სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა! ნუთუ ის არ იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ცხოვრებას ტკივილის გარეშე?!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ გავაკეთეთ იმდენი, რაც თქვენ მოახერხეთ პროექტის მსვლელობის დროს!“
„ცხრა ოპერაციის შემდეგ, იმის მერე, რაც ჩემს მეუღლეს ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ორივე ფეხი, უკვე აღარ მეგონა, ამქვეყნად საერთოდ რამე თუ გაახარებდა,“ - ამბობს ნათელა.
ნათელა: მუდამ გაღიზიანებული იყო თეიმურაზი, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყველაფერზე ბრაზობდა, სულ ჩხუბობდა. თქვენ კი, მისი ნატანჯი გულისკენ გზა გამონახეთ, ცოტა ხნით მაინც დაავიწყეთ ყოველდღიური ტანჯვა, სულიერი სითბო აჩუქეთ.
დილაადრიან რომ მოგიკაკუნებს კარზე ადამიანი, პროდუქტებით სავსე დიდ პარკს მოგიტანს და გეტყვის, რომ ჰოლანდიიდან თავისი ძმის სასწრაფო თხოვნას ასრულებს, რომ ამსტერდამში მისი ძმა, თავად კი თბილისში, ორივე ძალიან განიცდიან ბატონი თეიმურაზის მდგომარეობას, ამის მერე, როგორ უნდა გინდოდეს სიკვდილი?! თეიმურაზი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა, იღიმის, თბილად საუბრობს.
ბევრი თქვენგანი, მორალურად ძალიან დაგვიდგა მხარში! დაწვრილებით უნდა გიამბოთ, როგორ შეიცვალა ჩვენი საყოფაცხოვრებო პირობები...
- ქალბატონო ნათელა, ამ არაჩვეულებრივი ძმების სახელები თუ იცით? გაგვიხარდება სხვა მკითხველების გვარებსაც თუ გვეტყვით, ვინც დახმარება სასწრაფოდ გაგიწიათ.
ნათელა: მღვდელს, რომელიც ამსტერდამში ცხოვრობს - გიორგი ნიკოლაძე ჰქვია, მის ძმას - ზაზა ნიკოლაძე. აი, აქ, ფურცელზე მიწერია, რომ არ დამავიწყდეს, ელენე რიჟავა. მან ჰოლანდიიდან ახალი ეტლი გამოგვიგზავნა. უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილი უფრო მალე მოვიდა ჩვენამდე, ვიდრე სახელმწიფოსგან მივიღებდით! არადა, როგორც უნარშეზღუდულს, თეიმურაზს ეკუთვნის. გაზაფხულზე, შეფუთვას გავხსნით და გარეთ გასასვლელადაც მოვსინჯავთ ამ ეტლს, ახლა ხომ, ყველგან ტალახია.
ჩვენი ემიგრანტები ძალიან აქტიურობდნენ, ბევრჯერ დაგვირეკეს და დაგვეხმარნენ იტალიიდან. ვაიბერითა და სკაიპით გვესაუბრებოდნენ, თბილი სიტყვებით მამხნევებდნენ. უფალი და წმინდა ღვითისმშობელი გფარავდეთ იქ, საზღვარგარეთ, შეგეწიოთ წმინდა გიორგის და წმინდა ნინოს მადლი და ლოცვა, ყველანაირი გასაჭირისგან დაგიფაროთ. დრო რომ მოვა, მშვიდობით დაგაბრუნოთ მშობლიურ მიწა-წყალზე.
ალექსანდრე ჯოჯიშვილი და ნუგზარ კოპაძე - აქვე, ხაშურში ცხოვრობენ. პროექტის დაწყების დღიდან ყოველთვე გვსტუმრობენ. ნაცნობებთან და მეგობრებთან ერთად თანხას აგროვებენ და პროდუქტი მოაქვთ. მათი დამსახურებით, დავაგემოვნეთ საჭმელი, რომლის გემოც წლებია დავიწყებული გვქონდა: ქათამი, ძეხვი, ხორცის ნახევარფაბრიკატები... ძალიან დავახლოვდით! ჩვენი ოჯახის წევრები არიან. გულს არ სურს თბილ ადამიანებთან განშორება. არცერთი თქვენგანის დაკარგვა არ მინდა. თქვენ გვმატებთ რწმენას იმისა, რომ მარტონი არ ვართ.
არაჩვეულებრივ ქალბტონს გაგაცნობთ. ჩვენი ინგა ბეგლარიშვილი. ტორტი მოგვართვა საახალწლოდ. ჩვენს სახლში ცოტა ხანი რომ დაჰყო, მიხვდა, რომ საშინლად ციოდა და ახალი შეშის ღუმელი მოგვიტანა. მანაც თანხა შეაგროვა და ეს შესანიშნავი საჩუქარი მოგვართვა! მე და ჩემი მეუღლე გავთბით, ბოლოს და ბოლოს.
– ბატონი თეიმურაზის განწყობა დღეს როგორია? ჩემთან გასაუბრების სურვილი თუ აქვს?
თეიმურაზი: რა გითხრათ ჩემმა მეუღლემ? იმდენად გაღიზიანებული არისო ავადმყოფობის გამო, რომ ლაპარაკიც კი არ შეუძლია? ეს ჩვენი ოჯახური კამათია, ყოველდღიური... მე კი, რის თქმა მინდა: ერთი წესიერი ნივთიც კი არ იყო ჩვენს სახლში, ყველაფერი იყო ძველი და დამტვრეული, ერთიანად ნაგავსაყრელზე გასატანი. თქვენ კი, ძველი ნივთები მოგვაშორეთ და ყველაფერი ახალი მოგვიტანეთ.
როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ჩვენთვის აქამდე უცნობ კომფორტზეა საუბარი? არა, ეს უდიდესი მორალური მხარდაჭერაა ჩემთვის. ჯანმრთელობას ვერასდროს დავიბრუნებ, თქვენი დახმარების გარეშე კი, სიცოცხლესაც გამოვესალმებოდი. იმიტომ, რომ სულიერად დაღლილი ვიყავი და ყველაფერზე მქონდა ჩაქნეული ხელი. თქვენ ძალა შემმატეთ! თურმე, ასეთი საშინელი პრობლემებითაც კი, ადამიანი შეიძლება ხელახლა დაიბადოს.
- კარგია, რომ კვლავ გაგიჩნდათ სიცოცხლისა და ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი!
ნათელა: თუნდაც ის, რომ უბრალოდ მშვიდად სძინავს უკვე დიდი ბედნიერება არის! ჩვენი ძველი რკინის საწოლების ბადე დაზიანებული და მავთულით გადაბმული იყო. თავი ერთი საწოლის, ბადე მეორის, ყველაფერი ასჯერ ხელახლა შედუღებული... უნარშეზღუდული კაცისთვის ნამდვილი სატანჯველი! ახლა, ადამიანურად გვძინავს: ახალი საწოლები ფართოა, რბილი და თბილი. ლეიბები, საბნები - ყველაფერი ახალია, თვალსაც რომ უხარია და გულსაც.
თეიმურაზი მთელი დღე სახლშია... რა უნდა აკეთოს? ისევ ჩემზე იყრიდა ჯავრებს. რა კარგია ტელევიზორი, იცით? ახალ ამბებს რომ უყურებს, იმდენის გაკიცხვა უნდა! ასე რომ, ლანძღოს, მე კი ჩემს საქმეს გავაკეთებ. უყურებს ქართულ და უცხოურ ფილმებს. საამისოდ მხედველობა აქვს, მე კი მხოლოდ ხმას ვუსმენ. ხომ ხედავ, ვამბობ, რამხელა უპირატესობა გაქვს (იღიმის).
ჩვენი ძველი კარადა 20 ლარად მქონდა ნაყიდი, მეორადი. თაროები არ ჰქონდა, ფიცრები ჩვენ მივაჭედეთ. რამდენჯერ - „ბრახ“ - და ჩამოვარდა. ახლა კი, ორი ახალი კარადა გვაქვს, ტახტიდან და ჩანთებიდან ტანსაცმელი ამოვალაგე და ადამიანურად დავკიდე.
ახალი წყლის გამაცხელებელი გვიყიდეთ აბანოსთვის. კონტრასტულ შხაპს ან, კიდევ უარესი, ცივ შხაპს აღარ ვიღებთ; ეს გამაცხელებელი კარგად მუშაობს. მკითხველების ნაჩუქარი ერთ-ერთი მეორადი ეტლი, გამოგვადგა აბაზანისთვის, მეუღლეს იმ ეტლით ვაბანავებ...
– ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მკითხველების დახმარება რომ არა, ბატონი თეიმურაზი ეტლის გარეშე დარჩებოდა. ხელისუფლებისგან რა პასუხი მიიღეთ, რატომ არ ეკუთვნის?
ნათელა: რა თქმა უნდა, განცხადება დავწერე, 100% გვეკუთვნის. ყველა საბუთი შევაგროვე და გავუგზავნე ჯანდაცვის სამინისტროს. მაგრამ, ეტლის მიღება არც ისე იოლია. ისევ მე თვითონ ვრეკავ ცხელ ხაზზე, ვღელავ, ვნერვიულობ, მაგრამ დიდად არ ჩქარობენ...
დიახ, რომ არა მკითხველები, ჩემი მეუღლე დარჩებოდა მუდმივად აუცილებელი დიაბეტის მედიკამენტების გარეშე, რომლის გარეშეც, ცხოვრება არ შეუძლია. რასაც სახელმწიფო პროგრამით იღებს, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ჰყოფნის. მერე როგორღა უნდა იცოცხლოს? ეჰ... მადლობელი ვარ, რომ ჩემი მეუღლისთვის შაქრიანი დიაბეტის, კუჭის და სისხლის გამათხიერებელი წამლების ერთი წლის მარაგი მოგვაწოდეთ...
როგორც საკუთარი ოჯახისთვის, ისე ვლოცულობ ყოველ საღამოს თქვენთვის. ჩემს ლოცვებში კეთილდღეობას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვთხოვ თქვენთვის ღმერთს. სიცოცხლის ბოლომდე არ დაგივიწყებთ და მუდამ დაგლოცავთ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ გავაკეთეთ იმდენი, რაც თქვენ რამდენიმე თვეში შეძელით.
– ქალბატონო ნათელა, კიდევ რა სახის დახმარება გჭირდებათ სასწრაფოდ?
ნათელა: სახურავი ჯერ ვერ შევაკეთეთ, სახლის კედლები ისევ სველდება და ისევ ტაშტები მიდგას ყველგან. სამშენებლო მასალა გთხოვეთ და მაშინვე მოგვაწოდეთ. მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ ხის მასალაც გვჭირდებოდა, ხეც დამპალია და გამოსაცვლელი, ხელოსანმა ასე გვითხრა. ისევ თქვენ თუ დაგვეხმარებით, ჩვენ ხომ, საამისოდ არ გვაქვს არც ძალა, არც საშუალება, დაბნეულები ვართ ...
მეუღლის თავგანწირული სიყვარული თეიმურაზს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. თითქმის სრულიად უსინათლო ნათელა (ერთ თვალში ჯერ კიდევ აქვს 2% მხედველობა) დღედაღამ შრომობს, უვლის უნარშეზღუდულ ქმარს. თქვენი დახმარების გარეშე, ტრაგიკულად დასრულდებოდა ეს ყველაფერი. ამ არაჩვეულებრივ ცოლ-ქმარს, ამ ტკბილ მოხუცებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ დახმარება. მოდით, მათი სახლის დაზიანებული სახურავის პრობლემაც მოვაგვაროთ, რადგან ამის გამო, ყოველი ახალი დღე მათთვის ახალი განსაცდელია.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მესხების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 ოქტ 12 | პროდუქტები | 299.84 | transferred |
2023 ოქტ 24 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,670 | transferred |
2023 ოქტ 24 | საწოლი | 959 | transferred |
2023 ნოე 13 | გაზის გამათბობელი | 734 | transferred |
2023 ნოე 25 | კარადა | 900 | transferred |
2023 ნოე 28 | სამშენებლო მასალა | 3,315 | transferred |
2023 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 2,180 | paid |
2023 დეკ 17 | კარადა | 800 | transferred |
2023 დეკ 17 | მედიკამენტები | 306.32 | transferred |
2023 დეკ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 155 | paid |
2024 იან 10 | საბნები და ლეიბი | 400 | transferred |
სულ ხარჯი: 11,719.16 ₾
დარჩა 0.49 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2024 თებ 19 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2024 თებ 16 | არდემანაშვილი გვანცა | 10 | Transfer to account |
2024 თებ 16 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
2024 იან 18 | აბშილავა ნინო | 1 | Transfer to account |
2024 იან 1 | ფრანგიშვილი კასიონ | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 28 | ჭანტურია ზურაბი | 3 | Transfer to account |
2023 დეკ 25 | პაპაშვილი თამარ | 100 | Transfer to account |
2023 დეკ 20 | ქრისტინე სხირელი | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 14 | თეა გუბელაძე | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 14 | გიორგაძე ნინო | 50 | Transfer to account |
2023 დეკ 11 | ლორთქიფანიძე ლუკა | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 11 | უშიკიშვილი იოსები | 2 | Transfer to account |
2023 დეკ 11 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2023 დეკ 11 | ლაშა კრასინსკი | 3 | Transfer to account |
2023 დეკ 11 | ნათია თევზაძე | 500 | Transfer to account |
2023 დეკ 11 | სალომე ღვინიაშვილი | 5 | Transfer to account |
2023 დეკ 11 | ი/მ თამარ თალაკვაძე | 10 | Transfer to account |
2023 დეკ 10 | თამარ გუგუშვილი | 30 | Transfer to account |
2023 დეკ 10 | თათანაშვილი ვანო | 1 | Transfer to account |
2023 დეკ 4 | უშიკიშვილი იოსები | 3 | Transfer to account |
2023 დეკ 1 | გოგისვანიძე ვახტანგი | 1 | Transfer to account |
2023 ნოე 5 | ლანა ბურჯანაძე | 5 | Transfer to account |
2023 ოქტ 30 | შალამბერიძე ირაკლი | 2.5 | Transfer to account |
2023 ოქტ 27 | მედეა სულაქველიძე | 10 | Transfer to account |
2023 ოქტ 25 | ტერმინალი | 20 | Transfer to account |
2023 ოქტ 23 | მარიამ დევდარიანი | 3 | Transfer to account |
2023 ოქტ 20 | ნანიევი ნათია | 20 | Transfer to account |
2023 ოქტ 16 | ფარტენაძე მამუკა | 1 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | ფაიქრიძე ნონა | 6 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | მიქავა მონიკა | 20 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 11,719.65 ₾
დარჩა 0.49 ₾
მსგავსი პროექტები:
|