პირველად 9 წლის ასაკში მოვკვდი, ახლა კი ხელახლა ვკვდები
2021 სექტემბერი 23
1522
„ასეთი რამ როგორ შეიძლება?“ - იფიქრებთ თქვენ. მზია ძამუკაშვილმა ამ კითხვაზე პასუხი კარგად იცის. ის პირველად 9 წლის ასაკში მოკვდა, როცა დაბრმავდა. სამყარო გაუჩინარდა. ბავშვობა დასრულდა და დასრულდა სიცოცხლეც. მზიამ თავისი ოცნებები დამარხა და დაიტირა, მერე კი სხვა ცხოვრებისთვის აღდგა, - მარადიულ წყვდიადში. ცხოვრებას ხელის შეხებით სწავლობდა: სიარულს, კითხვას, ადამიანების ცნობას... სწავლობდა იმას, თუ როგორ არ სდომებოდა დიდი სიხარული... თუმცა ბოროტი დედინაცვალი-ბედი მისთვის სიყვარულის, დედობის სიხარულის და ბედნიერების მიცემას არც კი გეგმავდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,063 ₾
(
128 დონორი )
უსინათლო ვარ მაგრამ, კარგად ვხედავ თქვენს სიკეთეს!!!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ახლა, მარტო აღარ ვიგრძნობ თავს
ამბობენ, უსინათლოები ყველაფერს ორმაგად გრძნობენ და განიცდიანო. მზია ის ქალბატონია, რომელიც 9 წლის ასაკიდან სიბნელეში ცხოვრობს. ის სამყაროს მხოლოდ ხელის შეხებით და სმენით აღიქვამს. მიუხედავად ამისა, მზიას განსაკუთრებულმა უნარმა, რომელსაც წარმოსახვა ჰქვია, მას საშუალება მისცა, თქვენს სიკეთეს ჩახუტებოდა, ეგრძნო და მის მეხსიერებაში სამუდამო, დაუვიწყარი, ემოციური კვალი დაეტოვებინა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/774-dzamukashvili/
ახლა, მის ცხოვრებაში გამოჩნდა სინათლის სხივი, რომელსაც მისი თქმით, ჩვენი ფონდის სახელი დაარქვა.
ახლა, ის აღარ გრძნობს თავს მარტოსულად და იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენი სიკეთე მოეფინა მის სახლს, მის კედლებს. უკვე რადიო აქვს, რომელსაც ამდენი ხანი ნატრობდა, რათა სიმარტოვე ისე მძაფრად აღარ ეგრძნო. ახლა, მის სახლში, ცხელი წყალი მოდის და როგორც თვითონ ამბობს, ყოველდღე წყლის გამაცხელებელს ხელით ეფერება და გლოცავთ თითოეულ თქვენგანს. მართლაც, რა არის იმაზე დიდებული, ვიდრე ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ ადამიანს დახმარების ხელს რომ გაუწვდი და მის ყოველდღიურობას უკეთესს გახდი.
-მზია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
მზია: იცით, ამ კითხვაზე, პატარა ბავშვივით გული მიჩუყდება... რადგან მიწევს იმის გახსენება, თუ როგორი იყო ჩემი ცხოვრება თქვენს გამოჩენამდე. უსინათლო ადამიანისთვის, ზოგადად, არ არსებობს გუშინდელი, ან ხვალინდელი დღე, არსებობს მხოლოდ წყვდიადი, რომელიც სულ ერთნაირია. თანაც, წლებია, სულ მარტოდ-მარტო ვცხოვრობ. როდესაც თქვენ გამოჩნდით, მაშინ, პირველად ამდენი წლის განმავლობაში ვიგრძენი, რომ მარტო არ ვარ, რომ ვიღაც ჩემით ინტერესდება, შემდეგ კი, ამ ინტერესს ამჟღავნებს სიკეთითა და სიყვარულით. შინაგანად გავცოცხლდი, ჩემი ამ სამყაროში ყოფნის არსი ვიგრძენი, ხვალინდელი დღის სტიმული მომეცა და ნეტავ იცოდეთ, როგორი ხალისით დამაჯილდოვეთ. ახალი დღის დაწყებას აზრი მიეცა. ახლა ვიცი, რომ შემიძლია რადიო ჩავრთო და დაღამებამდე ვუსმინო, გავიგო, ახალი რა ხდება სამყაროში. მე ხომ მისი დანახვა არ შემიძლია... რადიო კი, ჩემი განუყოფელი ნაწილია, სულ ჩართული მაქვს, რომ ამ სიბნელეს ყურადღება არ მივაქციო და მართლაც, ძალიან მშველის... თბილი წყალი ხომ, ნამდვილი შვებაა ჩემთვის. ზამთარში, ჩემს სახლში ისევე ცივა, როგორც გარეთ და ამ დროს, ცივ წყალში ხელის შეყოფა უბრალოდ მტკივნეულია. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, ჩემი ამხელა სიხარული და ბედნიერება, და თქვას: რადიომ და ცხელმა წყალმა ასე როგორ გაახარაო... მაგრამ ჩემნაირი ადამიანებისთვის, ეს უდიდესი სიხარულია. ბედნიერებისთვის სულ ცოტა გვყოფნის. დანარჩენი თავად განსაზღვრეთ... დღე და ღამე გლოცავთ!!! დღე და ღამე ხალხნო!!. სულ თქვენთვის ვლოცულობ, ამხელა სიკეთე და სიყვარული რომ გამოიჩინეთ ჩემს მიმართ.
- მზია, დარწმუნებული ვარ ძალიან გაახარებთ ამ სიტყვებით ჩვენს მკითხველს. ახლა კი, მითხარით ახალი მეგობრები ხომ არ გაგიჩენიათ?
მზია: იცით, დღეს ყველაფერი ინტერნეტში ხდება, დრო შეიცვალა... მოკითხვაც, დახმარებაც და ყველაფერი... მე არ მაქვს მობილური ტელეფონი და ჩემთან დაკავშირებას, სავარაუდოდ ვერ შეძლებდნენ... მაგრამ, ჩემმა ძველმა მეგობარმა მითხრა, რომ ჩემს შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ხალხი კომენტარებს წერდა და ბევრ თბილ სიტყვას. ეს რომ გავიგე, ისე მესიამოვნა, მთელი დღე სიხარულისგან ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი... მინდა ვისარგებლო ამ მომენტით, და ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო. თქვენი დამსახურებაა, რომ ახლა, ცოცხალ ადამიანად ვგრძნობ თავს.
აქვე, აუცილებლად მინდა გავიხსენო თქვენი ფონდის თანამშრომელი ვისთანაც საუბარი მიწევდა, ნანა ჰქვია, გვარი ჭიღლაძეა, თუ სწორად მახსოვს. ისეთი ყურადღებიანი, თბილი და კარგი ადამიანია, შეუძლებელია, არ აღვნიშნო. რადგან პირადად ვესაუბრებოდი, თავს უფლებას მივცემ, თამამად გადავუხადო მადლობა და მოვესიყვარულო.
„ასე მოვდივარ, ხელს ვკიდებ და ვეფერები ხოლმე“
- ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
მზია: იცით, პერიოდულად ერთჯერად დახმარებას გვიგზავნიან ხოლმე, მაგალითად: მედიკამენტების 100-ლარიან ვაუჩერს გვაძლევენ (4 თვეში ერთხელ), მაგრამ, მხოლოდ ერთი ჩემი წამალი (ტრეპარინი) 110 ლარი ღირს. აბა, რა გითხრათ სხვა?..
ფულადი სოციალური დახმარებაც კი მომიხსნეს. რაც დედა დამეღუპა, ქულები მომიმატეს და ასე მითხრეს, აღარ გეკუთვნისო... წარმოგიდგენიათ? უსინათლო, უსახსრო, ასეთ პირობებში მცხოვრებ ადამიანს, ამას რომ გაუკეთებ? ძალიან გულნატკენი ვარ, ძალიან... ისეთი დაუცველობის შეგრძნება მაქვს, ვერ აგიხსნით...
ხმოვანი წნევის აპარატი, ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა
- მზია, იმედი მაქვს, მალე გამოსწორდება ყველაფერი. მანამდე კი, მინდა გკითხოთ, თუ რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
მზია: ეს დახმარება?.. ჩემთვის, ეს ამ სამყაროში დარჩენის მიზეზია... გესმით ხომ, რასაც ვამბობ? რათ გვინდა ისეთი სიცოცხლე, სადაც არავინ არის, ვერაფერს ხედავ, არავის ახსოვხარ, არავინ გკითხულობს... სიმარტოვე, ისედაც საშინელი რამაა. მაგრამ, როდესაც ამას ემატება უსინათლობაც, ნამდვილ ჯოჯოხეთს ემსგავსება ცხოვრება. აქვე მინდა გავიხსენო ერთი გულდასაწყვეტი ისტორია, რომელიც ეხება ჩემს გარდაცვლილ ძმას და მის ყოფილ ოჯახს. ჩემი ძმა 15 წლის დაშორებული იყო მის ოჯახთან, ძალიან იყო გაბრაზებული მის ყოფილ ცოლზე და სიკვდილის წინაც გამაფრთხილა, რომ მისთვის არაფრის დატოვებას არ აპირებდა. ბევრი არაფერი ჰქონდა ჩემს ძმას, ერთი სახლის გარდა, რომელიც თელავში იყო. მაგრამ, ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, მის ცოლ-შვილზე დავფიქრდი და ძალიან მეტკინა გული, რომ ასე, სულ უარაფროდ დატოვა ისინი. მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის დანგრეული ოჯახი იყო, მაინც მეთანაღებოდა გული და გადავწყვიტე, ის სახლი მაინც მიმეცა მათთვის... ამას რატომ გიყვებით, იცით? რამდენი წელია გასული და არსად ჩანან, არც მკითხულობენ, არც მნახულობენ... ვიხვეწებოდი, მომაკითხეთ და საფლავზე მაინც წამიყვანეთ-თქო. ხან რას იმიზეზებდნენ, და ხან რას. ასე მომექცნენ და მიმაგდეს მარტო, როდესაც მე, მთელი გული ჩავდე მათ კეთილდღეობაში.
აქედან გამომდინარე, ეს დახმარება ჩემთვის იმ მივიწყებული გრძნობების გაღვიძება იყო, რომელსაც ზრუნვა ჰქვია, და სიყვარული. ასევე, თქვენმა დახმარებამ გამახსენა დედის და ძმის მზრუნველობა... როდესაც ისინი გვერდში მედგნენ.. აი ეს, იყო და არის დახმარება, როდესაც სიხარული შეაღწევს შენს გულში, დაგამშვიდებს და შავ-ბნელი ოთახიდან გამოგიყვანს ცოტა ხნით. არა ერთჯერადი... არამედ ხანგრძლივი და სამუდამოც კი... რადგან ყოველთვის მემახსოვრება, როგორ დამიდექით გვერდში სრულიად უცხო ადამიანები. ამას რა დამავიწყებს... ნამდვილად დასაფასებელია და საამაყო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვისზეც დგას საქართველო...
- იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ თქვენი დახმარება?
მზია: პრობლემები... პრობლემები-ი.. ე-ეჰ... არ დაილევა არასდროს, სულ რომ მილიონერი და ჯანმრთელი იყო, მაინც გამოჩნდება რაღაც პრობლემა, მაინც რაღაც გამოყოფს თავს... კი გესაუბრეთ ჩემს პრობლემებზე... ძირითადად, მორალურად ვარ მოშლილი და ყურადღება მაკლია ძალიან...
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პრობლემებს, ეგენიც მაქვს, რა თქმა უნდა, როგორ მოგატყუოთ არ მაქვს-თქო... მაგალითად, სახლში ძალიან საშიში და ძველი გაზქურა მიდგას. რამდენიმეჯერ სპეციალისტები იყვნენ მოსული, გამაფრთხილეს, რომ შეიძლება გაჟონოს გაზმა და კატეგორიულად მომთხოვეს ამ გაზქურის აღება. მაგრამ, რომ ავიღო, ახალი საიდან მოვიტანო... ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, მაგრამ, რა ვქნა?..
კიდევ, რაც ძალიან მაკლია, არის მაცივარი, რომ ის პროდუქტი მაინც შევინახო კარგად და უსაფრთხოდ, რომელიც არც თუ ისე ხშირად მაქვს. თან, ზაფხული მოვიდა, დაცხა და ყველაფერი ეგრევე ფუჭდება. ამ ორი პრობლემის მოგვარებაზე, ვერც ვიოცნებებდი, მაგრამ რადგან მკითხეთ, შევეცადე მეც ბოლომდე გულგახსნილი ვყოფილიყავი და თავს უფლება მივეცი, ცოტა-ცოტა ვიოცნებო.
ცხელი წყალი რადგან მაქვს, ახლა აღარაფრის მეშინია
***
მეგობრებო! ამ საყვარელ, თბილ და კეთილშობილ ქალბატონს, თქვენ მიეცით მიზეზი იმისა, რომ ცხოვრება სხვა მოტივაციით განაგრძოს. ალბათ, დამეთანხმებით იმაშიც, რომ უსინათლო ადამიანებს, ბევრად მეტის დანახვა შეუძლიათ, ვიდრე ბევრ ჯანმრთელ, ლამაზთვალება ადამიანს... მიუხედავად იმისა, რომ მზია რადიოთიც კმაყოფილი და ბედნიერია, შევეცადოთ, მისთვის მეტი გავაკეთოთ. ის, მაცივარს და გაზქურას ოცნებას ეძახის, დაე ასრულდეს მისი ეს ოცნებაც... თუკი ეს მას კიდევ უფრო ბედნიერს გახდის... დამეთანხმებით, რომ ამას ნამდვილად იმსახურებს.
გარდა ამისა, მზიას გახარება და გაბედნიერება, მასთან სტუმრობითაც შეგიძლიათ, დარეკვით და მოკითხვით, გამხნევებით და ყურადღების გამოხატვით. სიკეთე უკვალოდ არასდროს ქრება... მისი კვალი, სამუდამოდ რჩება ჩვენს მეხსიერებაში...
მზიას პირადად გაცნობა და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, სახლი 12ა.
აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ მზია ძამუკაშვილის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მზია ძამუკაშვილი).
თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/774-dzamukashvili/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდით, გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება, ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 ოქტ 22 | გაზის წყლის გამაცხელებელი | 509 | transferred |
2021 ნოე 4 | რადიო | 65 | transferred |
2021 ნოე 19 | პროდუქტები | 20.3 | transferred |
2021 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 210 | paid |
2021 დეკ 23 | სამზარეულოს და აბაზანის ონკანი | 247.7 | transferred |
2022 თებ 17 | წნევის აპარატი | 220 | transferred |
2022 ივლ 29 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 90 | paid |
2022 ოქტ 25 | გაზქურა | 520 | transferred |
2023 ოქტ 25 | თერმომეტრი | 60 | transferred |
2023 ოქტ 25 | გლუკომეტრი | 100 | transferred |
სულ ხარჯი: 2,042 ₾
დარჩა 20.73 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 დეკ 25 | ანონიმი | 20 | საქართველოს ბანკი |
2023 ოქტ 18 | ქიტიაშვილი თინა | 20 | Transfer to account |
2023 ოქტ 18 | სამუშია ცოტნე | 20 | Transfer to account |
2023 ოქტ 18 | ბაჩიძე მიხეილ | 50 | Transfer to account |
2023 ოქტ 14 | არჩილ ჭანტურია | 50 | Transfer to account |
2023 თებ 23 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2022 დეკ 18 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2022 ოქტ 24 | დიასამიძე ზურაბ | 1 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'მარინე მამულია | 100 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'მედეა შამილიშვილი | 20 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'ნინო საჯაია | 1 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'უჩა ყაულაშვილი | 16 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'ნანა სიმონიშვილი | 5 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'გიორგი ციციშვილი | 100 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'შორენა მენაბდე | 5 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'მონიკა ბედნოვი | 5 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'შალვა ჩაკვეტაძე | 2 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'გიორგი სანოძე | 15 | Transfer to account |
2022 ოქტ 24 | 'თათია ქარჩხაძე | 1 | Transfer to account |
2022 აგვ 17 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2022 აგვ 15 | სალომე დადვანი | 5 | Transfer to account |
2022 აგვ 14 | ინა ხურციძე | 5 | Transfer to account |
2022 აგვ 13 | ლალი ხმიადაშვილი | 1 | Transfer to account |
2022 აგვ 12 | დავით ჯინჭარაძე | 11 | Transfer to account |
2022 აგვ 11 | მერი ივანელაშვილი | 20 | Transfer to account |
2022 აგვ 10 | მრ. ანუჩა კაევკონგ | 0.5 | Transfer to account |
2022 აგვ 9 | ლევან ნიკოლაიშვილი | 3 | Transfer to account |
2022 აგვ 9 | თამარი ჯიაძე-აბაშვილი | 2 | Transfer to account |
2022 აგვ 9 | თამარ ჯიბლაძე | 1 | Transfer to account |
2022 აგვ 8 | ნინიაშვილი უჩა | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,062.73 ₾
დარჩა 20.73 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
9,521.25 ₾
დაეხმარა
783
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დე, არ მოკვდე!!! sos!!! წყეული სიმსივნისგან გადასარჩენად ყოველი წუთი მნიშვნელოვანია!
რა საშინელი სიტყვაა — კიბო! ის სიკვდილივით ჟღერს, როცა არც ფული გაქვს და დახმარებასაც არავისგან ელი! სახლში, სადაც რეპორტაჟს ვიღებდით, არავინ იღიმის! დახმარების უხმო კივილი...
შეგროვებულია
2,269.25 ₾
დაეხმარა
172
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედის გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვას და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა. სრულიად პარალიზებულ ახალგაზრდას მამა გმირულად უვლის — პატარა ოჯახის დიდი ტრაგედია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.
მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა...
შეგროვებულია
20,569.06 ₾
დაეხმარა
1,298
|