2024 წელს ადამიანებზე ჩატარდება პრეპარატის კვლევები, რომელმაც ახალი კბილები უნდა გაზარდოს
ის უკვე გამოსცადეს ფერეტებსა და თაგვებზე
2030 წლისთვის იაპონური სტარტაპი Toregem Biopharma გამოუშვებს წამალს, რომელიც დაეხმარება ადამიანებს საკუთარი კბილების გაზრდაში. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Kyodo წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრეპარატმა კბილები უნდა გაზარდოს მათი ქსოვილის წარმონაქმნებიდან, რომლებიც მდებარეობს პირის ღრუში. მან უნდა დათრგუნოს ცილის მოქმედება, რომელიც მათი განვითარების პროცესს აჩერებს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩამოყალიბებული ჩანასახები შეძლებენ ამოვარდნილი ან ჩამოცვენილი კბილები ჩანაცვლებას. 2018 წელს ეს უკვე შესაძლებელი გახდა თაგვებისა და ფერეტების შემთხვევაში.
პრეპარატის პირველი კლინიკური კვლევები ადამიანებზე 2024 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. მეცნიერებს სურთ დაამტკიცონ მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებისთვის.
რეკომენდებული პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეს უბედური ხალხი ხანძრის მსხვერპლია! ხანძარმა გაანადგურა ამ მეგობრული, მოსიყვარულე და მრავალშვილიანი ოჯახის სახლი და მძიმე შრომით ნაშოვნი ქონება! რამხელა უბედურებაა ეს უბრალო, შრომისმოყვარე და კეთილი ადამიანებისთვის!
დაგვეხმარე, უფალო, რომ ბრწყინვალე აღდგომის დღეებში ჩვენი სულები სიკეთითა და თანაგრძნობით გავუხსნათ ღმერთს!მას შემდეგ, რაც მრავალი ათასი წლის წინათ ღმერთი გამოეცხადა ადამიანებს...
შეგროვებულია
5,194.67 ₾
დაეხმარა
280