ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ზოგჯერ, ცელფონით მიმაქვს წიგნები სკოლაში“ — 12 წლის ირაკლი, რომლის ყველა ოცნება ცეცხლში ჩაიწვა

„ზოგჯერ, ცელფონით მიმაქვს წიგნები სკოლაში“ — 12 წლის ირაკლი, რომლის ყველა ოცნება ცეცხლში ჩაიწვა

დაბადების დღე: 26.06.2011
შეგროვებულია:
183 ₾
(დონორი: 9)
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

„ზოგჯერ,  ცელფონით  მიმაქვს  წიგნები  სკოლაში“  —  12 წლის ირაკლი,  რომლის  ყველა  ოცნება  ცეცხლში ჩაიწვა

,,იმ ადგილს  გავყურებ, სადაც ჩემი სახლი იდგა  ხანძრამდე. ჩემი ოცნებებიც ცეცხლში ჩაიწვა“

,,მე  ირაკლი ვარ, 12 წლის.   მე ვარ  ის ბიჭი, რომელსაც  ოცნებების  ასრულების  აღარ  სჯერა.  ჩემი  ყველა  ოცნება, სურვილი და  იმედები,  რაც  ამ  12  წლის  განმავლობაში მქონდა,  ზუსტად  1  წამში ჩაიფერფლა  ცეცხლში.   მაგ დღეს ხანძარმა  არა მხოლოდ ჩემი სახლი   წამართვა, არამედ  ჩემი   ბავშვობაც  შეიწირა.    ჩემი  ყველაზე  დიდი ოცნებაა, რომ  ისევ მქონდეს  სახლი  სოფელ  ქვაბღაში.   ვერანაირი  ხანძარი  ვერ წამართმევს   ოცნებას  ჩემს სოფელზე.  იცით, რატომ?  იმიტომ რომ მე აქ დავიბადე.   ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერად თავს  მაშინ  ვგრძნობდი, როცა  ვხატავდი. ძალიან ბევრი  ნახატი მქონდა შესრულებული.  ჩემი თავის  ქება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ კონკურსებშიც  ვიმარჯვებდი.  ჩემი ყველა  ნახატი  ცეცხლში  ჩაიწვა იმ ავბედით  დღეს.   ახლა კი აღარც  სახატავი ფუნჯები  მაქვს  და  საერთოდ აღარაფერი, რაც  ხატვისთვის არის საჭირო. ჩემი  ოცნებაა,  ისევ შევძლო ხატვის  დაწყება.   ყველაზე  მეტად  ახლა  მსურს, რომ  მქონდეს  ახალი ტანსაცმელი და  ფეხსაცმელები,   რადგან რაც გამაჩნდა, ყველაფერი  ცეცხლში  დაიწვა. ნაჩუქარი   ტანსაცმელებით  დავდივარ  სკოლაში. ზოგი დიდი  მაქვს,  ზოგი  კი  —  პატარა.   ნეტა,  ერთ დღეს  გავიღვიძო  და  ახალი  ტანსაცმელები დამხვდეს  სახლში.  ვოცნებობ, ის დრო  დაბრუნდეს, როცა  სკოლაში კარგი  ფეხსაცმელით  და  ახალი  ჯინსის შარვლით  მივდიოდი.  ბოტასებზე   ვოცნებობ.  ერთი ბოტასიც კი აღარ მაქვს და  ისიც არ ვიცი,  ოდესმე თუ ისევ  მექნება.    ქუდიანი  სპორტული მაისური  მინდა, სპორტულ შარვალთან ერთად. სკოლის ჩანთაზე  შესაკრავი   გამიფუჭდა და  ზოგჯერ  ცელოფნით  მიმაქვს  წიგნები სკოლაში. მე სოფლელი  ბიჭი  ვარ და ახლა  უკვე     —  უსახლკარო.  მე რომ დიდი  გავიზრდები,  დიდ  სახლს  ავაშენებ  იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც  ჩემსავით  ყველაფერი  დაკარგეს  ხანძრის  დროს.  იცით, რატომ  ავაშენებ მათთვის სახლს? იმიტომ რომ მათ  არასდროს  ერქვათ   ჩემსავით   „უსახლკარო“. 

(დაიშნულება: ირაკლი დუმბაძე)