ქალაქ ქობულეთში პირველი საბავშვო პანსიონი გაიხსნა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქალაქ ქობულეთში პირველი საბავშვო პანსიონი გაიხსნა image

ქალაქ ქობულეთში პირველი საბავშვო პანსიონი გაიხსნა

წლის წინ
სიახლეები
23 ნოემბერს ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდმა „სოციალურმა პარტნიორობამ“ ქალაქ ქობულეთში პირველი საბავშვო პანსიონი გახსნა. ამ მომენტიდან მოცემული რეგიონის 50 ბავშვს ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან განვითარებისა და განათლებისათვის საუკეთესო პირობები ექნება - კვება, ტანისამოსი, ტექნიკა, სამედიცინო მომსახურება.

„ჩემთვის აღნიშნული პროექტი იმ კუთხითაცაა ძალზე მნიშვნელოვანი, რომ ამ საოჯახო პანსიონის გახსნა ჩვენი მოღვაწეობის ახალ მაშტაბებს ნიშნავს, რადგან პირველი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი უკვე რამოდენიმე წელია თბილისში წარმატებით ფუნქციონირებს. მე არ ვაპირებ ამაზე შეჩერებას, ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს! ბავშვები - საზოგადოების ყველაზე დაუცველი და უმწეო ნაწილია, მაგრამ ამისდა მიუხედავად, მათ უნდა ჰქონდეთ უკეთესი მომავლის ფორმირების შანსი და მე მინდა ეს შანსი რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცე!“ - ნათქვამია ბატონ ლეონიდ ცერნოვეცკის განცხადებაში.


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: