შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!

page info icon
2024 ივლის 20
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ, ავარიულ სახლში აღმოჩნდებოდა შანხაის დასახლებაში, თბილისთან ახლოს. შვიდი ბავშვი, რომელთაგან უმცროსი ჯერ 4 თვისაც არ არის, ცხოვრობს ვირთხებით სავსე ოთახში, ჩამოვარდნილი ჭერით, სადაც ბუზები და შხამიანი ბზიკები დაფრინავენ, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ წამს უკბინონ საბრალო პატარებს. ექვს ბავშვს ძველ საწოლზე დედასთან ერთად სძინავს, ჩვილი ჟაკი კი კალათაში წევს, რომელიც მას აკვნის მაგივრობას უწევს. სახლში არც აბაზანაა და არც საპირფარეშო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,758 ₾
( 221 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

სასოწარკვეთილი ახალგაზრდა დედა ცრემლებს ვერ იკავებს

ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ, ავარიულ სახლში აღმოჩნდებოდა შანხაის დასახლებაში, თბილისთან ახლოს. შვიდი ბავშვი, რომელთაგან უმცროსი ჯერ 4 თვისაც არ არის, ცხოვრობს ვირთხებით სავსე ოთახში, ჩამოვარდნილი ჭერით, სადაც ბუზები და შხამიანი ბზიკები დაფრინავენ, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ წამს უკბინონ საბრალო პატარებს. ექვს ბავშვს ძველ საწოლზე დედასთან ერთად სძინავს, ჩვილი  ჟაკი კი კალათაში წევს, რომელიც მას აკვნის მაგივრობას უწევს. სახლში არც აბაზანაა და არც საპირფარეშო.

ჩამოშლილი კედლები

7 ადამიანი და ჩვილი ამ ოთახში არიან შეყუჟულები

საბრალო გვანცამ არ იცის, როგორ უნდა მოუაროს შვიდ ბავშვს, როდესაც სახლში ამდენი საქმეა. ავარიულ შენობაში არ არის წყალგაყვანილობა და ამიტომაც იძულებულია, დიდი ბოთლებით იყიდოს წყალი.

როდესაც წყალს ოქროს ფასი აქვს

საბრალო ქალი ხელით ტაშტში რეცხავს ჭურჭელს და სარეცხს. წყალს ზოგავს, ისევ საყიდელი რომ არ გაუხდეს.

ასე რეცხავს ჭურჭელს მრავალშვილიანი დედა

სამზარეულოს ფანჯრები არა აქვს, რითაც მერცხლები სარგებლობენ და სახლში ბუდეებს იშენებენ, სასადილო მაგიდის თავზეც კი. ყველგან ჩიტების სკინტლია, ბავშვები თითებით ქექავენ და შეიძლება, დამშეულებმა პირშიც კი ჩაიდონ.

ყველგან ჩიტების სკინტლია — კედლებზეც და იატაკზეც

მერე კი ამ თითებს პირში იდებენ და ლოკავენ ბავშვები

ოჯახი შიმშილობს, გვანცა ბავშვებს მხოლოდ წვნიანებს აჭმევს, ხანდახან კარტოფილს, სხვა რამის ყიდვის საშუალება არა აქვს. მრავალშვილიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა.

ორი დღის მაინც არის ეს წვნიანი, მაგრამ დამშეული ბავშვები მაინც ჭამენ

გვანცა ტვილდიანი: ყველაზე მეტად საკვები პროდუქტი და პამპერსი მჭირდება, ბავშვებს საწოლები არა აქვთ, ერთ ტახტზე სძინავთ, საშინელ სივიწროვეში. სამი სოფელში გავუშვი, რადგან მათთვის დასაძინებელი ადგილი არ მაქვს. არც სარეცხი მანქანა მაქვს, არც კარადა, საერთოდ არანაირი ავეჯი.

ერთადერთი საწოლი ოჯახში, რომელზეც შვიდი ადამიანი წევს. ეს ჩვენს დროში ხდება! საშინელებაა!

„გაზქურა ძველია, მისი გამოყენება უკვე საშიშია, თან არც არაფერი მაქვს, საჭმელი რომ მოვამზადო. მეუღლე ციხეშია იარაღის უკანონო შენახვის გამო, მარტო დავრჩი შვიდ ბავშვთან ერთად. არავინ მეხმარება და დახმარებას არსაიდან ველი. ჩემი მეუღლე არ არის ტერორისტი. რატომ არავინ იფიქრა, როდესაც ციხეში ჩასვეს, მე რა უნდა გავაკეთო შვიდ ბავშვთან ერთად?!“

გვანცა ადრე, 17 წლის ასაკში გათხოვდა სიყვარულით. ახლაც ლამაზია, მაგრამ მისი მთავარი ადამიანური თვისება მეუღლის ერთგულება და ბავშვების სიყვარულია.

მაგრამ საბრალო ქალის პრობლემები არ შემოიფარგლება ამით! უმთავრესი გულისტკივილი და ცრემლების მიზეზი არის 4 თვის ჟაკი! თანდაყოლილი გულის მანკი აქვს და გულის სარქველი რომ არ შეხორცდეს, მოკვდება!

ოთხი თვის ჟაკი გულის მანკით იტანჯება

უფროს ქალიშვილს, იშვიათი სილამაზის გოგონას კი გლანდების ოპერაცია სჭირდება. იმდენად არის შეხორცებული, რომ გოგონა შეიძლება ნებისმიერ წამს დაიხრჩოს. მაგრამ ქალმა, რომლის შემოსავალიც მხოლოდ სოციალური შემწეობაა, როგორ უნდა მოახერხოს მისი ექიმთან წაყვანა, როდესაც ხანდახან პურის ფულიც კი არა აქვს?

შიმშილობისგან საშინლად გამხდარსა და დაუძლურებულ ხუთი წლის მარიამს შეხორცებული გლანდები ახრჩობს, გვანცას კი არა აქვს საშუალება, რომ ოპერაცია გაუკეთოს!

მარტოდ დარჩენილ დედას ყველამ აქცია ზურგი. ის თავის შვილებთან ერთად ისეთ ქოხში ცხოვრობს, რომელსაც სახლსაც ვერ ვუწოდებთ. ჩამოშლილი კედლები, გაშიშვლებული მავთულები, ხვრელები, რომლებშიც ვირთხები ბუდობენ, ჩამტვრეული ფანჯრები, ჩამოვარდნილი ჭერი — სწორედ ასეთ სურათს ხედავენ ყოველდღნ გვანცას მცირეწლოვანი შვილები.

ხვრელი კედელში, საიდანაც შეიძლება ვირთხა გამოძვრეს

ეს არის ჭერზე მიმაგრებული ბუზების დამჭერი ლენტი, რომელიც, საწოლის გარდა, ერთადერთი ნივთია ამ სახლში

განა შეიძლება ასეთ პირობები იცხოვროს ადამიანმა და, მით უმეტეს, ოთხი თვის ჩვილმა თავის მცირეწლოვან და-ძმებთან ერთად? როგორ გადარჩებიან ამდენი ვირთხის, საშიში მწერისა და პარაზიტების გვერდით? უმწეო დედა დახმარებას არსაიდან ელის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ როგორც კეთროვანს, ისე აქცია ზურგი.

გვანცა ტვილდიანი: „ბავშვებს თამაში უნდათ, სიცოცხლე უნდა უხაროდეთ, მაგრამ მე რის გაკეთება შემიძლია მათთვის? ჩემს ხუთი წლის გოგონას, მარიამს თოჯინა უნდა, რომელიც მღერის, ბიჭები კი სათამაშო მანქანებზე გიჟდებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებებია... ბაღშიც კი ვერ დამყავს, იმიტომ რომ უახლოესი საბავშვო ბაღი ჩვენი სახლიდან ექვს კილომეტრშია და ტრანსპორტიც არ დადის“.

გვანცა იძულებულია ჩვილის კვებაზეც კი გააკეთოს ეკონომია

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, გვანცა შვიდ მცირეწლოვან შვილთან ერთად ამ დაუნდობელ სამყაროში მარტო ვერ გადარჩება. ამ ბავშვების ჩაცმა-დახურვა და დაპურება მოხერხდება, თუ შეძლებისდაგვარად გაუწევთ დახმარებას. მოდით, გავაკეთოთ კიდევ ერთი კეთილი საქმე, ხელი გავუმართოთ და დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს, რომ საშინელ სიღატაკეს თავი დააღწიონ! მცირედი შესაწირავის გაღებაც კი აუცილებელი პროდუქტებისა და ერთი საწოლის შეძენის შესაძლებლობას იძლევა, რომ ბავშვებს ადამიანურ პირობებში ეძინოთ.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაზიანი, შანხაის დასახლება.

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ტვილდიანების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: