მეცნიერებმა ზურგის ტვინის დაზიანების მქონე თაგვებისთვის სიარულის უნარის აღდგენის ხერხი აღმოაჩინეს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეცნიერებმა ზურგის ტვინის დაზიანების მქონე თაგვებისთვის სიარულის უნარის აღდგენის ხერხი აღმოაჩინეს image

მეცნიერებმა ზურგის ტვინის დაზიანების მქონე თაგვებისთვის სიარულის უნარის აღდგენის ხერხი აღმოაჩინეს

7 თვის წინ
სიახლეები

მეცნიერებმა ზურგის ტვინის დაზიანების მქონე თაგვებისთვის სიარულის უნარის აღდგენის ხერხი აღმოაჩინეს. 

ამისათვის კი, მღრღნელებს აღუდგინეს სპეციალური ნეირონები

მეცნიერებმა შეძლეს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე თაგვებისთვის სიარულის უნარის აღდგენა. ჰარვარდის, ლოს ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლის ნეირომეცნიერებმა თავიანთი კვლევა გამოაქვეყნეს.

ჯერ კიდევ 2018 წელს მეცნიერებმა მიაგნეს აქსონების აღდგენის გზას - ნერვული ბოჭკოების, რომლებიც გადასცემენ ელექტრო სიგნალებს მთელ სხეულში. მკვლევარებმა შეძლეს სპეციალური ბიომასალის შექმნა, რომელიც თაგვებზე გამოსცადეს. თუმცა, მეცნიერებმა ვერ შეძლეს ზოგიერთი მოძრაობის ფუნქციის აღდგენა.

მაშინ, ნეირომეცნიერებმა უბრალოდ შექმნეს თაგვების ორგანიზმში გარემო, რომელიც იძლევა აქსონებს რეგენერაციის საშუალებას. თუმცა, ამას დიდი წარმატება არ მოუტანია გადაადგილების ფუნქციის აღდგენაში. ამჯერად, მეცნიერები ცდილობდნენ აღედგინათ აქსონები ისე, რომ ბოჭკოები დაუკავშირდეს იმ ზონებს, რომლებთანაც ტრავმის გამო, კავშირი დაკარგულია.

მკვლევარებმა ცდა ჩაატარეს შედარებით მცირე დაზიანებების მქონე თაგვებზე, ასევე მღრღნელზე, რომლებსაც ზურგის ტვინის მძიმე დაზიანება ჰქონდათ. ორივე შემთხვევაში ცხოველებმა სიარულის ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენეს.


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ამ უზარმაზარ სამყაროში ამხელა უიმედობის სხვა მაგალითი არ მოიძებნება! ამხელა ადამიანური ტკივილის სხვა მაგალითი არ არსებობს! არ არსებობს მაგალითი ახალგაზრდა ქალის ასეთი თავგანწირვისა, რომელმაც მძიმედ დაავადებული დედისა და ძმის გასაჭირს საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა! ნუთუ ჩვენ შევძლებთ, გვერდი გულგრილად ავუაროთ?.. ჩვენ გარდა ხომ ამ საბრალო ადამიანებს ვერავინ დაეხმარება!!!
მას შემდეგ, რაც 6 წლის წინ, ინსულტი გადაიტანა და მეუღლე გარდაეცვალა, დედაჩემს აღარაფერი ახსოვს! იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ მის სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება, რადგან...
შეგროვებულია
864.14 ₾
დაეხმარა
83
მინდა დავეხმარო