უკვე 12 წელია, გოგონას დედა, ქეთევანი შიშის ქვეშ ცხოვრობს: „თუ ჩამეძინა და შვილის კვნესა ვერ გავიგონე, ის შეიძლება მოკვდეს!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უკვე 12 წელია, გოგონას დედა, ქეთევანი შიშის ქვეშ ცხოვრობს: „თუ ჩამეძინა და შვილის კვნესა ვერ გავიგონე, ის შეიძლება მოკვდეს!“

page info icon
2023 აგვისტო 8
2 წელი ქეთევანს ნორმალურად არ სძინებია, ეშინია, რომ თუ ღრმად ჩაეძინება, შვილის ხმას ვერ გაიგებს. 12 წელია, ერთი წუთითაც არ დაუსვენია. ანა-მარიას ცერებრული დამბლის რთული ფორმა აქვს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
8,906 ₾
( 760 დონორი )
დასრულებულია

უკვე 12 წელია, გოგონას დედა, ქეთევანი შიშის ქვეშ ცხოვრობს: „თუ ჩამეძინა და შვილის კვნესა ვერ გავიგონე, ის შეიძლება მოკვდეს!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!

დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

12 წელი ქეთევანს ნორმალურად არ სძინებია, ეშინია, რომ თუ ღრმად ჩაეძინება, შვილის ხმას ვერ გაიგებს. 

12 წელია, ერთი წუთითაც არ დაუსვენია. ანა-მარიას ცერებრული დამბლის რთული ფორმა აქვს. ზოგჯერ აუტანელი ტკივილებით იტანჯება, რომლებთან გამკლავება თითქმის შეუძლებელია. მისი სენის შესახებ გვიან გაიგეს. „წლამდე გვეგონა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო, უბრალოდ ძალიან წყნარი... მაგრამ ერთი წლისას ანა-მარიას ფილტვების ანთება დაემართა, როდესაც საავადმყოფოში წავიყვანეთ, ექიმებმა მას განაჩენი გამოუტანეს: „ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს და ის სიარულს ვერასოდეს შეძლებს. მკურნალობა დაგვიანებულია. ის სუსტია და წლების განმავლობაში მისი მგომარეობა სულ უფრო და უფრო დამძიმდება. არ გაგიმართლა, დედიკო.“ ეს იყო და ეს, მას შემდეგ ქეთევანი ბედნიერი აღარ ყოფილა.

«თორმეტი წელი დედა ანა-მარიას ხელის გულზე ატარებს»

– ქეთევან, მოდით ჯერ ანა-მარიაზე ვისაუბროთ. ახლა როგორ გრძნობს ის თავს?

ქეთევანი: ის ძალიან სუსტადაა. ხშირად ავადმყოფობს. მთელი ზამთარი რეანიმაცაში გავატარეთ. თებარვალში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება უნდოდათ, ცუდისთვის მამზადებდნე. მაგრამ მე ნება არ მივეცი! ვუთხარი: „ჩემი გოგო ძლიერია და გადარჩება!“. მართლაც გადარჩა! თერთმეტი დღე არ ვიცოდი როგორ იყო, რა სჭირდა. ექიმები არ მაძლევდნენ უფლებას შვილი მენახა. ყოველ დღე საავადმყოფოს მიმღებში ვტიროდი. მეუბნებოდნენ რომ ჩემი ციცქნა გონზე არ იყო, რომ მისი ჯანმრთელობა უკეთესობისკენ არ იცვლებოდა. მე კი ვიცოდი, რომ ჩემი გოგო გამოკეთდებოდა, რომ უკეთ გახდებოდა. ანა-მარია გონზე მოვიდა, ჭამა დაიწყო. ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ. ზოგჯერ ჩვენ, დედებმა, ექიმებზე მეტი ვიცით. ჩვენ ხომ ვგრძნობთ ჩვენს შვილებს! ჩვენ გადაჯაჭვულები ვართ. ჩვენ ერთი სიცოცხლე გვაქვს, ერთი გული ორი ადამიანისთვის. რაც მთავარია, ჩემი შვილი ცოცხალია. დილიდთ მე მას თოჯინასავით ტახტზე დავსვამ, ბალიშებს დავუდებ გარშემო და საღამომდე ასე ზის წყნარად და მელოდება.

“მარტო მე მესმის ჩემი შვილის. შემიძლია თვალებით ველაპარაკო და ვიგრძნო რას მპასუხობს“

– ანა-მარია მარტოა? თქვენ არ ხართ მასთან?

ქეთევანი: მე მარტოხელა დედა ვარ. მეუღლე ორი წლის წინ გარდამეცვალა. შიმშლისგან რომ არ მოვკვდეთ, ორ სამსახურში ვმუშაობ. ავადმყოფი ბავშვებისთვის საქართველოშ არავის არ სცალია. ჩემი და რომ არა, ალბათ ცოცხლებიც არ ვიქნებოდით. ის მეხმარება, იტოვებს ანა-მარიას სანამ მე ვმუშაობ. მას თვითონ სამი შვილი ჰყავს, მაგრამ მაინც მიდგას გვერდში. მის გარდა არავინ მყავს.

„შვილი შიმშილისგან რომ არ მოკვდეს, დედა ორ ცვლაში მუშაობს“

– ალბათ ძნელია შვილის ასეთ მდგომარეობაში მარტო დატოვება.

ქეთევანი: თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება ჩემს გულში როდესაც სამსახურში ვარ. გულს და სულს სახლში ვტოვებ. როდესაც ტელეფონი რეკავს, სანამ ყურმილს ავიღებ, სულ ცუდზე ვფიქრობ. „იქნებ ანა-მარია ცუდად გახდა, რამე ხომ არ გადასცდა, იქნებ ტირილისას ვერ ამოისუნთქა“ და ასე გრძელდება 12 წელი!

„როცა შვილს ვერ ვხედავ, თავში სულ ცუდი აზრები მიტრიალებს: როგორაა უჩემოდ, ხომ არ ტირის, ხომ არ შია...“

– როგორია თქვენი ერთი დღე?

ქეთევანი: დილით 7 საათზე ვდგები, ყველაფერი რომ მოვასწრო. ანა-მარიას ვაღვიძებ, ვბან, ვუცვლი, ვაჭმევ. ამას ყველაფერს დიდი ფიზიკური ძალა სჭირდება. ჩემი ანა-მარია უკვე დიდი გოგოა, ნახეთ რა მაღალია! სულ იმაზე მეფიქრება, ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, ალბათ მოდელი იქნებოდა. მერე ვაღვიძებ ჩემ დას ან დისშვილს და მე სამსახურში გავრბივარ. 8:30 ზე უკვე სამსახურში ვარ. ნაყინის ქარხანაში ვმუშაობ. ერთ ცვლას რომ ვიმუშავებ, მერე მეორე სამსახურში მივდივარ. ან ვალაგებ ან მეორე ცვლაში ვმუშაობ. ჩემი შვილისთვის ერთადერთი იმედი ვარ. ერთი დღეც თუ ვერ მოვახერხებ სამსახურში გასვლას, უბინაოდ, უწამლოდ და მშივრები დავრჩებით.

«დილით, დავბან, გამოვუცვლი, ვაჭმევ და სამსახურში გავრბივარ, რომ არ დავაგვიანო»

– წარმომიდგენია როგორ იღლებით სამსახურში. ძალას სად პოულობთ მერე ბავშვის მოსავლელად?

ქეთევანი: ვერ გიპასუხებთ. არ ვიცი. ახლა ცოცხალი რომ ვარ და ლაპარაკი შემიძლია - ეს ალბათ საოცრებაა. ალბათ ანა-მარია მავსებს ენერგიით. ის ჩემი ერთადერთი სტიმულია. თუ მოვდუნდები, მას რა ეშველება. ზოგჯერ თუ წარმოვიდგენ, რომ ვერ ავდექი და სამსახურში ვერ გავედი, ვინ გადაიხდის ქირის ფულს? ვინ იყიდის პროდუქტებს? პამპერსს? წამლებს? მე არ მაქვს უფლება ავად გავხდე. ხოლო თუ მოვკვდი, მაინც უნდა ავდგე და სამსახურში უნდა გავიდე.

«მე არ მაქვს უფლება ავად გავხდე. ხოლო თუ მოვკვდი, მაინც უნდა ავდგე და სამსახურში უნდა გავიდე. ანა-მარიამ ცემი ცრემლები არ უნდა ნახოს, ძალიან ნერვიულობს და თვითონაც ტირილს იწყებს»

– თქვენი მეუღლე ცოცხალი რომ იყო, ალბათ უფრო ადვილი იყო ცხოვრება?

ქეთევანი: ჩემთვის ცხოვრება ადვილი არასოდეს ყოფილა. მთელი ცხოვრება ერთი დიდი ტანჯვაა. ქმრის ოჯახი ღარიბი იყო. ორსულად რომ ვიყავი, მაშინაც ნახევრად მშიერი ვიყავი. იცით რამდენჯერ წავსულვარ სახლიდან შორს და მიტირია? შიმშილისგან, უძლურებისგან, გამოუვალი მდგომარეობის გამო... მშობლებს ვერაფერს ვეუბნებოდი, ვიცოდი გამკიცხავდნენ არასწორი არჩევანის გამო. დედას მხოლოდ მაშინ გავუმხილე რა დღეები მქონდა გამოვლილი, რაც მეუღლე გარდამეცვალა. შიმშილისგან გულიც კი წამსვლია. ჩემი ქმარი ფიზიკურად ვერ შრომობდა, ამიტომ მას ვუტოვებდი ბავშვებს და მე გავდიოდი ვენახებში სამუშაოდ. მე რომ არ მემუშავა შვილები მშივრები მეყოლებოდა. ასე კი ვიცოდი, სახლში სამ პურს მაინც მივიტანდი. შვილების გამო ქალი ყველაფერს გაუძლებს!

„სულ იმაზე ვფიქრობ, ეს წყეული დაავადება რომ არა, ანა-მარია მოდელი იქნებოდა“

– შვილებიო, ახსენეთ და ანა-მარიას გარდა კიდევ გყავთ შვილები? სად არიან?

ქეთევანი: დიახ, ორი ბიჭი მყავს. ილია 22 წლისაა, ლუკა - 18 წლის. ისინი ახლა ბებიასთან, სოფელში არიან. ახლა არ გვაქვს შესაძლებლობა ერთად ვიცხოვროთ. მათ გამო ჩემ გულში რა ხდება, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ანა-მარია რომ დაიბადა, მათ ფაქტობრივად დედა დაკარგეს. მთელი ჩემი ყურადღება და რესურსები მხოლოდ ანა-მარიაზე იყო მიმართული.

– არც კი ვიცი როგორ განუგეშოთ…

ქეთევანი: სიტყვები არ შველის. შინ, როცა დასვენება მინდა და მეორე დღისთვის ძალების მოკრება, ღმერთს ვთხოვ ხოლმე ენერგია გამომიგზავნოს. ჩემი გოგოს მომავალი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, შევძლებ თუ არა გავუძლო ამ სირთულეებს და მყარად ვიდგე ფეხზე.

«უფალო დამეხმარე ვიყო კარგი და ძლიერი დედა ცემი პატარა გოგონასთვის»

– ჩვენ როგორ დაგეხმაროთ, ქეთევან?

ქეთევანი: მოგმართეთ, იმიტომ რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ძალა აღარ მყოფნის მარტო გავუმკლავდე სირთულეებს. თანხა მჭირდება ანა-მარიას რეაბილიტაციისთვის. ეტლის ყიდვა მინდა, სასეირნოდ რომ გავიყვანო ხოლმე სუფთა ჰაერზე. პამპერსების ყიდვასაც ვეღარ ავუდივარ. საკვებიც გვჭირდება, საწოლი. ხოლო ვინმე თუ ძველ ტელევიზორს მაინც გვაჩუქებს, ეს ჩემი გოგოსთვის ახალი სამყაროს აღმოჩენის ტოლფასი იქნება. ფერადი სამყარო, ახალი ემოციები და განცდები.

ქეთევანის და მისი სნეული შვილის ამბავი, ჩვენთვის შეხსენებასავითაა. ის გვახსენებს, რომ მხოლოდ ყოველდღიური პრობლემებით არ ვიცხოვროთ და გავიხსენოთ ნამდვილი ფასეულობები, რსთვისაც ადამიანები არსებობენ. არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ვიღაცებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ღმერთმა ხომ ამისთვის გაგვაჩინა. მოგვცა კეთილი გულები, რომ გამოვავლინოთ სიყვარული, მზრუნველობა და ძნელბედობის დროს გვერდში დავუდგეთ სრულიად უცხო ადამიანს.

წარმოვიდგინნოთ თუ როგორ შეცვლის ჩვენი პატარა თუ დიდი დახმარება ქეთევანის და ანა-მარიას ცხოვრებას. რომ სიკეთე, რომელსაც მათ მიმართ ჩავიდენთ ჩვენს სულსაც წაადგება.

ეს მათი მისამართია: თბილისი, ლილოს დასახლება, კორპუსი N13, ბინა 77.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზეoffice-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

– თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

– ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000

        (დანიშნულება: ანა-მარია კოზმანაშვილი)

        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

  ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:   0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: