ნინო სურგულაძე მძიმე სენით დაავადებულ 5 პატარას დაეხმარება - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნინო სურგულაძე მძიმე სენით დაავადებულ 5 პატარას დაეხმარება image

ნინო სურგულაძე მძიმე სენით დაავადებულ 5 პატარას დაეხმარება

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" დააფუძნა, რომლის ეგიდითაც 10 ივლისს სადებიუტო ღონისძიება - საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი გაიმართა. ნინო სურგულაძის მოწვევით თბილისში მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები ჩამოვიდნენ და იმღერეს დაავადებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

საღამო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა და მასში მონაწილეობა, სრულიად უანგაროდ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო. მარათონი ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გადაიცა და მას ეკა ხოფერია წაუძღვა. ღონისძიების საორგანიზაციო პროცესში  აქტიურად იყო ჩართული ტელეკომპანია "იმედი".

მუსიკოსები ეხმარებიან პატარა ნიკუშა ვაშაკიძეს, რომელსაც ფიბროზ კისტოზის იშვიათი შერეული ფორმა აქვს. ასეთი დაავადება საქართველოში ბევრს აქვს, მაგრამ აპარატზე შეერთებული მხოლოდ ნიკუშაა; ნინო ჩიქოვანს - კონსერვატორიის სტუდენტს, ნინო სურგულაძის კოლეგას, მეცო-სოპრანოს იშვიათი დაავადება - ტვინის არტერიულ-ვენური მალფორმაცია დაუდგინდა; ნანი კოტორონჯაძეს (11 წლის), რომელსაც იუინგის სარკომა აქვს (ის დიტო ცინცაძის ფონდიდან გახლავთ); ვიტალი კილასონიას (16 წლის), თავის ტვინის სიმსივნე აქვს (დიტო ცინცაძის ფონდი) და 10 წლის ბექა ბერიშვილს, რომელსაც გულმკერდის არეში სიმსივნე აქვს (დიტო ცინცაძის ფონდი).

ბავშვების დასახმარებლად ფუნქციონირებდა სატელეფონო ხაზი, რომელზე დარეკვითაც ქველმოქმედებს საშუალება ჰქონდათ თანხა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხათ.

რეკომენდებული პროექტები: