საოჯახო ტიპის სახლების კომუნალური ხარჯები - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საოჯახო ტიპის სახლების კომუნალური ხარჯები

page info icon
2016 დეკემბერი 1
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი უკვე 5 წელია სასიცოცხლოდ აუცილებელ დახმარებას უწევს 700 მარტოხელა მოხუცს და...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,731 ₾
( 71 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია სასიცოცხლოდ აუცილებელ დახმარებას უწევს 700 მარტოხელა მოხუცს და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს.

თბილისსა და ქობულეთში ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც 30 ბავშვი კომფორტულ პირობებში ცხოვრობს, იღებს ყველაფერს, რაც საჭიროა სრულფასოვანი განვითარებისთვის: 4-ჯერადი ბალანსირებულიკვება, ხარისხიანიგანათლება, ახალიტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ეს ბავშვები ჩვენ დავიხსენით გაუსაძლის პირობებში ცხოვრებისგან და მათ ნათელი მომავლის და უკეთესი ცხოვრების იმედი ჩავუსახეთ!

ზამთრის დადგომასთან ერთად, ჩვენი კომუნალური ხარჯები, ბავშვთა სახლების გასათბობად საგრძნობლად გაიზარდა. ამიტომ ფონდი მოგიწოდებთ ყველა გულისხმიერ ადამიანს,  გვერდში დაგვიდგეთდა ერთად ვიზრუნოთ ამ მიუსაფარ ბავშვებზე, ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობაა!

თუ გაქვთ საშუალება გაათბოთ ჩვენი პატარები, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობლების სითბოსა და მზრუნველობას,  თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საოჯახო ტიპის სახლების კომუნალური გადასახადები) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/163/

იმედი გვაქვს, რომ ამ სიტყვებს დიდი კომპანიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მფლობელებიც წაიკითხავენ და ნაწილობრივ მაინც შეძლებენ კომუნალური გადასახადების კომპენსირებას.

პატარა წვლილის შეტანითაც კი, თქვენ გეცოდინებათ, რომ დაუცველი ბავშვები თბილ და მყუდრო სახლში ცხოვრობენ, რომელიც ყურადღებით და სიყვარულით მათთვის თქვენ გაათბეთ.

ნებისმიერი სახის დახმარება უდიდესი მხარდაჭერა იქნება!