ანგელოზები ბნელ და ნესტიან მიწისქვეშეთში, თბილისიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში! ეს ბავშვები — საქართველოს მომავალი, საშინელ სისხლის მწოველ მწერებს საკუთარ ქართულ სისხლს უზიარებენ, საჭმელს კი — ამ პატარების სიცოცხლისთვის საშიშ, უზარმაზარ შავ და რუხ ვირთხებს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ანგელოზები ბნელ და ნესტიან მიწისქვეშეთში, თბილისიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში! ეს ბავშვები — საქართველოს მომავალი, საშინელ სისხლის მწოველ მწერებს საკუთარ ქართულ სისხლს უზიარებენ, საჭმელს კი — ამ პატარების სიცოცხლისთვის საშიშ, უზარმაზარ შავ და რუხ ვირთხებს!

page info icon
2024 ივნისი 19
მათ მომავალ ბედზე მხოლოდ ჩვენ ვაგებთ პასუხს უფლის წინაშე! ეს გახლავთ ამ საბრალო ადამიანების საცხოვრებელი! რომელსაც, ფაქტობრივად, არც კარი და არც ფანჯრები აქვს... ამ შეჭირვებული ადამიანების ცრემლებით არის გაჟღენთილი უზარმაზარი ლოდები, რომლითაც მოპირკეთებულია საუკუნეზე მეტი ხნის წინ, წინაპრების აშენებული, ნახევრად დანგრეული ორსართულიანი სახლის სარდაფი. მადლობელი ვართ მათი! ნამდვილად! რადგან ისინი ქართული ოჯახის ამხელა სირცხვილს და დამცირებას არ დაუშვებდნენ. სირცხვილი მაღალჩინოსნებს, უნამუსო არაადამიანებს, ვინც გემრიელ საჭმელს მიირთმევს, მშვიდად სძინავთ და არ ადარდებთ ეს მდგომარეობა. მოხერხებულად მოკალათდით, მეგობრებო, საშინელებათა სახლში ექსკურსია გელით...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
10,479 ₾
( 664 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ანგელოზები ბნელ და ნესტიან მიწისქვეშეთში, თბილისიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში! ეს ბავშვები — საქართველოს მომავალი, საშინელ სისხლის მწოველ მწერებს საკუთარ ქართულ სისხლს უზიარებენ, საჭმელს კი — ამ პატარების სიცოცხლისთვის საშიშ, უზარმაზარ შავ და რუხ ვირთხებს!

მათ მომავალ ბედზე მხოლოდ ჩვენ ვაგებთ პასუხს უფლის წინაშე!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს გახლავთ ამ საბრალო ადამიანების საცხოვრებელი! რომელსაც, ფაქტობრივად, არც კარი და არც ფანჯრები აქვს... ამ შეჭირვებული ადამიანების ცრემლებით არის გაჟღენთილი უზარმაზარი ლოდები, რომლითაც მოპირკეთებულია საუკუნეზე მეტი ხნის წინ, წინაპრების აშენებული, ნახევრად დანგრეული ორსართულიანი სახლის სარდაფი. მადლობელი ვართ მათი! ნამდვილად! რადგან ისინი ქართული ოჯახის ამხელა სირცხვილს და დამცირებას არ დაუშვებდნენ. სირცხვილი მაღალჩინოსნებს, უნამუსო არაადამიანებს, ვინც გემრიელ საჭმელს მიირთმევს, მშვიდად სძინავთ და არ ადარდებთ ეს მდგომარეობა.

მოხერხებულად მოკალათდით, მეგობრებო, საშინელებათა სახლში ექსკურსია გელით...

ეს სამზარეულოა. ამ ფანჯრის რაფაზე შემოდგმულ გაზქურაზე დედა საჭმელს ამზადებს, თუ სახლში პროდუქტი აქვთ

ეს ბავშვების ოთახია. ერთ დანგრეულ საწოლზე ბიჭებს სძინავთ, მეორეზე კი — დედას უფროს გოგოსთან ერთად. ხელნაკეთ პატარა საწოლზე კი, რომელსაც ფიცრები ძვრება, სძინავს ორი წლის ულამაზეს პატარა ანის

მაია (ბავშვების დედა): მიწის იატაკია ჩვენს სახლში. არ გვაქვს იმის საშუალება, რამე რომ დავაგოთ. აქ არც კარი, არც ფანჯრები, არც ავეჯი არ არის... ტანსაცმელი პირდაპირ მიწაზე დევს.

მაინც მადლობელი ვარ ადგილობრივი ხელისუფლების! გვეუბნებიან, რომ გვეხმარებიან, რითაც შეუძლიათ. მაგრამ თქვენ გთხოვთ, ჩვენი მდგომარეობის შესახებ საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეატყობინოთ. შეხედეთ, როგორ ვცხოვრობთ, აჩვენეთ ყველას, ყველას, ვისაც კანონი ავალდებულებს, რომ მრავალშვილიან ოჯახებზე იზრუნოს!

მაია: „აი, ამ ოთახში, ამ საწოლზე სძინავს ჩემს მეუღლეს, შვილების მამას. მე კი ბავშვებთან ერთად მძინავს. ყველაფერი მოსალოდნელია, მათ ვირთხებისგან ვიცავ! მეუღლე დღედაღამ სოფლის მეურნეობაში შრომობს, ვუყვარვართ, ხელისუფლებასაც აუგად არასდროს მოიხსენიებს. კარგი ადამიანია! ძალიან მეშინია, რაიმე ცუდი არ დაემართოს!“

ოჯახს არანაირი ავეჯი არ გააჩნია, ჭურჭელი და ტანსაცმელი ყველგან დევს

ჭერში იმხელა ხვრელებია, ვირთხები მარტივად შედიან სახლში

ეს კი ექვსი ადამიანის საპირფარეშოა. აქ სიხარულით დაძვრებიან უზარმაზარი ვირთხები, მერე კი ამ სახლის მსგავს ნაგებობას თავს აფარებენ სიცხისა და სიცივის დროს

ეს შესასვლელი კარია. აქ ზამთარში საბანია ჩამოფარებული. ზაფხულში კი, როდესაც საბანი ჩამოხსნილია, ოთახები  ბუზებით ივსება

ანი, მარი, ტარიელი, გიორგი, დედა მაია და მამა მალხაზი ბედნიერები არიან, იცინიან... მაგრამ ეს სხვა რეალობაში ხდება, მხოლოდ 10 წლის მარის ზღაპრულ სამყაროში

 კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს საშინელი ისტორია ღვთისგან ბოძებული საჩუქარია ღვთისნიერი ადამიანებისთვის! კიდევ რის თქმა ან რის დაწერა შეიძლება? ახლა ყველაფერი საკუთარი თვალით გაქვთ ნანახი.

თუ გსურთ, თავად მოინახულოთ ეს მოსიყვარულე ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახშანი. 

აი, ასეთ წერილებს ვწერთ საქართველოს დეპუტატებს და სახალხო დამცველს. ზოგიერთი მათგანი ასეთ ადამიანებს ეხმარება კიდეც...

წერილი დეპუტატს 

წერილი სახალხო დამცვცელს 

ზოგიერთი მათგანი გულგრილი არ არის, ზოგს კი სულ არ ადარდებს ასეთი წვრილმანები! მერე რა!  სახალხო დამცველი ყოველთვის რეაგირებს, მაგრამ მისი ძალაუფლება შეზღუდულია! საჭიროა თანხა და მისი გახარჯვის კონტროლი! ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ადამიანებს, ვინც უყვარს ღმერთს! დალოცვილები ყოფილიყავით!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: სისაურების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  კორ.: ნინო   


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: