მშიერი ბავშვები ზამთარს ვერ გადაიტანენ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მშიერი ბავშვები ზამთარს ვერ გადაიტანენ!

page info icon
2016 დეკემბერი 12
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში „სოცილური პარტნიორობა“ სულ უფრო ხშირად დახმარების თხოვნით მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები მოგვმართავენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,769 ₾
( 176 დონორი )
დასრულებულია

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში „სოცილური პარტნიორობა“ სულ უფრო ხშირად დახმარების თხოვნით მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები მოგვმართავენ. ყველას თავისი დარდი და გასაჭირი აქვს. ზოგი ბავშვებისთვის წამლებს ვერ ყიდულობს, ზოგს თანხა არ ჰყოფნის ოთახის გასათბობად, ხოგი კი მხოლოდ პურზე ოცნებობს.

ხოსიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მათი მდგომარეობა ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მძიმდება.

6 არასრულწლოვანი ბავშვი, მათი დედ–მამა და ორი ბებია, ხანძრისგან დაზიანებულ სახლში ცხოვრობენ, რომელიც ყოფილ ნაგავსაყრელზე, ელიას ტერიტორიაზე მდებარეობს. ბანქოს სახლი უფრო მყარია ვიდრე ეს ძველი და ნახევრად დანგრეული ქოხი. ის ნებისმიერ წუთში შესაძლოა ჩამოიშალოს და ნანგრევებს ქვეშ 10 ადამიანი მოიყოლოს. მათ „სახლში“ სადაც გაჩერებაც კი სახიფათია, არცერთი მთელი კედელი არ არის, ჭერიდან წყალი ჩამოდის ხოლო იატაკი ფეხქვეში იშლება.

ამ პირობებში ჟანა და გურამი 6 არაჩვეულებრივ ბავშვს ზრდიან. ნიკოლოზს, მარიამს, გიორგის, გელას, ბარბარეს და 10 თვის გაბრიელს. ერთადერთი რაზეც ბავშვები  ოცნებობენ, რომ სახლში ყოველთვის ჰქონდეთ საჭმელი. მათ კარგად იციან რა არის შიმშილი და არერთხელ დაუძინიათ მშივრებს.

ჯანმრთელობის პრობლმების გამო, მამას ფიზიკურად შრომა არ შეუძლია, ის ბოთლებს აგროვებს და აბარებს, რომ სახლში პური მაინც მოიტანოს.

სახლში პრაქტიკულად ავეჯი არ აქვთ. ბავშვებს იატაკზე უხდებათ ძილი რის გამოც ხშირად ავად ხდებიან.

მატერიალური სიდუხჭირისა და არაადამიანური საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, ჟანა და გურამი შვილებს დიდი სიყვარულით ზრდიან. ბავშები ძალიან ჭკვიანები არიან, კარგად სწავლობენ და ისინი ძალიან უყვართ მასწავლებლებს და მეგობრებს.

ხოსიაშვილების ოჯახითვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დახმარება. მათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ტანსაცმელი და საწოლები სჭირდებათ.

ნახეთ ამ ოჯახის ფოტოები. აქ ზედმეტი სიტყვები საჭირო აღარაა! თქვენ თავად დარწმუნდებით რომ დახმარების გარეშე ეს ოჯახი ზამთარს ვერ გადაიტანს.

ჩვენი ფონდი მოგიწოდებთ ყველა გულისხმიერ ადამიანს, თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხოსიაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ საიტიდან  https://fsp.ge/ge/donate/166/

გამოიჩინეთ გულისხმიერება და დიდსულოვნება და დაეხმარეთ ამ ბავშვებს. 


მსგავსი პროექტები: