რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!

page info icon
2024 ივლის 22
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და თითების გაშლაც კი არ შეუძლია. დაუჯერებელია, თუმცა რეზიკო სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ექიმის შეცდომის გამო კი, პირდაპირი გაგებით, ერთ წუთში დაინვალიდდა. გულო (დედა, 33 წლის): რეზიკო ჩემი პირველი, დიდი ხნის ნანატრი ვაჟია. რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩვენთვის! გონიერი ბავშვი იზრდებოდა. მაგრამ რვა თვისა ავად გაგვიხდა, ძალიან სტკიოდა ყურები... ბოდიშს გიხდით, ცრემლების გარეშე არ შემიძლია ჩემი საბრალო ბიჭის ისტორიის მოყოლა, ყელში ბურთივით მაქვს გაჩხერილი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,642 ₾
( 359 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის! 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და თითების გაშლაც კი არ შეუძლია. დაუჯერებელია, თუმცა რეზიკო სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ექიმის შეცდომის გამო კი, პირდაპირი გაგებით, ერთ წუთში დაინვალიდდა. 

- გვიამბეთ, რა დაემართა რეზიკოს. 

გულო (დედა, 33 წლის): რეზიკო ჩემი პირველი, დიდი ხნის ნანატრი ვაჟია. რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩვენთვის! გონიერი ბავშვი იზრდებოდა. მაგრამ რვა თვისა ავად გაგვიხდა, ძალიან სტკიოდა ყურები... ბოდიშს გიხდით, ცრემლების გარეშე არ შემიძლია ჩემი საბრალო ბიჭის ისტორიის მოყოლა, ყელში ბურთივით მაქვს გაჩხერილი.

ეს რეზიკოს ბავშვობის ფოტოებია. რვა თვის უკვე ამბობდა პირველ სიტყვებს: „დედა“, „მომე“. ახლა კი ერთ სიტყვასაც ვერ ამბობს

დღეს ბებიას გაუმართლა: სახლში ყველა ქილა მოაგროვა, რომ ჩააბაროს და რეზიკოს პამპერსები უყიდოს!

მზევინარი (ბებია, 53 წლის): მოდი მე გიამბობთ, თორემ ჩემი რძალი სულ ტირის. ბავშვი საავადმყოფოში წავიყვანეთ, სადაც მას შეცომით სხვა ნემსი გაუკეთეს. ჩემი ყურით გავიგონე, როგორ თქვა ექიმმა, რომ შეეშალა. როგორც კი ეს დაწყევლილი წამალი ვენაში მოხვდა, ბავშვი გაითიშა. შემდეგ გვითხრეს, რომ ცერებრალური დამბლა ჰქონდა და ეს არ იკურნებოდა. მაგრამ დღემდე ვერ ვეგუებით ამას. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ექიმები აფრთხილებდნენ ჩემს რძალს, მეტი შვილი აღარ გაეჩინა, რადგან დაავადება გენეტიკური იყო. კიდევ კარგი, მათ არ დაუჯერა. რეზიკოს შემდეგ ჩვენს ოჯახში ორი ჯანმრთელი შვილიშვილი გაჩნდა. როგორ უნდა ენდო ამის შემდეგ ექიმებს?! 

გულო: ჩემი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. გავყიდეთ  ყველაფერი, რაც გვებადა, ამიტომ ახლა სოციალურ თავშესაფარში ვცხოვრობთ. ათი კაცი ვართ ორ ოთახში. კიდევ ბანკში დიდი სესხის აღება მოგვიწია ბავშვის სამკურნალოდ. ამიტომ ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ფული საკვებისთვისაც კი არ გვრჩება. რეზიკოს ბანანი და იოგურტი უყვარს, მაგრამ წყალში დამბალი პურის მეტს ვერაფერს ვაჭმევ. რამდენ ხანს შეძლებს ჩემი მძიმედ დაავადებული შვილი შიმშილის მოთმენას? ერთი კეთილი მეზობელი გვყავს, მოხუცი კაცია, ეცოდება ჩემი შვილი და ხანდახან ხილს ყიდულობს მისთვის. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს! ის რომ არა…

ლიზი (რეზიკოს და, 9 წლის): ძალიან მინდა, რომ რეზიკომ აღარ იტიროს. როცა რეზიკო ტირის, ჩვენც მასთან ერთად ვტირით, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებით. 

