პროექტის რეპორტი გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

page info icon
2024 მარტი 16
„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ - სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ - მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ... სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
39,641 ₾
( 2,556 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ჩემმა გულმა მთელი საქართველო დაიტია! ყველა, ვინც დაგვირეკა, ჩამოვიდა, ჩემს გიოს დაეხმარა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

გიორგი: „ახლა ავადმყოფობაზე კი არა, კეთილ ადამიანებზე არის დამოკიდებული ჩემი განწყობა. ბევრი მათგანი მირეკავს, მწერს, მამხიარულებს და ყურადღების გადატანაში მეხმარება“

 „ოთხი თვე გვქონდა დარჩენილი, საცხოვრებლის საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვეგვარებინა და ყოველდღიურად არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ სად უნდა წავსულიყავი მძიმედ დაავადებულ, საწოლს მიჯაჭვულ შვილთან ერთად? — ამბობს ნანა, გიორგის დედა, რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო უკვე. — ისევ უნდა გვეწანწალა და დავტანჯულიყავით! ამ დროს წარმოუდგენელი რამ მოხდა, ათასობით ადამიანი გაერთიანდა, ჩვენთვის სახლი რომ შეეძინათ!“

 „ჩვენია ახლა ეს ყველაფერი, ეს სახლიც და ეზოც! შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ, აღარაფრის გვეშინოდეს და აღარაფერზე ვიდარდოთ. შვებით ამოვისუნთქეთ მთელმა  ოჯახმა. თანატოლებიც და უფროსებიც ყოველდღე ურეკავენ ჩემს გიოს. ჩერნოვეცკის ფონდისგან საჩუქრად მხოლოდ საკუთარი კერა არ მიგვიღია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ უდიდესი ადამიანური თანადგომა გვაჩუქა თქვენმა ფონდმა. ამხელა ძალას რომ ვგრძნობთ,  ვეღარაფერი შეგვაშინებს.

აი, ასეთი კარგი სახლი, დიდი ეზოთი, აჩუქეს ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა გიოს და მის ოჯახს

ნანა: ოქროს ადამიანები გვირეკავენ! მეუბნებიან: „ნანა, დღეს ტაძარში ვიყავი, შენი გიოს ჯანმრთელობისთვის ვილოცე და სანთელი ავანთე“, ან კიდევ: „შენი გიო რით შემიძლია გავახარო?“ საქმე იმაშიც არ არის, რომ იმხელა თანხა შეგროვდა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა სახლისა და ნაკვეთის საყიდლად! მთავარი მიდგომაა. სწორედ ეს ოქროს ადამიანები არიან ჩემი იმედი! ისინი არიან ჩემი ნუგეში, ჩემი საყრდენი, ჩემი შვილის მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში ძალას მმატებენ. დიაგნოზი შეუბრალებელია — „დიუშენის კუნთოვანი დისტროფია“. იმის ცოდნა, რომ გიოს მეგობრებისა და გულშემატკივრების ამხელა არმია მიმაგრებს ზურგს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფასდაუდებელი. 

— ახლა როგორია შენი განწყობა, გიო?

გიო (14 წლის): ადრე სულ მოწყენილი ვიყავი, ცუდ ხასიათზე, ახლა კი ბედნიერი ვარ, ბევრი რამ მახარებს. ავადმყოფობა არსად წასულა, უკვე მიჩვეული ვარ, 33 გრადუსამდე რომ ეცემა ჩემი ტემპერატურა, ვითიშები და გონებას ვკარგავ. ზურგის ტკივილებსაც შევეგუე. შეიძლება თავს ცუდად ვგრძნობდე, მაგრამ განწყობა მაინც კარგი მაქვს. იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი მწერს, მირეკავს, მამხიარულებს და ყურადღების გადატანაში მეხმარება. ყველაზე მეტად კი ახალი ამბავი გამიხარდა, რომელიც თქვენმა თანამშრომელმა, ძია დავითმა გვახარა. დედა და დაიკო მეხუტებოდნენ. სულ ამაზე ვფიქრობდი, ვერ დავიძინე, ისეთი გახარებული ვიყავი. მთელი ჩვენი ოჯახის სახელით დიდ მადლობას გიხდით!

ახლა გიოს დაიკო დაგვათვალიერებინებს სახლს. წამოდით, შევიდეთ შიგნით

ახლა ჩვენს გიორგის დისტანციური მართვის საწოლი აქვს, რომელიც თავისა და ფეხების აწევის შესაძლებლობას იძლევა

ნია: „გიოს გორგოლაჭებიანი და პულტიანი საწოლი აქვს, ჩვენ კი — ფეხებიანი საწოლები“

ყველა ოთახი გარემონტებულია და ავეჯით გაწყობილი: სამზარეულოც, საძინებელიც და მისაღებიც

გიო: უამრავი სახლი გამოვიცვალეთ, ნოსირში ვიყავით ჩაწერილი... მიხარია, რომ ადამიანებმა სპეციალურად ჩემი ოჯახისთვის გააკეთეს ეს. მიხარია, რომ პირადად ჩემთვის ორი საწოლი გამოგვიგზავნეს. სულ უნდა ვიწვე, ეს გარდაუვალია. მაგრამ ახლა ახალი პულტიანი საწოლი მაქვს და შემიძლია თავის და ფეხების აწევა, თუ დავიღლები. ისეთ სიმაღლეზე ვწევ, როგორც მომინდება.

ყველგან მწერენ — ტიკ-ტოკზეც და ტელეფონზეც, ცდილობენ ჩემს გახარებას.

ნანა: ჩემი გიოს სანახავად სახლშიც გვსტუმრობენ ხოლმე. ალეკო იმერლიშვილი მეუღლესთან, იასთან ერთად თბილისიდან ჩამოვიდა, ტელევიზორი და ახალი სათამაშო აპარატურა playstation აჩუქეს გიოს. მთელმა სამეგობრომ შეაგროვა ეს თანხა. ყოველთვის, როდესაც ჩემი შვილის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ვხედავ, მეტირება და უდიდეს სითბოს ვგრძნობ ამ ძვირფასი ადამიანების მიმართ! რამდენი არიან! გმადლობ, უფალო! ალეკომ და მისმა მეუღლემ დიდი გზა გამოიარეს, ჩვენთან რომ მოსულიყვნენ და კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში ისხდნენ და სხვადასხვა თამაშს თამაშობდნენ გიოსთან ერთად. რამხელა სტიმულია ეს ჩემი შვილისთვის!

ორი გიო დამამახსოვრდა კარგად. ერთი დაოჯახებულია, მეორე - არა. ისე დავიმახსოვრე, ჩემთვის. ეს მათი საჩუქარია — აიფონ 14. გაკოტრდნენ, იმხელა ხარჯი გასწიეს... საჭმელი, სათამაშოები... ჩემს ბიჭს ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან აკლდა, საშინლად იტანჯებოდა. ახლა კი წარმოუდგენლად ბევრ ადამიანს ესაუბრება, მათ შორის ტელეფონითაც.

გული მაქვს აჩუყებული იმით, რომ ჩემი შვილის გამხნევების, გახარების და მასზე ზრუნვის სურვილი ამდენმა ადამიანმა გამოიჩინა. არკვევდნენ, რა უყვარს და რა გაახარებდა. რამდენჯერმე კურიერმა შაურმაც კი მოგვიტანა! (იცინის)

— გიო, შენთვის შეიძლება ასეთი საკვების ჭამა? მაგრამ ფაქტია, შესანიშნავია, ყველა ნატვრას რომ გისრულებენ.

გიო: ზოგადად არ შეიძლება. მაგრამ იმდენად ცოტა რამ მახარებს ცხოვრებაში, რომ შევძელი დედიკოს დარწმუნება. მე ხომ გარეთ გასვლაც კი არ შემიძლია. მადლობას გიხდით, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფსაც კი შემიძლია გავიხარო და გავიღიმო.

ცნობილმა ადამიანებმაც ტიკ-ტოკში ლაივები  მოაწყვეს ჩემთვის (პირდაპირი ეთერი). გენადი კვიკვინიას სახელი გსმენიათ? ყველასთვის ცნობილია საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, არმრესტლინგის ვარსკვლავი არის. გენადი ძია მესაუბრება ხოლმე და ძალიან ვამაყობ ამით. ჩემ შესახებ  ჩერნოვეცკის ფონდის სიუჟეტი ნახა და ჩაატარა ტიკ-ტოკში ლაივი, რომელშიც მონაწილეობა მეც მივიღე, ხალხი რომ დამეხმაროს.

ხუჭუჭამაც, რომელიც ტიკ-ტოკში ძალიან ცნობილია, ჩემი მონაწილეობით ლაივი მოაწყო. ადამიანები დილის ოთხ საათამდე მირეკავდნენ და მესაუბრებოდნენ. ეს უბედნიერესი ღამე იყო!

— ჩვენო ბიჭო, ვერც კი წარმოიდგენ, შენი ასეთი კარგი განწყობის, ასეთი შემართების დანახვა ჩვენთვის რამხელა ბედნიერებაა!

გიო: ყველა ჩემს მეგობარს აღდგომა მიულოცეთ და უთხარით, რომ მათ ეს შეძლეს და ბედნიერება მაჩუქეს. მუდამ ბედნიერები ყოფილიყვნენ!

ნანა: ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან ასეთი ყოველმხრივი დახმარებით გაოგნებული ვარ! ჩემს შვილს დაეხმარნენ მედიკამენტებით, გამოგვიგზავნეს საკვები პროდუქტი, პლანშეტი, საწოლები. კულმინაციური მომენტი კი სახლის შეძენა გახდა! ჩვენთვის შოკი და უდიდესი ბედნიერება არის, ამხელა ძალა რომ გვიმაგრებს ზურგს! ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვერავინ შეედრება ერთიანობასა და სიკეთის კეთებაში. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც ყველას უჭირს და ყველას თავისი პრობლემა აქვს. თქვენ ყველანი ჩემს გულში ხართ!

ხეხილით და ყვავილებით სავსეა ეზო, სიმწვანე და სუფთა ჰაერი არის

პატარა ნიას ძალიან უხარია, რომ ახლა მისი საკუთრებაა ეს ყვავილებით მოფენილი ეზო. მას აქ ძალიან მოსწონს

ნანა: სხვათა შორის, რაიონის გამგეობიდან საწოლები შემოგვთავაზეს მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდნენ, რომ უკვე გადმოგვცა ფონდმა. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ აღარ გვჭირდებოდა, რადგან უკვე ჩერნოვეცკის ფონდისგან მივიღეთ. „მეტი საშუალება აქვთ ფონდებს“, — ასე გვითხრეს. როგორ მოგწონთ?

ყოველდღე ვლოცულობ და უფალს მადლობას ვწირავ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენ გვერდით ხართ, ეს არის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი!

ფანჯრიდან ყურებაც ძალიან მოსწონს...

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, თითოეული თქვენგანი იმსახურებს იმას, რომ ფეხზე ავდგეთ და ისე დაგიკრათ ტაში! გიოს ოჯახი იხსენით იმისგან, რომ საცხოვრებელი ადგილი მუდმივად შეეცვალათ. ახლა, გიოს, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით იტანჯება, საკუთარი სახლი და საკუთარი მოსახერხებელი საწოლი აქვს. მადლობას გიხდით, თქვენი მზრუნველობით ტკბობის შესაძლებლობა რომ აჩუქეთ! ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge  

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: გოროზიების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!













მსგავსი პროექტები: