მოხუცების სურვილები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მოხუცებულთა ახდენილი სურვილები

მძიმე ავადმყოფი ბიჭის ბებიის ოცნება ახდა!
მძიმე ავადმყოფი ბიჭის ბებიის ოცნება ახდა!
მალარდო: ღმერთი ჩემს ლოცვებს შეისმენს! ზეცაში ხომ, ერთი ლოცვაც კი არ იკარგება! ჩემი დღე იწყება და მთავრდება ლოცვით - თქვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ვიცნობ. იცით, რა გააკეთეთ, ძვირფასებო? ან როგორ გააკეთეთ ეს? თქვენ ხომ, ეს ფული თქვენს ოჯახებს „წაართვით“ და ჩემს საბრალო შვილიშვილს მიეცით! როგორ მიჭირდა, რომ ვაჭმევდი და ვუცვლიდი იმ ძველ დანგრეულ ტახტზე! ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საწოლს მიჯაჭვული პაციენტებისთვის სპეციალური საწოლები არსებობს. ახლა, მოხერხებულად წევს და აღარაფერი სტკივა! ჩემი საბრალო ბიჭი.
შეგროვებულია
1,500.29 ₾

დონორი
81
ანგარიში
მოხუცი და მარტოსული ქართველი
მოხუცი და მარტოსული ქართველი "ბავშვების" უკანასკნელი სურვილები
ძალიან, ძალიან ცოტა დრო გვრჩება! იჩქარე და დაეხმარე მათ, მეგობარო!
შეგროვებულია
1,410.35 ₾

დონორი
108
ანგარიში
ახლა კი, ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ზამთარი უკანასაკნელი არ იყოს ჩემთვის!
ახლა კი, ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ზამთარი უკანასაკნელი არ იყოს ჩემთვის!
მეგონა, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღეები იყო და ეს ზამთარიც ბოლო იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. როგორ გავუძლებდი ამ ყინვებს? ავადმყოფი, მშიერი, გაყინული, არავის ვჭირდებოდი... როგორ ამბობენ? ერთი ჭიქა წყლის მომწოდებელიც არავინ ჰყავსო? აი, ზუსტად ჩემზეა ნათქვამი. ვფიქრობდი, იყოს ასე! რამდენ ხანს უნდა ვიტანჯო?! აღარც მახსოვს, ბოლოს საახალწლოდ როდის მქონდა კარგის მოლოდინი...
შეგროვებულია
1,369.7 ₾

დონორი
44
ანგარიში
ოცნების მრცხვენოდა. მაგრამ თქვენ აასრულეთ ჩემი ოცნებები და გეფიცებითб რამდენიმე წლით გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე!
ოცნების მრცხვენოდა. მაგრამ თქვენ აასრულეთ ჩემი ოცნებები და გეფიცებითб რამდენიმე წლით გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე!
როდესაც მკითხეს, რაზე ვოცნებობ, გამეცინა. ეს იყო სიმწრის, იმედგაცრუებისა და უსუსურობის სიცილი. ოცნება? ყოველდღე გადარჩენისთვის ვიბრძვი, რაზე უნდა ვიოცნებო?! რეალისტი ვარ და ერთადერთი, რაც ნამდვილად მჭირდება, არის საკვები, წამალი და საფენები. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც შეამსუბუქებს ჩემს ყოველდღიურ ტანჯვას. ოცნების კი მრცხვენოდა. მეგონა, რომ არავის ვჭირდებოდი ჩემი ოცნებებით და სასაცილოა. მერე რა, რომ არ გვაქვს წყლის გამაცხელებელი და დაბანა წამებაა ჩემთვის, ჩემი ავადმყოფი მეუღლისთვის და მისი დედისთვის, რომელიც კიბოთი კვდება. მერე რა, რომ მობილური ტელეფონი გაფუჭდა და შეიძლება სასწრაფოს ვერ დავუკავშირდე, თუ ცუდად გავხდი. თურმე, როგორ ვცდებოდი... ფონდმა შეკრიბა საუკეთესო ადამიანები, რომლებმაც ჩემი ოცნებები აასრულეს. რამდენიმე წლით გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე, გეფიცებით!
შეგროვებულია
1,305.75 ₾

დონორი
97
ანგარიში
თქვენ მე უკანასკნელი სურვილი ამისრულეთ!
თქვენ მე უკანასკნელი სურვილი ამისრულეთ!
ლიუნინა: რაღა დროსია ჩემი ოცნება? არ მეგონა, ვინმე თუ გამოეხმაურებოდა მოხუცის თხოვნას, ამქვეყნად ხომ, იმდენი მშიერი ბავშვია, შეჭირვებული ოჯახი! მაგრამ, საქართველოში დიდებული ადამიანები ცხოვრობენ! ასაკსაც პატივს სცემენ. როგორ ვიფიქრებდი, რომ მოხუცი ქალის, უცნობი მოხუცი ქალის სიტყვები შეძრავდა ადამიანების გულებს. მადლობას გიხდით, ჩემო ძვირფასებო, მადლობა, რომ არსებობთ. სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურებით, საქართველო ითვლება უდიდებულეს ქვეყნად!
შეგროვებულია
1,168.32 ₾

დონორი
50
ანგარიში
შვილი არასდროს მყოლია, მაგრამ ახლა, თქვენ ყველანი ხართ ჩემი შვილები!
შვილი არასდროს მყოლია, მაგრამ ახლა, თქვენ ყველანი ხართ ჩემი შვილები!
კლარა: სრულიად უცხო ადამიანების სიკეთემ გამითბო გული! ვერც ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელი იყო ჩემი ოცნების ახდენა! ახლა კი, კომფორტული, ზღაპრული ტახტი მაქვს. კეთილო ადამიანებო, მადლობას გიხდით, ამ საჩუქრისთვის! თან, როგორ გაწვალეთ... სიმაღლე ამდენი უნდა ჰქონდეს, განი იმდენი, ზუსტად ასეთი უნდა იყოს და არა სხვანაირი. ხანდახან მეგონა, რომ გეწყინებოდათ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ამხელა მოთმინებით, შვილებიც კი არ ეპყრობიან საკუთარ მშობლებს!
შეგროვებულია
1,016.2 ₾

დონორი
74
ანგარიში
ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის მკვდარი ვარ... ჩემში ერთადერთი ოცნება ცოცხლობს, როგორმე გამოვკვებო ჩემი დაობლებული შვილიშვილები
ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის მკვდარი ვარ... ჩემში ერთადერთი ოცნება ცოცხლობს, როგორმე გამოვკვებო ჩემი დაობლებული შვილიშვილები
ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის მკვდარი ვარ... ჩემში ერთადერთი ოცნება ცოცხლობს, როგორმე გამოვკვებო ჩემი დაობლებული შვილიშვილები
შეგროვებულია
1,000.04 ₾

დონორი
68
ანგარიში
ღმერთო, დალოცე ყველა, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს!
ღმერთო, დალოცე ყველა, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს!
იცით, რის თქმა მინდა თქვენთვის? ამ ბოლო დროს, იშვიათად ვახსენდებოდი ვინმეს. არავის ვჭირდებოდი და ასე, მშიერი და გაყინული ვატარებდი ჩემს უკანასკნელ დღეებს. ჩემს შვილს თავად არ ჰქონდა საჭმელი, საღამოს ცოტა მაინც რომ გადაედო ჩემთვის. ეს არის ცხოვრება? დედის გული როგორ არ გასკდა, არ ვიცი. არაფერი გვქონდა - არც საკვები, არც წამლები. ჩემი მობილური ტელეფონი კი, უკვე ლამის ასი წლისაა, ამიტომაც ხშირად ითიშება. ვფიქრობდი, რა მოხდება, უცებ ცუდად თუ გავხდი და ვერ დავურეკე ვერც ჩემს შვილს, ვერც სასწრაფო დახმარებას? როგორ ამბობენ? სინათლე გვირაბის ბოლოს? ის არსებობს! თქვენ გამოჩნდით როგორც სინათლის სხივი და თქვენი სიკეთითა და სიყვარულით, გაანათეთ ჩემი ცხოვრება. უკვე ვფიქრობდი, რომ დავიმსახურე ეს ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ თქვენ დამიბრუნეთ რწმენა, რომ ცოტათი მაინც ვიმსახურებ ბედნიერებას, გამახსენეთ ჩემი საყვარელი საჭმლის გემო და იმედი მაჩუქეთ, რომ მარტო არ ვარ. გვერდში მიდგას მთელი საქართველო, მსოფლიოში ყველაზე კეთილი ხალხი! ღმერთო, შენ დალოცე და დაიფარე ყველა, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს!
შეგროვებულია
992.18 ₾

დონორი
117
ანგარიში
ღმერთს შევებრალე და თქვენი თავი გამომიგზავნა!
ღმერთს შევებრალე და თქვენი თავი გამომიგზავნა!
იცით, რას გეტყვით, ჩემო კარგებო... ახალგაზრდები არ უნდა კვდებოდნენ, მოხუცებმა კი, შიმშილსა და არაადამიანურ პირობებში არ უნდა გაატარონ უკანასკნელი დღეები. ეს ნორმალური არ არის, ასე არ უნდა იყოს! ღმერთო, მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე და ღირსეული სიბერე არ დავიმსახურე? არავის შესტკიოდა ჩემზე გული თქვენამდე. ეტყობა, ღმერთს შევებრალე, ჩემი ლოცვები შეისმინა და თქვენი თავი გამომიგზავნა, საუკეთესო ადამიანებო! მადლობა! ახლა, როგორი ტექნიკა მაქვს?! ამ ყველაფერს ვერასდროს შევიძენდი, ხანდახან ხომ, პურის ფულიც კი არ მქონდა!
შეგროვებულია
924.72 ₾

დონორი
82
ანგარიში
თქვენ მაჩუქეთ სარეცხი მანქანა და შესაძლებლობა, ცხოვრების უკანასკნელი დღეები ღირსეულად რომ გავატარო
თქვენ მაჩუქეთ სარეცხი მანქანა და შესაძლებლობა, ცხოვრების უკანასკნელი დღეები ღირსეულად რომ გავატარო
- არ ვიცი რა ვთქვა, ჩემი ახალი დამხმარესთვის, მადლობა როგორ გადაგიხადოთ? ნამდვილი კოშმარი იყო. ხელები მიცახცახებდა, ყველაფრს გაყინულ წყალში ვრეცხავდი, მერე კი, რამდენიმე დღე ველოდებოდი, სანამ გაშრებოდა ამ ნესტში! ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, სწორედ თქვენი დამსახურებაა, საბოლოოდ, ბინძურ მაწანწალად რომ არ ვიქეცი!
შეგროვებულია
912.25 ₾

დონორი
47
ანგარიში
რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს
რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს
აკაკი: აი ასე ცხოვრობ, ცხოვრობ, ერთგულად ემსახურები სამშობლოს, მაგრამ გასაჭირში თუ ჩავარდი, არავის გაახსენდები. ყველა პირობას გვიქმნიან, რაც შეიძლება მალე რომ მოვკვდეთ. მითხარით, ბრძენო ადამიანებო, როგორ ვიცხოვროთ? როგორ არ მოვკვდეთ? ფეხი მაქვს მოტეხილი, გულის ოპერაცია გადავიტანე - შუნტირება. ჩემს მეუღლეს კი, ფეხი მოჰკვეთეს და მხედველობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ ინსულტმაც დაარტყა. ჩვენ 59 წლის ვართ - საპენსიო ასაკს ჯერ ვერ მივაღწიეთ, ამიტომ, მხოლოდ შშმ პირთა პენსიას ვიღებთ - თვეში 140 ლარს. ეს თანხა ჯანმრთელ ადამიანსაც არ ეყოფა. რა უნდა ვქნათ, როდესაც 140 ლარით მედიკამენტების ერთი კვირის მარაგსაც ვერ ვყიდულობთ? მეზობლები რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდით!
შეგროვებულია
899 ₾

დონორი
51
ანგარიში
რამდენი წელია ახალი ხორცი და რძე არც გამისინჯავს. მათი გემო თქვენ გამახსენეთ!
რამდენი წელია ახალი ხორცი და რძე არც გამისინჯავს. მათი გემო თქვენ გამახსენეთ!
მეგონა, შიმშილით მოვკვდებოდი... შემომხედეთ, ძვალი და ტყავი ვარ დარჩენილი. მაგრამ, შევებრალე უფალს და თქვენ, გულმოწყალე ადამიანები გამოჩნდით ჩემს ცხოვრებაში... ღმერთო ჩემო, თურმე როგორ მომნატრბია რძისა და ხორცის გემო! იცით, შევეცდები გამოვიზოგო და ცოტ-ცოტა ვჭამო, ეს პროდუქტი დიდხანს რომ მეყოს! გმადლობთ, რომ მაჩუქეთ ეს ბედნიერება!
შეგროვებულია
828.5 ₾

დონორი
57
ანგარიში