„ჩემმა ბიჭმა არ იცის საჭმლის ღეჭვა, ყოველ ჯერზე ვლოცულობ, რომ ლუკმა გადაყლაპოს“ 

მზევინარი: ჩემი ქმარი და ორი ვაჟი მეეზოვეებად მუშაობენ. მათი ხელფასი და სოციალური დახმარება კრედიტების დასაფარად მიდის, რომლებიც ბანკში ავიღეთ, როცა რეზიკო ხელში გვაკვდებოდა! და საერთოდ არაფრისთვის აღარ გვრჩება ფული. 

– გვითხარით, რით შეგვიძლია შევუმსუბუქოთ პატარა რეზიკოს ცხოვრება? შეუძლებელია მშვიდად უყურო ბავშვის ტანჯვას!

მზევინარი: რეზიკოს ყოველდღე მაღალი სიცხე  და ციებ-ცხელება აქვს, გლანდები დაჩირქებული აქვს. 

„ფული სიცხის დამწევისთვისაც კი არ გვაქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ექიმთან წაყვანაზე“ 

მზევინარი: დაგვეხმარეთ! რომ რეზიკო გადავარჩინოთ, მას სუფთა ჰაერზე ყოფნა სჭირდება, რისთვისაც სპეციალური ეტლია საჭირო! ის, რომელიც გვაქვს, გვაჩუქეს და არ გამოგვადგა! პატარას თავი უკან უვარდება და ხელში აყვანას ითხოვს! ხელში კი დიდხანს ვეღარ ვიჭერ… ასეთი უბედურება გვაქვს!..

„ძველ ეტლს ქამრები არა აქვს, ამიტომ რეზიკოს შარფით აბამენ, რომ არ გადმოვარდეს“

„არაფერია იმაზე საშინელება, როცა ბავშვები გამუდმებით საჭმელს გთხოვენ, შენ კი არაფერი გაქვს, რომ აჭამო. არავის ვუსურვებ ამ გრძნობის განცდას“ 

– წლებთან ერთად რეზიკო სულ უფრო მძიმე ხდება და, ალბათ, მისი ხელით ტარება ნამდვილი გამოცდაა თქვენთვის?

მზევინარი: ჩემი შვილიშვილი უკვე 12 წლისაა, დაახლოებით 30 კილოს იწონის, მაგრამ ძალიან მიჭირს მისი ხელში აყვანილი ტარება, ჯანმრთელობა აღარ მომყვება. ექვსი ოპერაცია მაქვს გადატანილი, ნახევარი ადამიანი ვარ დარჩენილი. შაქრიანი დიაბეტი და ეპილეფსიის ხშირი შეტევები მაქვს.

მზევინარი: „არ მინდოდა საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ როგორ არ ვთქვა… მე ხომ ეპილეფსია მაქვს. შეტევა შეიძლება ნებისმიერ მომენტში დამეწყოს. თუ ამ დროს შვილიშვილი მეჭირება ხელში, შეიძლება მას დავცე. ღმერთო, ნუ დაუშვებ, რომ ბავშვით ხელში მოვკვდე! მხოლოდ მე წამიყვანე… 

მზევინარი: ჩემი რძალი ძალიან ავადაა. ექიმებმა თქვეს, რომ გამუდმებული ნერვიულობისგან ანემია დაემართა. თანაც რაღაც ახალწარმონაქმნი აღმოუჩინეს და სასწრაფოდ საოპერაციოა. როგორ მეცოდება, როცა ხელით რეცხავს რეზიკოს საწოლის თეთრეულს. სარეცხი მანქანა ხომ არა გვაქვს. 

ღმერთმა არ ქნას, ვინმემ განიცადოს, როგორია, როცა არჩევანი უნდა გააკეთო – წამლები იყიდო თუ ბავშვებს საჭმელი უყიდო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მძიმედ დაავადებული ბიჭის მშობლები გამოუვალი მდგომარეობის ზღვარს გასცდნენ და ფონდის მეგობრებს დახმარებისთვის განწირულები მიმართავენ! გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება ამ ოჯახს, ნუ აუვლით გვერდს. ბიჭი ნელ-ნელა ქრება დედის ხელებში. თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ვერასდროს ვეღარ მოვასწროთ ამის გაკეთება! 

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა, სახლი 40 გ (სოციალური თავშესაფარი).

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: მიქაძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: