თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ...
თქვენი დამსახურებაა ჩემი ახალი ცხოვრება, ბედნიერება და გამარჯვება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ხერხემალზე ოპერაცია რომ არ გამეკეთებინა, ალბათ, 5 წელიწადში ცოცხალიც არ ვიქნებოდი,“ - ამბობს ეკა შავაძე.
„ჩემი სქოლიოზი 120 გრადუსიდან, 30-მდე არის შემცირებული! არა მხოლოდ გამართული მხრებისთვის, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის გიხდით მადლობას! თავისუფლად ვსუნთქავ, აღარაფერი აწვება ფილტვებს. სარკეშიც ვხედავ, როგორ შეიცვალა ჩემი სხეულის ფორმა. უფრო თავდაჯერებული გავხდი, მომავალზეც უფრო თამამად ვფიქრობ. ეს ნამდვილი სასწაულია! ჩემი ტანსაცმელი უკვე პატარა მაქვს, შესაცვლელია გარდერობი. მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო ეს სასწაული რომ მოახდინეთ ჩემს ცხოვრებაში!“
- ეკა, ისევ გაწუხებთ ტკივილები, რომელსაც იწვევდა ხერხემლის ასეთი მძიმე დეფორმაცია?
ეკა: ახლა, მხოლოდ ოპერაციის შემდგომი მცირედი ტკივილი მაქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ისიც გაქრება. მხოლოდ ვიტამინებს ვსვამ, გამაყუჩებლები არ მჭირდება. ფაქტობრივად, ხელახლა ააწყეს ჩემი ხერხემალი, ჩაატარეს მისი მთლიანი რეკონსტრუქცია. ჩემი ხერხემალი ტალღოვანი ზოლივით იყო, ახლა კი, გასწორდა პლატინის კონსტრუქციის ხარჯზე. ამჟამად ორგანიზმი ეჩვევა უცხო სხეულებს, ხერხემალი კი „სწორად დგომას“ (იღიმის).
ბედნიერი ვარ, რომ მრავალი წლის ოცნება ამიხდა! ძალიან მინდოდა ოპერაციის ჩატარება, თან მეშინოდა. წლების განმავლობაში ვეძებდი ექიმს, რომელიც ამხელა პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარ თავზე. თანხის მოძიებაზეც უნდა მეფიქრა. საქართველოში, სადაც არ უნდა მივსულიყავი, არავინ კიდებდა ხელს, მაშინებდნენ, რომ ხეიბრად ვიქცევი: „ახლა, დადიხარ მაინც. მერე, სიარულიც რომ ვეღარ შეძლო?“
საბედნიეროდ, თურქეთში, ქალაქ მერსინში დამთანხმდნენ ასეთი ოპერაციის ჩატარებაზე. მაგრამ, საჭირო იყო წარმოუდგენელი თანხა: 35 ათასი დოლარი დააფინანსა სახელმწიფომ, კიდევ 5 ათასი დოლარი კი ჩვენი გადასახდელი იყო. მთელი საქართველო პატივს სცემს თქვენს ფონდს! ბედნიერი დასასრულით იმდენი ისტორია ვნახე, რომ მეც დიდი იმედი მომეცა! ჩემთვის ჩერნოვეცკის ფონდი და მისი მკითხველი ბედნიერებასთან, გამარჯვებასთან სიხარულთან და ახალ ცხოვრებასთან ასოცირდება. თქვენი დახმარებით, ოცნება ამისრულდა!
- ეკა, იცით, რამხელა სტიმულია ეს სიხარული ფონდის მკითხველებისთვის და თანამშრომლებისთვის?! მზად ვართ, მთები გადავდგათ და დავეხმაროთ კიდევ უამრავ ადამიანს, ბედნიერი ცხოვრებისკენ გადადგან ნაბიჯი! მინდა გკითხოთ, პირველად რა გაიფიქრეთ, როდესაც გაიღვიძეთ ნარკოზის შემდეგ? შიში თუ გქონდათ: ვაი, თუ რაღაც ისე არ წავიდა?
ეკა: ჩემთვის თავიდანვე არავის დაუმალავს, დამბლისა და სისხლდენის საშიშროება რომ იყო... მაინც გავრისკე. ურთულესი ოპერაციაა, ძალიან შრომატევადი, მთელი 9 საათი გრძელდებოდა... საქმე ხომ ცენტრალურ ნერვულ სისტემას ეხება და უდიდესი სიფრთხილით ეკიდებიან...
ვაიმე, როგორ მეშინოდა! როგორც კი გამოვედი ნარკოზიდან, მაშინვე მოვსინჯე სხეულის, ხელის, ფეხის მგრძნობელობა თუ მქონდა... უფლის წყალობით, მეორე დღესვე დავდექი ფეხზე და დავმშვიდდი კიდეც. სამი თვის განმავლობაში კორსეტით უნდა მევლო, მაგრამ ექიმი ორ თვეზე დავითანხმე.
- ჩვენთვის, ქალებისთვის, მართლაც მნიშვნელოვანია, როგორ გამოვიყურებით, არა?
ეკა: ამ მიზეზითაც. უბრალოდ, ეს კორსეტი თავიდან კარგად მქონდა, სანამ სხეული ოპერაციის შემდეგ შეშუპებული იყო, მერე კი ძალიან გადიდდა.
საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ და ვხედავ, რომ მართლაც შეცვლილია ჩემი სხეულის ფორმები. ტორსი გაიმართა! გვერდიდანაც და ზურგიდანაც კუზი აღარ ჩანს (ფოტოზე ვხედავ). თითქმის შეუმჩნეველია.
ჩემი ზედები და ქურთუკები პატარა მაქვს! დამოკლდა და ბავშვის ტანსაცმელივით არის. ყველაფერი გავაჩუქე. ახალი ვიყიდეთ.
როგორც დამპირდნენ, ჩემი სხეული გაიზრდება და სიმაღლეც მომემატება, ოპერაციის შემდგომი აღდგენის პერიოდი რომ დასრულდება.
- ეკა, განწყობა როგორი გაქვთ, როგორ გრძნობთ თავს?
ეკა: ნამდვილად ამიმაღლდა თვითშეფასება. უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, გამბედაობა ყოველთვის მაკლდა. ძალიან სასიამოვნო და უჩვეულო გრძნობაა ჩემთვის. მართლაც კარგია, რა დაგიმალოთ...
უდიდესი სითბოთი ვფიქრობ იმ ადამიანებზე, ვინც დამეხმარა. მათ საკუთარი სიცოცხლე მიწილადეს. ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დრო არის. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. რომ ვფიქრობ, ეს ფასდაუდებელი საჩუქარი რამდენმა ადამიანმა გამიკეთა, საკუთარი დრო და სახსრები გამიზიარა, ყელში ბურთი მეჩხირება! აღდგენის პერიოდში თქვენი მორალური თანადგომაც ძალიან დამეხმარა.
ჩემო ძვირფასო ადამიანებო, უდიდეს მადლობას გიხდით! სიკეთე ყოველთვის ბრუნდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი დახმარებაც ვინმეს დასჭირდება და ჯანმრთელი როდესაც ვიქნები, შევძლებ, სხვასაც დავუდგე გვერდში.
- კიდევ რა პრობლემები დაგრჩათ, ეკა და რა სახის დახმარება გჭირდებათ?
ეკა: უფლის წყალობით და თქვენი დამსახურებით, ჩემს ცხოვრებაში მთავარი პრობლემა მოგვარებულია. დარჩა საკითხი, რომლის გადასაჭრელად კიდევ ერთი ოპერაცია მჭირდება. ხერხემლის ოპერაციის შემდეგ მარცხენა ფეხი 4 სანტიმეტრით მოკლეა მარჯვენაზე. ამხელა ცვლილებების მერე, ეს მოსალოდნელიც იყო. ახლა, სპეციალური ფეხსაცმელი მაცვია და სიარულის დროს სხვაობა თითქმის შეუმჩნეველია. მაგრამ, ხერხემალი რომ არ დაზიანდეს, უნდა გათანაბრდეს ფეხების სიგრძე. დიდი იმედით მოგმართავთ და კვლავ გთხოვთ დახმარებას და თანადგომას.
ლამაზი, ათასნაირი შესაძლებლობით აღსავსე ცხოვრება ტკივილისა და შიშის გარეშე, ეკას თქვენ აჩუქეთ. სწორედ თქვენ დაეხმარეთ დაბრკოლების გადალახვაში, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები უქმნიდა. ახლა, ეკა თარჯიმნად აქტიურად მუშაობას, პირადი ცხოვრება აწყობას შეძლებს. ამ ყველაფერზე რომ ფიქრობს, ეკა სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებს.
იმისთვის, რომ მკურნალობით მიღწეული შედეგი იყოს სრულფასოვანი, კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება. საოცარი გოგონა აჭარიდან გულითად მადლობას გიხდით, ლოცულობს და კვლავ მოგმართავთ დიდი იმედით.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ეკა შავაძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2024 თებ 12 | გათიკაშვილი გია | 3 | Transfer to account |
2024 თებ 12 | გადაბაძე ლაშა | 10 | Transfer to account |
2024 თებ 12 | გაბრიჭიძე გიორგი | 3 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბრაგვაძე ლადო | 1 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბოშიშვილი ნუკრი | 50 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბოლქვაძე დარინა | 2 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბოლქვაძე დარინა | 2 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბოლქვაძე ბაჩანა | 2 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბიჭიაშვილი ცოტნე | 2 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბექაური იმედა | 10 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბესალაშვილი თამარ | 5 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბერკაცაშვილი დალი | 50 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბერიძე არჩილ | 1 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბეჟანიშვილი თეა | 1 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბაქაქური გოჩა | 5 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბასილაური ნატო | 10 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბალისევიჩი ლევან | 2 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ბაკურაძე როინი | 30 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ახვლედიანი ლელა | 5 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ასლანიშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ასათიანი ცოტნე | 5 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ართმელაძე ფატი | 20 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ანანიძე ნოდარ | 3 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ანაკიძე ნინო | 10 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ამოევი დავით | 5 | Transfer to account |
2024 თებ 12 | აკობია ლუკა | 5 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ათუაშვილი ნინო | 1 | Transfer to account |
2024 თებ 12 | ადამია ლევანი | 20 | Transfer to account |
2024 თებ 12 | აბულაძე იუზა | 2 | Transfer to account |
2024 თებ 12 | აბაშიძე ნონა | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 15,185.59 ₾
დარჩა 0.06 ₾
მსგავსი პროექტები:
|