ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!

page info icon
2024 ივლის 17
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ! „ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი, ოპერაცია სასწრაფოდ სჭირდება. ენით აღუწერელია ის საშინელი გრძნობა, როდესაც საკუთარ შვილს ვერ ეხმარები მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გაგაჩნია. ღმერთო! გული მტკივა, ამ სიტყვებს რომ ვწერ, გული მიკვდება დარდით, ჩვენს სახლში ყოველდღე ტირილის და კივილის ხმა ისმის. გოგონას ნორმალურად არც ჭამა, არც წყლის დალევა არ შეუძლია, ტირილიც კი მისთვის საშიშია. საჭმელი და წყალი ცხვირიდან ამოდის და შეიძლება ნებისმიერ წუთს ყელში გაეჩხიროს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩემი პატარა როგორ იტანჯება, საშინელი ხველებით იხრჩობა!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
9,001 ₾
( 537 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს!  მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!

ბავშვს იშვიათი მომაკვდინებელი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!

„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი, ოპერაცია სასწრაფოდ სჭირდება. ენით აღუწერელია ის საშინელი გრძნობა, როდესაც საკუთარ შვილს ვერ ეხმარები მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გაგაჩნია. ღმერთო! გული მტკივა, ამ სიტყვებს რომ ვწერ, გული მიკვდება დარდით, ჩვენს სახლში ყოველდღე ტირილის და კივილის ხმა ისმის. გოგონას ნორმალურად არც ჭამა, არც წყლის დალევა არ შეუძლია, ტირილიც კი მისთვის საშიშია. საჭმელი და წყალი ცხვირიდან ამოდის და შეიძლება ნებისმიერ წუთს ყელში გაეჩხიროს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩემი პატარა როგორ იტანჯება, საშინელი ხველებით იხრჩობა!“

ოპერაცია სასწრაფოდ თუ არ გაკეთდა, შეიძლება წყლის ერთმა გადაცდენილმა ყლუპმაც კი დაახრჩოს ბავშვი

— კი მაგრამ, ბოთლიდან როგორ სვამს, ელისო? 

ელისო (დედა, 43 წლის): როდესაც პატარა იყო, მაგრად ვიკრავდი გულში და ისე ვაჭმევდი, სასულეში რომ არ გადასცდენოდა. არავის ეგონა, ჩემი მარიამი თუ გადარჩებოდა. რომ დაიბადა, საავადმყოფოში იწვა ორი თვე. გავყიდეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, ვალები დავიდეთ, ოღონდ ჩვენი ნანატრი გოგონა გადაგვერჩინა.

„შვილი გვაჩუქა ღმერთმა, მან ჩემი ვედრება შეისმინა! გთხოვთ, ჩვენს გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით! ჩვენი მარიამის გადარჩენაში დაგვეხმარეთ!

 „ჩემს ოქროსდალალებიან გოგოს შეხედეთ, რა ლამაზია! მის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება!

ელისო: ოთხი შვილის დედა ვარ და დარდით მიკვდება გული! ჩემი შვილები შიმშილობენ! შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლში საჭმელი არ გვქონდეს! რასაც, უფლის წყალობით, უფასო სასადილოში უფასოდ ვიღებთ, იმით ვიკვებებით. ჩვენ რა გვიჭირს? მთავარია, რაღაც კაპიკები მძიმედ დაავადებული ბავშვის საკვების საყიდლად გადავდოთ!

— თქვენი შემოსავლის წყარო რა არის? ასეთ მძიმე მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

ელისო: სოციალურ შემწეობას ვიღებთ, მაგრამ ეს თანხა მთლიანად მიდის სესხის გასახდელად, რომელიც უმცროსი შვილის მკურნალობისთვის ავიღეთ. მერწმუნეთ, მე და ჩემი მეუღლე ყველანაირად ვცდილობთ, ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიოთ. მე დამლაგებლად ვმუშაობ ხანდახან, მეუღლე შავი მუშაა, მაგრამ არა აქვს მუდმივი სამსახური. სამარცხვინოა ამის თქმა, მაგრამ თვიდან თვემდე, ფაქტობრივად, ბებოს პენსიით ვარსებობთ. კომუნალურ გადასახადებსაც იმით ვიხდით.

საბრალო, საბრალო ბებია აფხაზეთიდან დევნილია. მზად არის, უკანასკნელი ლუკმა დაუთმოს საყვარელ შვილიშვილებს!

თავად მოხუცი ქალი კი შიმშილის გამო სულ ჩამოხმა!

ვერიკო (ბებია, 78 წლის): 1993 წელს ოთხი პატარა შვილით უკანასკნელი ბორნით გამოვიქეცი სოხუმიდან. მეუღლე ადრე დამეღუპა. 23 წლის განმავლობაში ვარკეთილში ვცხოვრობდით, დანგრეული მაღაზიის შენობაში. ახლა კი ოთხ შვილიშვილთან ერთად შეფარებული ვართ სახლს, სადაც არც ჭერია, არც იატაკი. ღმერთო, რა დავაშავეთ?! ნუთუ ჩვენი ოჯახისთვის ის არ კმაროდა, რომ ომი გამოვიარეთ?!

სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი ოთახებში თქრიალით ჩამოდის 

ელისო: ერთხელ კინაღამ დავიხრჩვით კიდეც! ღამის პირველის ნახევარზე, ძლიერი წვიმის დროს, მე და ბავშვებს რომ გვეძინა, წვიმის წყალმა რამდენიმე წუთში დატბორა სახლი. ძლივს გავასწარით, უკვე მუხლამდე იდგა წყალი. ძალიან შემეშინდა ბავშვების გამო. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა: პატარები ხელში ამეყვანა თუ ტაშტებით მეზიდა წყალი. ნესტის გამო სულ დაობებულია კედლები და ეს ბავშვების ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

ელისო: „მე და ჩემს პატარა გოგონას საწოლზე გვძინავს, დანარჩენ ბავშვებს ძველ ტახტზე, ჩემს მეუღლეს კი — იატაკზე“

– ელისო, თქვენი დახმარება რით შეუძლიათ ფონდის მეგობრებს?

ელისო: გთხოვთ, ჩემი გოგონას მკურნალობაში დამეხმარეთ. სახელმწიფო ოპერაციას აფინანსებს, მაგრამ მერე რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა ვიყიდოთ წამლები? თქვენი დახმარების გარეშე ასეთ ხარჯებს ვერ გავუმკლავდებით. ბავშვის ჯანმრთელობის შემდეგ, ჭერის საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გთხოვთ, სახურავის შეკეთებაში დაგვეხმაროთ, ღამით მშვიდად რომ დავიძინოთ და არ შეგვეშინდეს სახლის დატბორვის. სარეცხი მანქანა არ გვაქვს. მეზობლებთან დავდივარ გასარეცხად ან ხელით ვრეცხავ გაყინულ წყალში. გვჭირდება ახალი საწოლი და ლეიბები, თეთრეული, ტანსაცმელი. წვიმის გამო გაფუჭდა ყველაფერი.

ილია (6 წლის): „მე და ჩემს ძმას სასკოლო ჩანთები გვჭირდება. იცი, დეიდა, სახელმძღვანელოებს ცელოფნის პარკით ვატარებთ, რაც ძალიან მოუხერხებელია“.

ამ კეთილ და მოსიყვარულე ქართულ ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება, მეგობრებო! ამ უზარმაზარ პრობლემებს მარტო ვერ უმკლავდებიან!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი თბილისი, აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქ., მე-6 ჩიხი, ბინა №10

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: გოგინავების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით! 


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: