემნაირ ქალებს კი, ასეთ ძვირფას საჩუქრებს არავინ ჩუქნის. ამიტომაც, ისევ ხელით გავრეცხავ, როგორც აქამდე ვრეცხავდი.
          - ვფიქრობ, ჩვენი ფონდის მეგობრებისთვის და მკითხველებისთვის, აუხდენელი ოცნებები არ არსებობს! ბევრი ფული რომ გქონდეთ, რას გააკეთებდით უპირველეს ყოვლისა?
           ხატია: ბევრი?.. პირველ რიგში, ნათიას ექიმთან წავიყვანდი. თითების თანდაყოლილი დეფექტი აქვს. მითხრეს, რომ კოსმეტიკური ოპერაცია დასჭირდება, თითები რომ განაცალკევონ. მე კი, იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ უბრალოდ ჩამოვიდე კახეთიდან თბილისში და ექიმთან ვიზიტის საფასური გადავიხადო.
 „ნებისმიერ დროს შეიძლება ამ ნაკლის გამოსწორება. მაგრამ ძალიან მინდა, რომ ლამაზი თითები ჰქონდეს მანამ, სანამ გაიგებს, რომ სხვებს არა ჰგავს. ფიზიკური ნაკლი, გოგონასთვის, ტრაგედიაა“
         - ექიმთან მისვლა რა ჯდება?
         ხატია: ალბათ, 100 ლარი, მგზავრობისა და ექიმის კონსულტაციის საფასურიც რომ ჩავთვალოთ. იქ შეიძლება მითხრან, რომ ჯერ ადრეა. მე კი, ფულის უაზროდ დახარჯვის საშუალება არ მაქვს. ასი ლარი ხომ, მთელი თვის პურის ფულია! არაფერი არ სტკივა, რაც მთავარია, ეს მას არ უქმნის დისკომფორტს. ყველაზე მეტად, ნათიას შიმშილი აწუხებს! როცა შია, პურის ქერქსაც კი ვერ ვაძლევ - საშინელება ეს არის! ანანო კი, როცა შია ნათიაზე უფრო ხმამაღლა ტირის!
 „მშია, დედიკო, მშია!!!“
         - შევაჯამოთ. ასე ვთქვათ, ჩამოვწეროთ სურვილების სია.
         ხატია: სარეცხი მანქანა, პამპერსი, პროდუქტი, ფეხსაცმელი და კანფეტი. სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.
         მარიამი: ძროხიანი და მარწყვიანი კანფეტი, არ დაგავიწყდეს! ყველას რომ გვეყოს. როდის მოგვიტან ამ ყველაფერს? და კიდევ „პრინცსეული“ ფეხსაცმელი მინდა!
- ვფიქრობ, ბევრ ადამიანს მოუნდება, ჩემს გარდა, კანფეტები რომ მოგიტანონ. იცი, საქართველოში რამდენი კეთილი დეიდა და ბიძია ცხოვრობს?
მარიამი: ასი ცალი?
- მეტიც! აი ნახავ! მერე შენ თვითონ დაითვალე.
 „შენს დეიდებს უთხარი, რომ „ბაიკოც“ მომიტანონ“
***
        შიში... დედიკოს შიშით ევსება გული. შიშით, პატარების ჯანმრთელობის და გაურკვეველი მომავლის გამო. ფული საიდან უნდა მოიტანოს? რა ქნას? კეთილი ადამიანები და მათი დახმარება - მისი უკანასკნელი იმედია. იმ ადამიანების იმედი, ვინც არ განიკითხავს, ვინც მიიღებს! სწორედ ისინი არიან უფლის შვილები. იყიდეთ ერთი ცალი კანფეტით მეტი და აჩუქეთ ნამდვილი დღესასწაული 5 წლის მარიამს, 4 წლის ანანოს და ერთი წლის ნათიას. როდესაც გაიზრდებიან, კარგი მოგონება დარჩებათ და საკუთარ შვილებსაც მოუყვებიან.
ხატია ხატიაშვილს და მის პატარებს სჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება: ბავშვის კვება და პამპერსი, პროდუქტი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
         შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ ოჯახს დახმარება. მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაკირი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარა მარიამს, ანანოს და ნათიას, რომ სასწაულები ხდება! რომ შესაძლებელია, მათაც ჰქონდეს ისეთივე ლამაზი ბავშვობა, როგორიც აქვთ სხვა გოგონებს! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. აჩვენეთ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
        გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით 
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
          სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: