ჩვენი ერთობლივი დახმარება სჭირდება საწოლს მიჯაჭვულ, მძიმედ დაავადებულ, მარტოხელა ლამარა ბებოს. რა თქმა უნდა, ასეთ სიბერეზე სულაც არ ოცნებობდა
ჩვენი ერთობლივი დახმარება სჭირდება საწოლს მიჯაჭვულ, მძიმედ დაავადებულ, მარტოხელა ლამარა ბებოს. რა თქმა უნდა, ასეთ სიბერეზე სულაც არ ოცნებობდა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
- ამბობს ლამარა ბებო ძალიან ჩუმად და მშრალ თვალებს ისრესს. მას შემდეგ 17 წელია გასული და ტირილიც კი აღარ შეუძლია, ცრემლები გაუშრა. ის სიბნელეში წევს და შინაგანად, უხმოდ ტირის. სიკვიდლი უნდა და იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვინც დაკარგა, მაგრამ სიკვდილიც არ ეკარება და უსასრულო ტანჯვისთვის წირავს.
ამ სამყაროში, სადაც სიხარული და ტკივილი ერთმანეთს ერწყმის, ასებობს ისეთი გულსაკლავი ისტორიები, რომელიც დაგვაფიქრებს რაოდენ ცვალებადია ადამიანის ყოფა. ლამარა შელიას ისტორია, მარტოობისა და გაუსაძლისი ტკივილის ისტორია გახლავთ. 17 წლის წინ, ლამარამ დაკარგა ყველაზე ძვირფასი, რაც კი შეიძლება გააჩნდეს დედას - მისი ერთადერთი შვილი 23 წლის ასაკში გარდაიცვალა, ყველაზე საშინელმა და ვერაგმა დაავადებამ, კიბომ წაართვა ცხოვრების ერთადერთი სინათლე და დაუტოვა მხოლოდ ტკივილი და სიცარიელე.
ლამარა: იმხელა გეგმები ჰქონდა ჩემს საბრალო ბიჭს... ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა. მეუბნებოდა: „დე, რამდენ შვილიშვილს გაზრდი?“ მე ვპასუხობდი: „ათი იყოს, თუ გინდა“. მეც ერთადერთი შვილი ვიყავი ოჯახში და შვილიც მხოლოდ ერთი მყავდა... მაგრამ, ყველა ოცნება გაქრა ჩემს შვილთან ერთად.
- გვიამბეთ თქვენს შვილზე. რა მოგონებებს ინახავთ გულში?
ლამარა: ჩემი შვილი ანგელოზი იყო, მაგრამ მისი ცხოვრება ასეთი ხანმოკლე აღმოჩნდა. გული მიკვდება ყოველთვის, როდესაც მახსენდება მისი ღიმილი. ვოცნებობ, ისევ გავიგო მისი სიცილის ხმა და კიდევ ერთი დღე მაინც გავატარო მის გვერდით. მოუთმენლად ველოდები სიკვდილს. ღმერთი ხომ ამბობს, რომ აუცილებლად შევხვდებით მათ, ვინც გვიყვარდა.
- ტრაგედიამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრება?
ლამარა: სანამ კიბო ერთადერთ შვილს წამართმევდა, ჩემი ცხოვრება ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე იყო. ჩემი ბიჭი იყო ჩემი ცხოვრების სინათლე და მომავლის იმედი, მოულოდნელად დავკარგე და გულში მოუშუშებელი იარა დამრჩა.
- როგორ შეეგუეთ საყვარელი ადამიანების დაკარგვას? რა არის თქვენი საარსებო წყარო?
ლამარა: ფუჭია ჩემი ცხოვრება მათი სიკვდილის მერე. ვინ ვარ ახლა? ვის ვჭირდები? რისთვის ვცოცხლობ? პენსიის თანხა პამპერსებზე ძლივს მყოფნის. აი, დენიც გამითიშეს გადაუხდელობის გამო. ველოდები, შემწეობის თანხის ჩარიცხვას, რომ გადავიხადო. ვწევარ, სიბნელეში. დილით მეზობელი შემოდის ხოლმე. პამპერსს მიცვლის და მაჭმევს... მერე საღამომდე ასე, მარტო ვწევარ. ტელევიზორიც კი არ მაქვს, მის ხმას მაინც რომ მოვუსმინო.
- მარტოობას როგორ უმკლავდებით? მეგობრები თუ გყავთ, ან ნათესავები, მათ თუ ესაუბრებით ხოლმე?
ლამარა: საერთოდ არავინ მყავს არც და, არც ძმა... ერთადერთი შვილი მყავდა და ისიც უფალმა წაიყვანა. მხოლოდ მეზობლები ზრუნავენ ჩემზე. ისინი რომ არ მაჭმევდნენ და არ მასუფთავებდნენ, სიბინძურეში, შიმშილით ამომხდებოდა სული. უკვე ერთი წელია ვერ ვდგები ლოგინიდან. მთელი ერთი წელი! ბევრი ნათესავი არ გააკეთებს იმას, რასაც ჩემთვის მეზობლები აკეთებენ. ისე მრცხვენია. სულ ვტირი და ბოდიშს ვუხდი, ასე რომ ვაწუხებ... მაგრამ, რა ვქნა? საპირფარეშოში გასვლა არ შემიძლია, პამპერსს კი გამოცვლა უნდა. მხოლოდ მათი მზრუნველობა მაცოცხლებს დღემდე, სრულიად უმწეო ვარ. ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, მეც მოვკვდი და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ისევ მათ გვერდით ვიყო.
- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც თქვენსავით განიცდის უდიდეს ტკივილს და მარტოობას?
ლამარა: ღმერთს არასოდეს დაემდუროთ. გიყვარდეთ და დაელოდეთ, რომ ოდესმე, აუცილებლად კვლავ შეხვდებით თქვენს საყვარელ ადამიანებს.
- რა შეგიმსუბუქებთ ტანჯვას ცოტათი მაინც?
ლამარა: მოხერხებული საწოლი, ბალიში და საბანი. ტელევიზორის ხმას მაინც თუ მოვუსმენ, სანამ საღამოს მეზობლები მოვლენ, რომ მაჭამონ. არ მაქვს არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... მაგრამ, რა სალაპარაკოა. ნუ მიწყენთ, მოხუცებულ ქალს.
* * *
დღეს ლამარა შელია არის სრულიად მარტო და უმწეო. უკვე ერთი წელია, ლოგინად არის ჩავარდნილი, არც წამოდგომა შეუძლია, არც დაჯდომა. ყოველი დღე ბრძოლის ველად ექცა და უმარტივეს საქმესაც კი ვეღარ უმკლავდება. მხოლოდ მეზობლები ზრუნავენ მასზე, პამპერსს უცვლიან და აჭმევენ. ისინი არიან მისი ერთადერთი კავშირი სამყაროსთან, რომელსაც თავად ვეღარ აღიქვამს.
უდიდესი ტკივილის მიუხედავად, მისი სიკეთე და სიყვარული უცვლელი დარჩა და იმსახურებს აღფრთოვანებას. ლამარა უყვარს ყველას, ვინც კი მას იცნობს. ის იზიდავს ადამაინურ სითბოს და მზრუნველობას.
ლამარა შელიას ცხოვრება არის გაუსაძლისი ტკივილის, მარტოობისა და დიდი განსაცდელის ისტორია. მისი ცრემლები უხმობს ჩვენს გულებს და შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნად გულისხმიერება და თანადგომა, რამდენი ადამიანი იტანჯება უხმოდ. შესაძლოა, ლამარას ამბავმა გამოაფხიზლოს ჩვენი გრძნობები და შეგვახსენოს, რომ უნდა გავუწოდოთ ხელი მათ, ვინც ებრძვის ტკივილს და მარტოობას, რათა მათ იგრძნონ, რომ მიტოვებულები და მივიწყებულები არ დარჩებიან, ჩვენ კი ეს დაგვაახლოვებს უფალთან!
თუ გსურთ მოინახულოთ ეს ქალბატონი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: ზუგდიდი, ჯიჭონაიას (ყოფილი დეკაბრისტების) ქ. 17.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლამარა შელია)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
მსგავსი პროექტები:
|