ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ

page info icon
2024 ივლის 6
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც ფეხზე ძლივს დგას, საყვარელი შვილის ფეხების დაჭერას უკანასკნელი ძალებით ცდილობს! გაიცანით, მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი ადამიანი! 41 წლის ბათუმელ ნათიას მოხუცი დედის გარდა, ამქვეყნად არავინ ჰყავს! ახალგაზრდა ქალის სხეულზე ღრმული იმდენად დიდია, რომ ძვალიც კი ჩანს. "ღრმული" სავსეა ჩირქით, შიგნით კი ჭიებია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,486 ₾
( 398 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც ფეხზე ძლივს დგას, საყვარელი შვილის ფეხების დაჭერას უკანასკნელი ძალებით ცდილობს!

ჩირქითა და ჭიებით სავსე „ღრმული“ ფეხში. საბრალო ქალის მამამ დიდი ხანია შვილის არსებობაც კი დაივიწყა! ნაძირალამ ცოლ-შვილი მიატოვა! მათ კი ჩვენს გარდა არავინ ჰყავთ ამქვეყნად!

გაიცანით, მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი ადამიანი! 41 წლის ბათუმელ ნათიას მოხუცი დედის გარდა, ამქვეყნად არავინ ჰყავს! ახალგაზრდა ქალის სხეულზე ღრმული იმდენად დიდია, რომ ძვალიც კი ჩანს. "ღრმული" სავსეა ჩირქით,  შიგნით კი ჭიებია.

ახალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება. ნათია ცოცხლად ლპება

ნათია უკრაინელი ქალისა და ქართველის კაცის ოჯახში დაიბადა! ფოტო გადაღებულია უკრაინაში, 50 წლის წინ. ნათიას მომავალი მშობლების - უკრაინელი ანას და ქართველი ზურაბის ჯვრისწერის ცერემონიაზე. მაგრამ... დავივიწყოთ იმ ნაძირალას სახელი, რომელმაც შვილის ავადმყოფობის გამო, საბრალო ქალები მიატოვა! ძალიან გვრცხვენია, ჩვენი თანამემამულე ასეთი უნამუსო რომ აღმოჩნდა! მეუღლის სიყვარულის გამო, ანა საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.

ნათია უკრაინელი ქალისა და ქართველი კაცის ოჯახში დაიბადა. მეუღლის სიყვარულის გამო, ანა საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. ნაძირალას დაუჯერა, მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვანაირი მომავალი ელოდა უკრაინაში!

ქართულ-უკრაინულ ოჯახში მალე ბედნიერების ზარმა ჩამოკრა. ულამაზესი გოგონა ნათია დაიბადა, ზღვისფერი თვალებით. თურმე, ოჯახის ბედნიერი დღეები დათვლილი ყოფილა. 

3 წლის ნათია, ამ ფოტოზე როგორი ლაღი და მხიარულია. ეს ფოტო, ნათიას მხიარულების ბოლო დღეა

ერთ დილით, პატარა ნათიას განწირული კივილის ხმა გაისმა სახლში. მის ძმას, რომელიც მაშინ 10 წლის იყო, მამის სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა და... ალბათ, უკვე მიხვდით, შემდეგ რაც მოხდა. ტყვიები ნათიას ხერხემალთან მოხვდა და სწორედ იმ დღიდან, ქართულ-უკრაინული ოჯახის ჯოჯოხეთური ცხოვრება დაიწყო. თურმე, როგორი რთული ყოფილა ბედნიერი ცხოვრების „აშენება", მის დასანგრევად კი, მხოლოდ ერთი წამია საჭირო. შეუცნობადია გზანი უფლისანი!!! პატარა ნათიას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა, ყველა ტყვიის ამოღება ვერ მოახერხეს. ბავშვი იზრდებოდა, მის სხეულში არსებული წყეული ტყვიები კი, ნელა და მტკივნეულად ართმევდა ბავშვობას.

გმირი უკრაინელი დედა შვილისთვის ყველაფერს აკეთებდა, ქართველმა მამამ კი, ნათია მიატოვა, როდესაც ბავშვი 10 წლის იყო და სხვა ქალთან წავიდა. დიახ, მძიმედ დაავადებული შვილი მიატოვა და მას შემდეგ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღარ უკითხავს. რა ექნა საწყალ დედას? სხვა შვილებიც ჰყავდა ნათიას გარდა და თითო-თითო ლუკმას აკლებდა მათ, ნათიას მკურნალობისთვის რომ შეეგროვებინა თანხა.

 დღეს, უკვე 41 წლის არის ნათია. ტყვიები ისევ მის სხეულშია. მზეს ემალება, რადგან მზის სხივები, მის სხეულში არსებულ ტყვიებს აცხელებს და... მერე... არა, ამ სიტყვების დაწერაც კი ძნელია. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი არაამქვეყნიური ტანჯვა იწყება საწყალი ქალისთვის მერე? 

სხეულში არსებული ტყვიების გამო, ნათიას სხეული წლებია ასე იხრწნება

ნათიას ძვლები ეშლება.  დაშლილ ძვლებს კი, საკუთრი ხელით იღებს იმ  „ღრმულიდან“, რომელიც მის სხეულზეა. არა, არ მოგეჩვენათ. საკუთარი ხელით იღებს  ჩაშლილ ძვლებს სხეულის „ორმოდან“, რომელიც ჩირქით და მატლებით არის სავსე. ამ  საშინელ პროცედურას, ქალი მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღე იკეთებს. არადა, დიდია იმის რისკი, რომ სისხლი მოეწამლოს, მერე კი....  მერე ყველაფერი დასრულდება. 

ასე, საკუთარი ხელით იდებს „ღრმულში“ სპეციალურ ხსნარში ამოვლებულ ბინტს, ჩირქისგან და ძვლის ნაწილებისგან რომ გაასუფთავოს. უფალო დაეხმარე! უშველე ღმერთო!

ამ უზომოდ მტკივნეულ პროცედურას ხომ, ექთანი უნდა ატარებდეს. მაგრამ, ექთანს როგორ გადაუხდის ფულს, როდესაც მისი ერთადერთი ყოველთვიური შემოსავალი, მხოლოდ 50  ლარია (სოციალური შემწეობა). ამ თანხით კი, მხოლოდ ბინტის ყიდვას  თუ მოახერხებს.  საწოლს მიჯაჭვული ქალი, დაუძლურებულია შიმშილისგან. 

ნათიას მოხუცი დედა, საწოლს მიჯაჭვულ მშიერ შვილს აწვდის ასეთ ხმელ პურს. დედასაც შია, მაგრამ...

სიტყვები ზედმეტია. ყველა სათქმელს ეს თვალები ამბობს...

დედა-შვილი, ანა და ნათია. მათი საცხოვრებელი ეს ოთახია, მხოლოდ 5 კვადრატული მეტრი და ისიც, თავზე ენგრევათ


ნათიასთვის მზეზე ყოფნა მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში შეიძლება, რადგან მის სხეულში არსებული ტყვიები გაცხელებას იწყებს და... ქალს არაამქვეყნიური ტკივილი ეწყება.

უბედური დედა-შვილის   „სახლი“  ეს  ქოხია, რომელიც თაგვის სოროზე უფრო პატარაა და იმდენად ძველი, რომ თავზე ენგრევათ. ბედის ირონია კი ისაა, რომ ეს ქოხიც მათი არ არის, ქირას იხდიან. 

საშინელება! საშინელება! საშინელება!

მეგობრებო საქართველოსა და ქართველ ხალხზე შეყვარებულ გმირ უკრაინელ ქალს და მის საწოლს მიჯაჭვულ შვილს ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ზეცაში იყურება ცრემლიანი თვალებით და შვილის გამოჯანმრთელებას სთხოვს უფალს. ამისთვის კი, ერთადერთი ოპერაცია არის საჭირო. ნათიას „ძვლის გაყინვის“ ოპერაცია ესაჭიროება. მაგრამ, მისი ღირებულება არის დაახლოებით 20 000 დოლარი და ახლა, საჭირო საბუთებს ვამზადებთ ამ საბრალო ადამიანების თურქეთში გადასაყვანად!

 კორ.: ნინი 

უბრალოდ აღარ შემეძლო წერა. ცრემლები მიშლიდა ხელს და დასაჯდომი ადგილიც არ იყო... უბედურმა დედამ კი, მაინც ვერ შეძლო, შვილის დასახმარებლად თანხის შეგროვება რომ ეთხოვა!!! ძლივს წარმოთქვა: „არ შემიძლია უცნობი ადამიანების შეწუხება“ - ფონდის კორესპონდენტს, ამაყმა უკრაინელმა ქალმა სწორედ ეს სიტყვები მითხრა, და ისე ამოიოხრა, თითქოს, ამ სიტყვებს გულიც ამოაყოლა. მხოლოდ ქოხი გვჭირდება... და ატირებულმა ჭიშკრამდე მიმაცილა!

წასვლისას, ამ მოხუცი ქართველი უკრაინელის ჯერ კიდევ ლამაზ ცისფერ თვალებს ვაკვირდებოდი

ასე გულწრფელად რომ უყვარს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა! რა ლამაზია... და რა უბედური

კეთილო ადამიანებო, ვფიქრობ, აქ სიტყვები უკვე ზედმეტია... დღეიდან, ცხოვრებისგან განწირული დედა-შვილი მხოლოდ თქვენი იმედით დაიძინებენ და გაიღვიძებენ.  დაე, უფლის და ჩვენი დახმარებით, ისეთი დილა გაუთენდეთ ამ კეთილ დედა-შვილს, რომ ცრემლების ნაცვლად, მათ თვალებში ბრწყინავდეს სიხარული... ისინი ამას იმსახურებენ... რა თქმა უნდა, წყეული ტყვია ამოსაღებია და ქოხის საკითხიც უნდა მოგვარდეს... რაღაა სათქმელი... თავად ანა ხომ, არაფერს ითხოვს!

 თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბათუმი, მაიაკოვსკის I ჩიხი, ბინა 7.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: გოგიტიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე: 0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით! 








ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: